14 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ს "ვიტ ჯორჯია" ლიდერობს
14 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგა 2-ს "ვიტ ჯორჯია" ლიდერობს, რომელიც ამ სეზონში აქტიურად იბრძვის საქართველოს უმაღლესი ლიგის საგზურისთვის.

"ვიტ ჯორჯიას" 8 მატჩში გოლი არ გაუშვია და ჯამში, ეროვნულ ლიგა 2-ში ყველაზე ცოტა, 9 გოლი აქვს გაშვებული.

კლუბი აქცენტს ადგილობრივ ფეხბურთელებზე აკეთებს, რაც მთავარია, პერსპექტიულ და ნიჭიერ ბიჭებზე. ამ სეზონში ერთ-ერთი საუკეთესოა 21 წლის პაატა ღუდუშაური, რომელსაც 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.

13 ივნისს ერთი საინტერესო ამბავიც მოხდა, "ვიტ ჯორჯიას" მეორე გუნდმა თასის გათამაშებას გამოთიშა ეროვნული ლიგის ლიდერი "საბურთალო". ამ ორმა გუნდმა ძირითად დროში ფრე, 0:0 ითამაშა, ხოლო პენალტების სერია 4:2 მოიგო.

კლუბის სამომავლო გეგმებსა და მიზნებზე კლუბის მენეჯერ ირაკლი ხვედელიანს ვესაუბრეთ.

- რამდენად ელოდით სეზონის დასაწყისში, რომ ლიგა 2-ის ლიდერები იქნებოდით?

- მოგესალმებით. პირველ რიგში, ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს 20-წლამდელთა რაგბის ნაკრებ გუნდს მივულოცავ მნიშვნელოვან გამარჯვებას და მსოფლიო ელიტაში ადგილის შენარჩუნებას.

რაც შეეხება უშუალოდ თქვენს კითხვას, გეტყვით, რომ ჩვენ ამ შედეგისთვის მაქსიმუმი გავიღეთ სეზონის სტარტზე. კლუბის ხელმძღვანელობისა და სამწვრთნელო შტაბის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ჩავატარეთ ნაყოფიერი სელექცია, რომელმაც ეს შედეგი მოიტანა.

ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგიც შესაბამისად, გუნდიდან გამომდინარეა. მწვრთნელების დიდი ძალისხმევის შედეგად გვყავს შეკრული და მებრძოლი გუნდი, რომელიც მოედანზე მუდამ მოსაგებად გადის.

სელექცია ვახსენეთ და ვიტყოდი, რომ გუნდში მოსულთაგან, ფაქტობრივად, ყველა ფეხბურთელმა გაამართლა ჩვენი ნდობა და მოლოდინი. სეზონის სტარტზე "ვიტ ჯორჯიაში" დაბრუნებული გიორგი გეთიაშვილი ჩვენი დაცვის ლიდერია. გარდა ამისა, პირადად მან გუნდს უმნიშვნელოვანესი 6 ქულა მოუტანა.

"სამგურალთან" და "მერანთან" 1:0 მოგებულ შეხვედრებში სწორედ მან გაიტანა. კიდევ ერთი ახალწვეული, ნოდარ კიკნაველიძე პროდუქტიულია როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში.

მისი აქტიურობის შედეგად ჩვენი მეტოქის კართან არაერთი საგოლე ეპიზოდი იქმნება. გიორგი ვასაძე და ცოტნე მოსიაშვილი "ვიტ ჯორჯიაში" სეზონის წინ დაბრუნდნენ. გარდა კარგი თამაშისა და უშუალო მოვალეობის უზადოდ შესრულებისა, ამ ორმა ფეხბურთელმაც მნიშვნელოვანი გოლები გაიტანა. ვასაძის გოლით "ცხინვალი" 1:0 დავამარცხეთ, მოსიაშვილმა კი სამი ქულა "დინამო ბათუმთან" მოგვიტანა.

ახალწვეულებთან ერთად ქებას იმსახურებს ჩვენი თითოეული მოთამაშე, რომლებიც თამაშიდან თამაშამდე ამტკიცებენ, რომ მათი ადგილი ეროვნულ ლიგაშია. ეროვნულმა ლიგამ პირველი წრის შემდეგ სიმბოლური გუნდი დაასახელა და შემთხვევითი არ ყოფილა ის, რომ 11 კაცში სამი "ვიტჯორჯიელი" იყო.

ჯონი შეროზია, ირაკლი კამლაძე და ცოტნე მოსიაშვილი სიმბოლურ უნდშიი მოხვდნენ. ამ გუნდის მთავარ მწვრთნელად კი ლაშა ფირცხალაიშვილი დასახელდა, რომლის დიდი შრომის შედეგია ჩვენი ლიდერობა.

- რას ფიქრობთ, შეძლებთ სეზონის ბოლომდე ამ პოზიციის შენარჩუნებას?

- ჩვენი უმთავრესი მიზანი ლიგა ერთში გადასვლა და ელიტაში დაბრუნებაა. მიმაჩნია, რომ ამ შემადგენლობას შესწევს საიმისო ძალა და უნარი, რომ "ვიტ ჯორჯიამ" მომდევნო სეზონი რანგით მაღალ ლიგაში დაიწყოს.

- რა იგეგმება ზაფხულში, რადგან თქვენმა კონკურენტებმა გაძლიერება დაიწყეს, იქნება ტრანსფერები თუ არსებული შემადგენლობით იბრძოლებთ?

- დაველოდებით სატრანსფერო ფანჯრის გახსნას და მხოლოდ ამის შემდეგ მოვიყვანთ სისრულეში ჩვენს სატრანსფერო გეგმებს. რა თქმა უნდა, გაძლიერებას საჭიროებს გუნდი და რამდენიმე კანდიდატურაც შერჩეული გვყავს. კარგად დაფიქრება და აწონ-დაწონვა

გვმართებს გადაწყვეტილების მიღებამდე. შესაბამისად, პოტენციური ახალწვეულებისა და სამიზნეების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებდი.

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
საქართველოს ორი ჩემპიონი ერთმანეთის პირისპირ - შესამჩნევი იაპონელი და განელებზე კარგი შთაბეჭდილებით
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ვლადიმერ ხაჩიძე "ვიტ ჯორჯიას" მომავალზე: ჯერ არაფერია გადაწყვეტილი
ოდესის "ჩერნომორეცმა" სინჯებზე მყოფი გიორგი რობაქიძე გუნდში დაიტოვა
ირაკლი ხვედელიანი: "ვიტ ჯორჯია" არის კლუბი, რომელსაც პროგრამა-მინიმუმი არ გააჩნია
კუთხურიდან ჩახვეული ბურთი, წითელი ბარათები, პენალტები - ე-ლიგა 2-ის პლეი-აუტები დაძაბულად დასრულდა [VIDEO]
ქართველი ფეხბურთელი სინჯებზე "ჩერნომორეცში" იმყოფება
51..9% ხელფასებში - რაში დაიხარჯა 2019 წელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული?
სატრანსფერო კარუსელები - რა შეიცვალა ეროვნულ ლიგა 2-ში?