”სანტიაგო ბერნაბეუზე” გამართული კლასიკო დაძაბული გამოდგა. გოლები ორივე მხრიდან თერთმეტმეტრიანებით გავიდა

რეალი-ბარსელონა 1:1 (0:0)

მადრიდი, “სანტიაგო ბერნაბეუ”80000

რეალი(4-3-3): კასილიასი, რამოსი, ალბიოლი, კარვალიო, მარსელო, ხედირა, პეპე, ალონსო (არბელოა 65), დი მარია (ადებაიორი 66), ბენზემა (იოზილი 57), რონალდუ.

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო.

ბარსელონა(4-3-3): ვალდესი, ალვეში, პიკე, პუიოლი (კეიტა 58), ადრიანო (მაქსველი 80), ბუსკეტსი, ხავი, ინიესტა, პედრო (აფელაი 67), მესი, ვილია.

მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა.

გოლები: 0:1 მესი (53, პენ), 1:1 რონალდუ (82, პენ).

გაფრთხილებები: მარსელო 31, არბელოა 76 - ადრიანო 9, პიკე 27, ალვეში 79, ვალდესი 82, ხავი 90.

გაძევება: ალბიოლი 52.

მსაჯი: მუნის ფერნანდესი.

ბურთის ფლობა: 29%-71%, დარტყმა: 12 (7)-10 (6), კუთხური: 8-0, თამაშგარე: 0-5, სეივი: 4-5, ჯარიმა: 21-14.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული კლასიკო დაძაბული გამოდგა. გოლები ორივე მხრიდან თერთმეტმეტრიანებით გავიდა. პირველად თავი ლიონელ მესიმ 53-ე წუთზე გამოიჩინა და კატალონიელები დააწინაურა. ათი კაცით დარჩენილმა მადრიდის "რეალმა" კი გათანაბრება 82-ე წუთზე კრიშტიანო რონალდოს ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით მოახერხა.

ხოსეპ გვარდიოლა: "ბერნაბეუზე" ფრე კარგი შედეგია

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ "რეალთან"(1:1) ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის შედეგი დადებითად შეაფასა.

"ბერნაბეუზე" ფრე კარგი შედეგია. "რეალი" გამოცდილი გუნდია. როდესაც 1:0 ვიგებდით კიდევ ერთი გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. მაგრამ გასვლით მატჩში "რეალთან" არ დამარცხება ყოველთვის კარგი შედეგია, რადგან გავიმეორებ, ეს გამოცდილი გუნდია.

ის, რომ პეპე ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობდა არ გაგვკვირვებია, მის ამ პოზიციაზე თამაშს ველოდით. ვნახოთ, რა მოხდება ოთხშაბათს.

არ მსურს მსაჯის მუშაობის შესახებ ვისაუბრო, ეს ჟურნალისტებმა განიხილონ. მე არაფერი დამინახავს", - თქვა გვარდიოლამ.ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას წინააღმდეგ უმცირესობაში თამაშით დავიღალე

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "კლასიკოს" შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა

"ბარსელონას" წინააღმდეგ უმცირესობაში თამაშით დავიღალე. იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს კატალონიელეთან თერთმეტი თერთმეტზე ვითამაშებთ. ალვეშისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინათ. არ მესმის არბიტრის, რომელიც ეპიზოდებს სხვადასხვაგვარად განსჯის. რიცხვობრივ უმცირესობაშიც კი კარგად ვითამაშეთ, რადგან მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად ვიყავით.

გულშემატკივართა მხარდაჭერით "რეალმა" ანგარიშის გათანაბრება შეძლო და გამარჯვებასთან ახლოს იყო. "ბარსელონასთან" დარჩენილ მატჩებშიც მოგებას შევეცდებით. მეტოქის შესწავლა არ გვჭირდება, ერთმანეთს ისედაც კარგად ვიცნობთ".

ჩავი: ”ბარსელონა” ”რეალზე” უკეთ გამოიყურებოდა. იმედგაცრუებულნი ვართ იმით, რომ გამარჯვება და ჩემპიონის ტიტულის პრაქტიკულად განაღდება ვერ შევძელით. მსაჯობაზე საუბარი არ მსურს. ვინც მატჩი ნახა, დასკვნებს თავად გააკეთებდა. მომდევნო თამაშებში ”რეალთან” ჩვენი უპირატესობა აუცილებლად უნდა დავამტკიცოთ. მთავარია არ მოვდინდეთ და მეტოქეს შანსები არ მივცეთ.

სერხიო რამოსი: არბიტრმა ალბიოლს წითელი ბარათი ისე უჩვენა, რომ ხელი არ აკანკალებია, მაგრამ ეს არ გაუკეთებია, როდესაც დანი ალვეშმა მარსელო წააქცია. მსაჯი თამაშს გაჭირვებით უძღვებოდა და გადაწყვეტილებებში თანმიმდევრული არ ყოფილა. რაც შეეხება თავად მატჩს, ბოლომდე ვიბრძოდით, მიუხედავად იმისა, რომ ათნი დავრჩით. ”რეალი” ჩემპიონის ტიტულის ”ბარსელონასთვის” უბრძოლველად დათმობას არ აპირებს”.

gia
კი მაგრამ,სანამ 11*11-ზე იყვნენ და სამარცხვინოდ რომ იწვნენ საჯარიმოში,თან ბერნაბეუზე,ამ საკითხზე რას ამბობს ნეტავ?
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...