გერმანული ვებგვერდის, transfermarkt.de-ს მონაცემების მიხედვით, საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" მცველის, საბა კვირკველიას სატრანსფერო ფასი საგრძნობლად გაიზარდა.

კვირკველიას გრაფაში 8 მლნ ევრო უწერია, რაც სააგენტოს ძველ მონაცემებთან შედარებით 2.2 მილიონით მეტია.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია "ლოკომოტივის" რიგებში რუსეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო თავად ქართველმა სეზონი სტაბილურად და გამორჩეულად ჩაატარა. ის არაერთხელ შეიყვანეს ტურის სიმბოლურ ნაკრებში.

ქართველი მცველისთვის ეს ზაფხული საკმაოდ ნაყოფიერი იქნება შემოთავაზებების მხრივ. ჯერ კიდევ სეზონის დასრულებამდე კვირკველიას შეძენით რამდენიმე ინგლისური კლუბი იყო დაინტერესებული, კერძოდ კი, საუბარი იყო "ლესტერზე", "ვესტ ბრომვიჩსა" და "მანჩესტერ სიტიზე".

უფრო თვალსაჩინო რომ გავხადოთ კვირკველიას სატრანსფერო ღირებულების პროგრესი, გადავხედოთ ფასის ცვლილების დიაგრამას:

თუ საქართველოს ნაკრებში საბა ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, მოსკოვის "ლოკომოტივში" ის ამ მაჩვენებლით მეორეა. პირველ ადგილს ტყუპისცალი ალექსეი მირანჩუკი იკავებს 14 მილიონი ევროთი. ხოლო პრემიერლიგაში კვირკველიას მე-15 პოზიცია უკავია.

ის ქართველი ფეხბურთელები, რომლებიც სეზონის განმავლობაში სტაბილურად ასპარეზობდნენ საკუთარ გუნდებში და თავის წარმოჩენა შეძლეს, ლოგიკურად მათი სატრანსფერო ღირებულებაც გაიზარდა.

მაგალითისთვის დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია შეგვიძლია ავიღოთ. ამ ფეხბურთელების შემთხვევაში სატრანსფერო ღირებულება ლამის ორჯერ გაიზარდა. ხოჭოლავას "შახტარში" თამაშის შემდეგ მის ფასი 1 მილიონიდან 1.8 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო გვილიას "ლუცერნში" გადასვლისა და თამაშის შემდეგ 0.5-დან 0.9 მილიონამდე გაიზარდა, თუმცა გვილია ადრეც მაგდენი ღირდა, უბრალოდ, ბატე-ში მისი უთამაშებლობის გამო ფასმა დაიკლო.

ასევე გაიზარდა ჯიმი ტაბიძის (უფა, რუსეთი), ნიკა კვეკვესკირის (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილის (დინამო, საქართველო), საბა ლობჟანიძის (რანდერსი, დანია), გიორგი პაპუნაშვილის (სარაგოსა, ესპანეთი) სატრანსფერო ღირებულება.

ახლა კი ბოლოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელთა სატრანსფერო ფასებს გაგაცნობთ:

საბა კვირკველია (ლოკომოტივი) - 8 000 000 ევრო

გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი) - 3 000 000

ვალერი ყაზაიშვილი (სან ხოსე) - 2 500 000

გურამ კაშია (ვიტესი) - 2 500 000

ჯანო ანანიძე (სპარტაკი) - 2 000 000

დავით ხოჭოლავა (შახტარი) - 1 800 000

ჯიმი ტაბიძე (უფა) - 1 000 000

ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი) - 1 000 000

ჯაბა კანკავა (ტობოლი) - 1 000 000

გიორგი ჭანტურია (ურალი) - 1 000 000

ვაკო გვილია (ლუცერნი) - 900 000

გიორგი ლორია (ანჟი) - 800 000

გიორგი აბურჯანია (სევილია B) - 800 000

ოთარ კიტეიშვილი (დინამო თ.) - 800 000

საბა ლობჟანიძე (რანდერსი) - 800 000

გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა) - 800 000

გიორგი ქვილითაია (რაპიდი) - 800 000

ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი) - 750 000

ნიკა კაჭარავა (კორონა) - 700 000

გიორგი მაკარიძე (რიო ავე) - 700 000

ზაურ მახარაძე (ოლიმპიკი) - 700 000

ლაშა დვალი (პოგონი) - 500 000

ლევან ხარაბაძე (დინამო თ.) - 400 000

გიორი ნავალოვსკი (ხაბაროვსკი) - 250 000

ზემოთ კვირკველიაზე მოგახსენეთ, რომ რუსეთის პრემიერლიგაში მე-15 ადგილი უკავია. აქვე ერთ შედარებას წარმოგიდგენთ: რუსეთის პრემიერლიგის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 793.78 მლნ ევროს წარმოადგენს, როცა ეროვნული ლიგის ფეხბურთელების საერთო ღირებულება 36.13 მლნ ევროა.

ეროვნული ლიგის კლუბების ფეხბურთელების საერთო ღირებულება transfermarkt.de-ს მიხედვით ასე გამოიყურება:

დინამო (თბ) - 5.15 მლნ ევრო

ტორპედო - 4.9

საბურთალო - 4.55

ლოკომოტივი - 4.15

დილა - 3.45

რუსთავი - 3.15

ჩიხურა - 2.95

სამტრედია - 2.83

სიონი - 2.58

კოლხეთი - 2.43

ეროვნული ლიგის TOP 5 ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელის სია ასე გამოიყურება:

ოთარ კიტეიშვილი (დინამო თ.) - 800 000 ევრო

ბექა მიქელთაძე (რუსთავი) - 500 000

ბაქარ ქარდავა (დინამო თ.) - 475 000

ლუკა ლოჩოშვილი (დინამო თ.) - 450 000

ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო) - 450 000

lasha
ვაისს რომ კითხო ფეხბურთლები არ ყავს. თუ მოხდა სასწაული და მოვიგეთ ამხანაგური ყველაფერს თავისთავზე იბრალებს, თუ წავაგეთ ყვირის რა ვქნა არ მყავს ფეხბურთელები და გოლს მე ხო არ გავიტანო
თიმსალ მაკო
რვა მილიონი ოქროო ? ვაააააა...
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
"სავარაუდოდ, ცვლილებები იქნება" - ფაბრიციო რომანომ ალისონ ბეკერის მომავალზე ისაუბრა
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
ვაჟა მარგველაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს პირველი წრიდან გამოეთიშა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"