ისეთი პირი უჩანს, რომ მასიმილიანო ალეგრის ხელში "მილანი" 4-2-3-1 ტაქტიკით იასპარეზებს...

ისეთი პირი უჩანს, რომ მასიმილიანო ალეგრის ხელში "მილანი" 4-2-3-1 ტაქტიკით იასპარეზებს. ამის შესახებ "გაძეტა დელო სპორტი" წერს და მეტად საინტერესო სტატიას აქვეყნებს. "კალიარიში" მუშაობისას ალეგრი ორ ტაქტიკურ მონახაზს ეყრდნობოდა: 4-4-2-ს და 4-3-2-1-ს, შესაბამისად, იყო ვარაუდი, რომ "მილანშიც" ანალოგიურ სქემებს გამოიყენებდა. თუმცა, საწვრთნელი პროცესები სწორედ იმას მოასწავებენ, რომ "როსონერი" თანამედროვეობის ყველაზე მოდური მოდელით იასპარეზებს.

"გაძეტა" სავარაუდო სასტარტო შემადგენლობაზეც იწერება, რასაც ასევე აუცილებლად უნდა შევეხოთ. დიდია შანსი, ამ ზაფხულს ჯენარო გატუზომ "მილანელო" დატოვოს და სხვაგან გადაბარგდეს. თუ ეს მართლაც ასე მოხდა, ყველაზე საინტერესო ის იქნება, ვინ შეუწყვილდება საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე მასიმო აბროზინის? - ერთი ვერსია ანდრეა პირლოა, მაგრამ როგორც ავტორიტეტული გამოცემა იუწყება, მას უწინ უწევენ აწევას. ალტერნატივა ფაქტობრვად არ არის და გამოდის, რომ "მილანმა" მინიმუმ ერთი კარგი საყრდენი ნახევამცველი უნდა შეიძინოს. ასეც გახლავთ - პრესის მიერ გავრცელებული ცნობების თანახმად, "მილანის" მესვეურებმა ორ ფრონტზე გაშალეს ქმედებები და ერთი მხრივ, მადრიდის "რეალთან" აწარმოებენ მოლაპარაკებებს და მეორე მხრივ, "პალერმოსთან".

რომ არ დაიბნეთ, აქვე განგიმარტავთ, რომ სამეფო კლუბიდან მილანური გრანდის მესვეურებს მაჰამადუ დიარას გადაბირება სურთ, სიცილიელებს კი მანუელე ბლაზის თაობაზე ესაუბრებიან. ბლაზი სანახევროდ სწორედ "მილანის" სკუთრებაა, თუმცა გასული სეზონი "პალერმოში" გატარა და ამჟამად მისი კონტრაქტის სრულად გამოსიყიდვაზე მიდის მოლაპარაკებები. ერთი სიტყვით, მასიმილიანო ალეგრი მეორე საყრდენ ნახევარმცველს, ანუ მასიმო ამბროზინის მეწყვილეს ეძებს.

ზემოთ პირლოს წინ აწევზე ვისაუბრეთ და ეს თემა აუცილებლად უნდა განვავრცოთ. მოკლედ ვიტყვით და ყველაფერი გასაგები იქნება: პირლოს იგივე ფუნქციები დაეკისრება, რაც ვესლი სნეიდერს აქვს "ინტერში". ანდრეა იქნება ცენტრალური შემტევი ნახევარმცველი, რომელსაც შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ პლეიმეიქერი. ფლანგებიდან რონალდინიო და ალეშანდრე პატუ შეუტევენ, ისევე როგორც გასულ სეზონში, აი ცენტრფორვადის პოზიციაზე კი ალეგრის ახალი ფეხბურთელის დაყენება სურს. ამ ეტაპზე, ორ ფეხბუღთელთან მიმდინარეობს მოლაპრაკებები: ლუიშ ფაბიანოსთან "სევილიადან" და ლუკას ბარიოსთან დორტმუნდის "ბორუსიადან". გალიანიმ მთელი რესურსი ჩართო საქმეში და ვნახოთ, მიაღწევს თუ არა საწადელს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იმას ნიშნავს, რომ ალეგრი არც კლას-იან ჰუნტელაარს ენდობა და არც მარკო ბორიელოს. "გაძეტას" ვერსიით, გასაყიდ ფეხბურთელთა სიაში რჩებიან მარეკ იანკულოვსკი და კახა კალაძე, რომლებსაც გასულ სეზონში სათამაშო პრაქტიკა ფაქტობრივდ არ ჰქონიათ.

სატრანსფერო საკითხებზე თავად ალეგრიმ ისაუბრა და პრაქტიკულად დაადასტურა, რომ ორი რგოლის გაძლიერებას აპირებს. მოვუსმინოთ მასიმილიანოს: "სატრანსფერო ბაზარზე აუცილებლად გავაქტიურდებით და რამდენიმე ფეხბურთელს დავიმატებთ. ერთი ჩამშლელი მჭირდება და ერთი შემტევი, რაზეც უკვე მქონდა კლუბის მესვეურებთან საუბარი. ყველანაირი მხარდაჭერა აღმითქვეს და უკვე გადაიდგა კიდეც გარკვეული ნაბიჯები. ჩვენი მიზანია, რომ გუნდი ყველა რგოლში თანაბრად ძლიერად იყოს დაკომპლექტებული".

ამასობაში, პრაქტიკულად ყველანაირი შანსი გამოირიცხა, რომ რონალდინიომ "მილანი" დატოვოს და კარიერა მშობლიურ "ფლამენგოში" გააგრძელოს. ამაზე გაუჩოს ძმის, რობერტო დე ასისის სიტყვები მეტყველებს: "რონი ბედნიერია "როსონერიში" და არსად წასვლას არ აპიერებს. შესაძლოა, ოდესღაც ითამაშოს "ფლამენგოში", მაგრამ უახლოეს წლებში ეს არ მოხდება. გაუჩომ ახალი მიზანი დაისახა, მას სურს, რომ 2014 წლის მუნდიალზე იასპარეზოს და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელის ყურადღების მისაქცევად "მილანში" თამაში ნამდვილად მისწრებაა, ამიტომ არსად წასვლას არ ჩქარობს. რატომ არ ვახანგრძლივებთ კლუბთან ხელშეკრულებას? - ახალ კონტრაქტზე მართლაც დიდი ხანია ვმუშაობთ და უახლოეს პერიოდში ყველაფერი დადებითად გადაწყდება. უბრალოდ, ჩვენი სურვილია, რომ ყველა პირობა დეტალურად შევთანახმოთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია".

პრესასთან ურთიერთობა ჯანლუკა ძამბროტამაც გადაწყვიტა და მოულოდნელად განაცხადა, რომ "მილანს" არავის შეძენა არ სჭირდება. აი, რა თქვა ჯანლუკამ:

"მე თუ მკითხავთ, არავის შეძენა არ არის საჭირო, რადგან გუნდი ისედაც შესანიშნავად არის დაკომპლექტებული. მით უმეტეს, ჩვენ გვყავს რონალდინიო, რომელსაც მარტოს შეუძლია ნებისმიერი მატჩის ბედის გადაწყვეტა. ძალიან ძლიერი მცველები და შემტევები გვყავს, უბრალოდ გუნდმა თავისი თამაში უნდა იპოვოს და ყველაფერი კარგად იქნება".

ჯჯჯჯ
აუუუუუუუუფფფფფფფფფფფფფფფ იფიფიფ მაგარრრრ
Favali
ეჰჰ,კარგი დრო იყო,მილანი ფაბრეგასზე და ტორესზე რო "ჩალიჩობდა".ახლა ბლაზი და მაჰამადუ დიარა უნდათ.თუმც ბლაზის არიყიდიან,ის ხომ ჯერ არაა 34 წლის...: იეპესი:
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს