ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

30 წლის შემდეგ

30 წლის შემდეგ

მატჩის შემდეგ მარიო ბალოტელიმ რიო ფერდინანდი გადაიყვანა ჭკუიდან — რაღაცით ხომ უნდა გამოეჩინა თავი
ინგლისი. ფეხბურთის ასოციაციის თასი. ნახევარფინალი

მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი 1:0

მანჩესტერ სიტი (4-5-1): ჰარტი - კოლაროვი, ლესკოტი, კომპანი, საბალეტა - ა. ჯონსონი (79. რაიტ-ფილიპსი), ბერი, ი. ტურე, დე იონგი, სილვა (86. ვიეირა) - ბალოტელი.

მანჩესტერ იუნაიტედი (4-5-1): ვან დერ სარი - ო’ში (84. ფაბიო), ფერდინანდი, ვიდიჩი, ევრა - ვალენსია (65. ერნანდესი), ქერიკი, სქოულზი, პარკი, ნანი - ბერბატოვი (74. ანდერსონი).

გაფრთხილება: საბალეტა, ბალოტელი, დე იონგი, კომპანი (ყველა სიტი)

გაძევება: სქოულზი (72-იუნაიტედი)

გოლები: 1:0 ი. ტურე (52)

კუთხური: 7-6; ჯარიმა: 14-9; კარში დარტყმა: 10-12 (2-6); თამაშგარე: 1-4; ბურთის ფლობა: 44%-56%

მაყურებელი: 86 549

ბოლტონი-სტოკი 0:5

ბოლტონი (4-3-3): იაასკელაინენი - გ. კეჰილი, რობინსონი, ნაითი, სტეინსონი - ლი, მ. პეტროვი (46 მ. დევისი), მუამბა (73. როდრიგო) - ელმანდერი, კ. დევისი, კლასნიჩი (46. ტეილორი)

სტოკი (3-5-2): სიორენსენი - შოუკროსი, უილკინსი, ჰუთი - უილსონი, უილენი, დილეპი, პენანტი (78. უაიტჰედი), ეზერინგტონი (87. პაფი) - კ. ჯონსი (84. ფულერი), უოლტერსი

გოლები: 0:1 ეზერინგტონი (11), 0:2 ჰუთი (17), 0:3 კ. ჯონსი (30), 0:4 უოლტერსი (68), 0:5 უოლტერსი (81)

გაფრთხილება: რობინსონი, გ. კეჰილი (ორივე ბოლტონი)

კუთხური: 9-6; ჯარიმა: 16-11; კარში დარტყმა: 8-13 (5-10); თამაშგარე: 0-1; ბურთის ფლობა: 43%-57%

მაყურებელი: 75 064

მატჩის შემდეგ მარიო ბალოტელიმ რიო ფერდინანდი გადაიყვანა ჭკუიდან — რაღაცით ხომ უნდა გამოეჩინა თავი. როდესაც, პრეს-კონფერენციაზე, „სიტის“ თავკაც რობერტო მანჩინის ჰკითხეს, ხომ არ ფიქრობთ, რომ ფერდინანდი თქვენს ფეხბურთელს სამართლიანად ეჩხუბებოდაო, გამარჯვებულთა იტალიელმა მწვრთნელმა უპასუხა:

„თავად არაფერი დამინახავს. ჯერ დავიცდი, მომიყვნენ რა მოხდა და მერე გავაკეთებ კომენტარს. ისე, ყოველთვის, ყველაფერში, ბალოტელი არის ხოლმე დამნაშავე“.

მაგრამ, მანჩინის დიდხანს ცდა არ დასჭირვებია, ჟურნალისტებმა იქვე უამბეს რაც მოხდა და ამ მონაყოლმა ბედნიერი ფინალისტი გაახალისა:

„მაშინ ბალოტელის დავაპატიმრებთ. შემდეგ კვირას ციხეში ჩავსვამთ“.

სინამდვილეში კი აი, რა ყოფილა: თავქარიან აფრო-იტალიელს ჯერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამწუხრებული ფანების სექტორთან დაუწყია ცეკვა-თამაში (რითაც ანდერსონი გააბრაზა), შემდეგ კი ფერდინანდთან მისულა და თვალი ჩაუკრავს. ამ თვალის ჩაკვრამ ვეტერანი მცველი ისე გამოიყვანა წყობიდან, რომ ბალოტელის ხომ გამოუდგა და გამოუდგა, მერე მანჩინის თანაშემწე დევიდ პლატზე გადაერთო და ინგლისის ნაკრების 90-იანი წლების ვარსკვლავს ცხვირთან სულ თითი უტრიალა.

ცნობისათვის: იმ დილით რიო ფერდინანდს მესამე შვილი შეეძინა.

ასე დამთავრდა შეხვედრა, რომელშიც „მანჩესტერ სიტიმ“ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა და 30 წლიანი „გაუჩინარების“ შემდეგ კვლავ გამოჩნდა ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში. იაია ტურეს მიერ 52-ე წუთზე გატანილმა გოლმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ 1999 წლის შედეგის, „ტრებლის“ (ერთ სეზონში სამი ტიტულის მოპოვება) გამეორების შანსი მოუსპო.

სადისციპლინო მხარეზე ლაპარაკს ბალოტელის სულელური საქციელით ვერ ამოვწურავთ. შეხვედრის 72-ე წუთზე „იუნაიტედის“ ვეტერანმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა „სიტის“ არგენტინელ მცველ პაბლო საბალეტას ბარძაყში ისე ჩაარტყა ფეხი, რომ ქაცვების ღრმა ნაკვალევი დაუტოვა და მსაჯ მაიკ დინს წითელი ბარათი ამოაღებინა.

მატჩის შემდეგ „იუნაიტედის“ თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა: „პოლს კარიერაში ბრწყინვალე მომენტები ჰქონია, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ, ხანდახან წითელ ბარათსაც იმსახურებს. მან ბიჭს ფეხი დაუსერა...“

სერ ალექსი მეორე ტაიმის დასაწყისით, უფრო ზუსტად 15 წუთით დარჩა უკმაყოფილო. მან თქვა: „ვან დერ სარმა ბურთი ცუდად გამოიტანა, მერე მაიკლ ქერიკმა ის საკუთარ საჯარიმოს ვერ მოშორა და, შედეგად, გავიდა კიდეც გოლი ჩვენს კარში. დაწინაურებულ „სიტის“ ერთი-ორი კონტრშეტევის გარდა სახიფათო აღარაფერი გაუკეთებია.

სამწუხაროა ასე რომ მოხდა, მითუმეტეს პირველი ტაიმის შემდეგ, როდესაც მეტოქეს ვჯობდით და გოლიც უნდა გაგვეტანა. გახსოვთ, როგორი შანსები გაუშვა ბერბატოვმა? მესმის, რომ იმ ეპიზოდებში მეკარე ჰარტმა ითამაშა ძალიან კარგად, მაგრამ რომ გაგვეტანა, ვფიქრობთ, მერე მოვიგებდით“.

მეტოქის მწვრთნელისგან ნაქებმა ჰარტმა თქვა: „ჩვენთვის ეს გამარჯვება უდიდეს რამეს ნიშნავს. ბიჭები მეცხრე ცაზე არიან, ფანებიც ზეიმობენ, თუმცა ჯერ არაფერი გაკეთებულა. წინ ფინალია“.

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

შეთანხმება შედგა - მამარდაშვილის "ლივერპულის" ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ

ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს

ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა

BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს

პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!

ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?

"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ

კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა

U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში

არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს

Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი

ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს

"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია

ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს

მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად

ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს