პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა ამირ ხანმა ტიტული პოლ მაკლოსკისთან ბრძოლაში წარმატებით დაცვა
გასულ უქმეებზე ორი საინტერესო ბრძოლა გაიმართა პროფესიულ რინგზე. ორივე საჩემპიონო შეხვედრა იყო.

მანჩესტერში "MEN-არენაზე" პირველ ნახევრადსაშუალო წონაში WBA-ის ჩემპიონმა ამირ ხანმა წარმატებით დაცვა ტიტული პოლ მაკლოსკისთან ბრძოლაში. ეს უკანასკნელი აქამდე დაუმარცხებელი იყო პროფესიულ რინგზე.

ბრძოლა გაცილებით აქტიურად და ხარისხიანად ჩემპიონმა ჩაატარა. მან უამრავი ზუსტი დარტყმა შეასრულა, ირლანდიელი მაკსორლი კი ცუდად იცავდა თავს.

ხანის რამდენიმე ბრწყინვალე კომბინაციის შემდეგ ცხადი გახდა, რომ პრეტენდენტი სერიოზულ პრობლემებს ვერ შეუქმნიდა ჩემპიონს. ყველაფერი მეექვსე რაუნდში გადაწყდა - მოკრივეები ერთმანეთს თავებით შეეჯახნენ და მაკლოსკიმ მარცხენა თვალი დაიზიანა. მსაჯმა მიიჩნია, რომ ირლანდიელი ბრძოლას ვერ გააგრძელებდა და ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება ბრიტანელს მიანიჭა. იმ მომენტისთვის სამივე მსაჯს ხანის სასარგებლოდ ერთნაირი ანგარიში ჰქონდა დაფიქსირებული - 60:54.

ამერიკაში გამართულ ჩხუბში WBC-ის ტიტული ვერ შეინარჩუნა 27 წლის ანდრე ბერტომ. ასე რომ, ნახევრადსაშუალო წონას 24 წლის ვიქტორ ორტისის სახით ახალი ჩემპიონი ჰყავს.

მთელმა ბრძოლამ ორმხრივ იერიშებში ჩაიარა და ორივე მოკრივემ მოასწრო ნოკდაუნში მოხვედრა. გარკვეულ მომენტებში ჩემპიონი ძალიან აქტიური იყო და შეეძლო პრეტენდენტის ნოკაუტში გაგზავნა, მაგრამ ორტისმა გაუძლო ამ იერიშებს და საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უპირატესობა სწორედ მას მიანიჭა - 115:110, 114:112 და 114:111.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა