რუსმა მიმომხილველმა "კრილია სოვეტოვთან" მატჩში "კრასნოდარის" ქართველი მცველის გარჯას ფანტასტიკური უწოდა
საქართველოს ნაკრების მცველის ალექსანდრე ამისულაშვილის "კრანსოდარმა" რუსეთის ჩემპიონატის მეხუთე ტურში სტუმრად სამარის "კრილია სოვეტოვთან" ითამაშა და მეტოქეს უგოლოდ დაშორდა.

როგორც რუსული ვებგვერდები იტყობინებიან, "კრასნოდარის" ქართველმა კაპიტანმა მატჩი ამჯერადაც საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა. ჩვენებურმა რამდენჯერმე განმუხტა მასპინძელთა სახიფათო შეტევა, ერთ ეპიზოდში კი არათუ მცველის, მეკარის ფუნქციასაც ბრწყინვალედ გაართვა თავი. შეხვედრის 72-ე წუთზე "კრილიას" საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთს თავით მიმართულება სამარელმა პრიემოვმა შეუცვალა. "კრასნოდარის" გოლკიპერი ამ ეპიზოდში "თამაშგარე" იყო და თითქოს ბურთი კარის მისგან შორეულ კუთხეში უნდა აღმოჩენილიყო, მაგრამ ამისულაშვილმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა და გუნდი გაშვებული გოლისგან ფეხით იხსნა.

"ეს უბრალოდ ფანტასტიკაა!" - აღმოხდა ამისულაშვილის შემხედვარე "ჩემპიონატ.რუ"-ზე ამ მატჩის ტექსტური ტრანსლიაციის ავტორს.

თავის მხრივ, ვებგვერმა football.kulichki.net-მა ქართველი მცველი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

"ამ თამაშში ამისულაშვილი საუკეთესო იყო. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მისი წყალობით "კრასნოდარმა" სატურნირო ცხრილში, წაგებული მატჩების გრაფაში ნული შეინარჩუნა. მან არამარტო 72-ე წუთზე, უიმედო სიტუაციაში ცარიელი კარიდან ბურთის გამოტანით იხსნა გუნდი, მატჩის დანარჩენ ნაწილშიც ბრწყინვალედ გაირჯა".

Blunt
მაგარია ძაან
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა