საიტმა Sport-express.ru-მ ყოფილ აფხაზ ფეხბურთელ ახრიკ ცვეიბას საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის რევაზ ჩელებაძის შესახებაც საუბრობს.

ჟურნალისტმა მას ჰკითხრა, რომ ის და რევაზ ჩელებაძე ახლო მეგობრები არიან და ცვეიბა რაიმე კურიოზულ ისტორიებს ხომ არ გაიხსენებდა..

"დინამო თბილისის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რამდენიმე სახალისო ისტორია მოყვა.

"რეზო უნიკალური ადამიანია! ისტორია ბევრია, მაგალითად, 1984 წელს თბილისის "დინამოში" თამაშისას, საღამოს რეზოს საზამთრო მოუნდა, გვიყურებს მე და საიდ ტარბას და გვეუბნება წადით - ბაზარში და რაც გინდა გააკეთეთ ოღონდ საზამთრო მომიტანეთო!.

წავედით ბაზარში. ვხედავთ გალიაში საზამთროები აწყვია და დაცვა არაა, ვიღებთ დანას და გალიის გარედან პირდაპირ ნაჭრებად ვჭრით საზამთროს და რეზოსთან მიგვაქვს , ის სინჯავს საზამთროს და ამბობს: ცუდი საზამთრო მოგიტანიათ, უგემურია, ჩვენ უკან მივდივართ ისევ ასე ვჭრით და რეზოსთან მოგვაქვს... რეზოსთან ერთად მილიონი ისტორია მაქვს გადახდენილი

იყო ასევე ასეთი ისტორიაც... საბჭოთა კავშირის დროს "დინამო-არარატის" შეხვედრა ისეთივე მნიშვნელობის იყო, როგორც დღეს "რეალი" "ბარსელონაა".

ერევანში თამაშისას, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, ჩელებააძე პირისპირ გავიდა და ამ დროს ფიქრობდა, ახლა გოლს გავიტან და თბილისში რომ ჩავალ ხელის გულზე მატარებენ, ვოლგას მაჩუქებენო!

ამასობაში მომენტი გაანიავა და თამაშის შემდეგ რა თქმა უნდა, გულშემატკივრები მის მიმართ შეურაცხმყოფელ ეპითეტებს არ იშურებდნენ, რეზომ მომიყვა თბილისამდე მისვლა ვერ მოვასწარი რომ ჩემზე უკვე ანკეგდოტი მოიფიქრესო.

ანეგდოტი ასეთი იყო:

"ჩელებაძე მიდის კლდეზე მიჯაჭვულ ამირანთან და ეუბნება: ამირან, მიშველეო!, რა მოხდა შვილოო, - ეუბნება ამირანი.

ფეხბურთელი ვარ, გოლს თუ ვერ გავიტან დედას მიგინებენ და გავიტან და მაინც მიგიებენო - უპასუხა ჩელებაძემ.

ამირანმა ჰკითხა, რა გქვია შვილო შენო?! რევაზ ჩელებაძე ვარო - უპასუხა რეზომ.

კლდეზე მიბმული რომ არ ვიყო მეც მაგრად დაგარტყავდიო - უპასუხა ამირანმა".

კიდევ იყო ისტორია, ბათუმში... რეზოს ნათესავმა პოლიციელის დედა აგინა, ამ პოლიციელმა დაიჭირა ეს კაცი და უჩივლა.

ჩელებაძის ნათესავს სერიოუზული ციხე ემუქრებოდა, პოლიციელთან რეზო მივიდა და ეკითხება:

რატომ დაიჭირეთ ჩემი ნათესავიო?! პოლიციელმა კი უპასუხა - 25 წლის ვარ და დედაჩემისთვის ზედმეტი სიტყვა არავის უკადრებაია ამან კიდევ აგინაო.

შვილო მისმინე, - უთხრა რეზომ "არარატთან" გოლი რომ ვერ გავიტანე 4 მილიონი ქართველი აგინებდა დედაჩემს და შენ ახლა გინდა რომ ერთი გინების გამო გაუშვა ციხეში?!

პოლიციელი ამის გაგონებაზე სიცილისგან გადაბრუნდა და ის კაცი გაათავისუფლა", - იხსენებს ახრიკ ცვეიბა.

დალი
ახლა ამ ვარიანტზე მუშაობს ბიძინა სპორტსმენების გამოყენებით უნდა დიდი ტყუილი შეასაღოს ოცნების ამომრჩეველს და გგონიათ არ დაიჯერებენ "მიამიტები"?!
ავოიეეე
რა ხიდი კაცო,მაგათ ვეზიზღებით საშვილიშვილოდ და ისიც იციან,რომ არანაირად არ დავინდობთ თუ შევალთ!რაც მაგათ გაგვიკეთეს ქართველებს,მეტის ღირსებიც იქნებიან!
tngh
იმ მთავარ "გმირთან", ვისაც თქვენ გულისხმობთ, პარალელურ რეჟიმში მრავალმხრივი, გონივრული კომპრომისია გამოსაძებნი და საქართველოც აუცილებლად გამთლიანდება. (გთხოვდით, ტვინთან დაკავშირებით უფრო კორექტული იყოთ.)
saqo
tngh-ს. რა შერიგება, რის ხიდი და ბორანი!!! ქართველებს დღემდე ვერ გაგიგიათ, ვინ არის მთავარი "გმირი", ვისაც ამ ორი ერის შერიგება შეუძლია. როცა ის "გმირი" მოინდომებს, მხოლოდ მაშინ მოხდება შერიგება. სხვანაირად ის გამორიცხულია და ტყუილა ნუ იღლით ტვინის უჯრედებს, რომლის მაგარი ფაქტიურად ამოწურული გაქვთ.
tngh
ახრიკ ცვეიბა ის კაცია, რომელიც უნდა იყოს ხიდი ქართველებისა და აფხაზების შერიგების პროცესში. იგივე შეუძლიათ გააკეთონ აფხაზეთში გაზრდილმა სხვა ვეტერანმა ფეხბურთელებმაც. ვიტალი დარასელიას სული ამ პროცესს დააჩქარებს. ოსებთან შერიგების რესურსიც ჩვენს ლეგენდარულ სპორტსმენებშია. ვლადიმერ გუცაევი, ლერი ხაბელოვი, გოჩა ზასოხოვი... რომელი ერთი ჩამოვთავალო!!! აფხაზეBტან და ოსებთან შერიგება გაამთლიანებს საქართველოს!!!
მარკი
-დაგარტყავდიო???????????????? თუ დაგარტყამდიო ჰა?
გულშემატკივარი
... თან აბსოლუტურად ცარიელ კარს!
status quo
ჩელე მაგარი კაცია...ყველას უყვარს.
ტოტო
ის თამაში დაუვიწყარია ერევნის არარატთან,ჩელებაძემ 2-3 მეტრიდან ააცილა შვიდმეტრიან კარს ბურთი.
maurinio
მხოლოდ ჩელეზე არ საუბრობს ცვეიბა,შენგელია,სულაქველიზე,დარასელია,ჩივაზე,არზიანი,გოგრი;იანი,და სხვები. ყველას თბილად მოიხსენიებს.ჩელეს რატო აპიარებთ?
Gocha
Egeti urtietobebi dagvabrunebs afxazetshi.
ბიტილი
ბატონი რეზო უდიდესი ადამიანია თავისი კეთილშობილებითა და ხასიათი,იუმორის გრძნობით,მადლობა მის გამზრდელს...
არჩილ
მაგარია! გაიხარეთ!
[VIDEO] ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"ნეიმარმა "ოქროს ბურთი" მესის გამო ვერ მოიგო" - ბრაზილიელის ყოფილი აგენტი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
ისტორია: ვის აწყობდა საქართველო-რუსეთის მატჩის ჩაშლა?
"1980 წელს "მარაკანაზე" სსრკ-ის ნაკრები ბრაზილიას ვუპირისპირდებოდით და ვფიქრობდით..." - ჩელებაძემ საქართველო-პორტუგალიის მატჩის წინ სსრკ-ბრაზილიის თამაში გაიხსენა
ეროვნული ლიგა განახლდა: ერთი გოლის ფასი
ახრიკ ცვეიბა: არაფერია კრიმინალური, მარადიშვილი საქართველოს ნაკრებში უნდა წავიდეს
ᓠᓣᕡᕔᓑᓘ ᕡᕐᓑᓐ ᓙᕕᕘ
რევაზ ჩელებაძემ ქობულეთის "შუქურას" დირექტორის თანამდებობა დატოვა
ახრიკ ცვეიბა 50 - ქართველების მეგობარი
"საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ეს დღეს პირველად შეგვიძლია ვთქვათ" - ჩელებაძე უკრაინა საქართველოს მატჩზე
რატომ ადარებს რევაზ ჩელებაძე ანანიძეს პირლოს და რის გამო გარიცხეს ჯანო კიევის "დინამოს" აკადემიიდან
[VIDEO] ლანჩხუთის "გურიამ" საქართველოს თასის 1/16 ფინალში თბილისის "დინამო" დაამარცხა და შემდგომ ეტაპზე გავიდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] ბევრი გოლი, ბევრი შანსი, ორი ხარიხა... "დინამო" "გაგრასთან" დამარცხდა!
"გაუწევს თუ არა მამარდაშვილი კონკურენციას "ლივერპულის" მეკარეებს?" - ჩელებაძის ინტერვიუ რუსულ მედიასთან
"დინამოს" ყელში ხელით უნდა ვწვდეთ და პირველი წუთებიდან გავანადგუროთ" - ჟალგირისის პრეზიდენტს სასწაულის სჯერა და მიმართვას ავრცელებს
ალექსანდრე ჩივაძე: გული მხოლოდ იმაზე მწყდება...
ახრიკ ცვეიბა: ეს ქართველი ფეხბურთელების მხრიდან ამაზრზენი აქცია იყო
"ნაპოლიში" მონასავით იყენებენ... არ ვფიქრობ, რომ პსჟ საუკეთესო ვარიანტია" - რევაზ ჩელებაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!