ოთხი ამერიკელი ინვესტორისგან შემდგარმა ჯგუფმა, ტომას დი ბენედეტოს ხელმძღვანელობით, "რომას" აქციების 60% შეიძინა

ოთხი ამერიკელი ინვესტორისგან შემდგარმა ჯგუფმა, რომელსაც ტომას დი ბენედეტო უდგას სათავეში, განაცხადა, რომ "რომას" აქციების 60%-ის შეძენა ფაქტობრივად შემდგარია. თანხა 100 მლნ დოლარს შეადგენს.

მხარეებს პატარ-პატარა ფორმალობებიღა დარჩათ მოსაგვარებელი. როდესაც ყველაფერი დასრულდება, დი ბენედეტო და მისი პარტნიორები: ჯეიმს პალოტა, მაიკლ რუანე და რიჩარდ დიამორე პირველი უცხოელები იქნებიან, რომლებიც სერია A-ს კლუბის საკონტროლო პაკეტს ფლობენ.

იტალიური პრესის ცნობით, იტალიის ჩემპიონატში რომაულ კლუბს ერთერთი ყველაზე დიდი დავალიანება აქვს. მისი ბიუჯეტის დეფიციტმა წელს 56 მლნ შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ 61 წლის დი ბენედეტო, 13 პარტნიორთან ერთად იმ კომპანიის წევრია, რომელიც "ბოსტონ რედ სოკსს" ფლობს. "რომას" სხვა ახალი მეპატრონეები "ბოსტონ სელტიკსის" აქციებს ფლობენ.

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ხვიჩა კარში და ევროპის ტოპ-ჩემპიონატების ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ნაკრების სავალალო მდგომარეობა - გამოსწორდება სიტუაცია?
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა