დღეს, 14 ივნისს, მოსკოვში, "ლუჟნიკების სტადიონზე" მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება.

პირველი შეხვედრა A ჯგუფში რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის ჩვენი დროით 19:00 საათზე გაიმართება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "პირველი არხი" განახორციელებს.

ფაქტები და ისტორია

აღსანიშნავია, რომ რუსეთმა მუნდიალის ჩასატარებლად 678 მილიარდი რუბლი დახარჯა, რაც დაახლოებით 9 მილიარდ ევროზე მეტია, თუმცა ამ თანხაში ინფრასტრუქტურული ხარჯებიც შევიდა.

დღეიდან მთელ მსოფლიოში ერთი თვის განმავლობაში უმეტესობა ფეხბურთზე ისაუბრებს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ორი მთავარი სპორტული ტურნირიდან ერთ-ერთია; პოპულარობით მხოლოდ ოლიმპიური თამაშები თუ გაუტოლდება მუნდიალს.

მაგალითისთვის, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ მატჩს გერმანიასა და არგენტინას შორის მილიარდ ადამიანზე მეტმა უყურა.

მსოფლიოს ჩემპიონატი 1930 წლიდან იღებს სტარტს და ყოველ 4 წელიწადში ერთხელ იმართება. 1942 და 1946 წლებში მუნდიალი მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. გამომდინარე აქედან, რუსეთში რიგით 21 მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყება.

1930 წელს ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) უბრალოდ მსურველებს მოუწოდა, ტურნირში მონაწილეობა მიეღოთ. მაშინ ურუგვაიში, სადაც ტურნირი ტარდებოდა, 13 ნაკრები ჩავიდა. ჩემპიონები მასპინძლები გახდნენ, რომლებმაც ფინალში არგენტინა 4:2 დაამარცხეს.

1934 წელს მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და ფიფამ ტურნირის ფორმატის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. 1934 წელს შესარჩევ ეტაპზე 32 ნაკრები მონაწილეობდა, აქედან 16 ფინალურ სტადიაზე გადიოდა.

84 წლის შემდეგ, ანუ უკვე 2018-ში ციფრები შეიცვალა და შესარჩევ ეტაპზე 207-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 31 ფინალურ სტადიაზე გავიდა, ხოლო ერთი საგზური მასპინძელ ქვეყანას, ამ შემთხვევაში რუსეთს ერგო.

მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ჩემპიონი მხოლოდ 8 გუნდი გამხდარა.

ბრაზილია - 5

გერმანია -4

იტალია - 4

არგენტინა - 2

ურუგვაი - 2

საფრანგეთი - 1

ესპანეთი - 1

ინგლისი - 1

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც 3 მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეძლო, ლეგენდარული ბრაზილიელი მოთამაშე პელეა, რომელმაც ნაკრებთან 1958, 1962 და 1970 წლებში იზემა ჩემპიონობა.

ელემენტარული ინფორმაცია

ტურნირში მონაწილეობას 32 ნაკრები ღებულობს. წილისყრის შედეგად ისინი რვა 4-გუნდიან ჯგუფში განაწილდნენ. ჯგუფში ნაკრებები ერთმანეთთან თითო მატჩს ჩაატარებენ. გუნდები, რომლებმაც პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს, პლეი-ოფში გავლენ. პლეი-ოფში გამარჯვებული შემდეგ ეტაპზე გადადის. თუ პლეი-ოფში შეხვედრა ფრედ დასრულდა, ინიშნება დამატებითი 15-15-წუთიანი ორი ტაიმი. თუ ოვერტაიმშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, ინიშნება პენალტების სერია.

მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე გაიმართება.

მასპინძელი ქალაქები: მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი, ვოლგოგრადი, სამარა, ნიჟნი-ნოვგოროდი, როსტოვი, კალინინგრადი, სოჭი, ყაზანი და სარანსკი.

გახსნითი მატჩი

ახლა კი გახსნით მატჩზე გადავიდეთ. რუსეთის ნაკრებისგან კარგს არაფერს ელიან არათუ მსოფლიოში, არამედ თავად რუსებსაც არ სჯერათ თავიანთი ნაკრების, რაც ფეხბურთელების უხეირო თამაშითა და მთავარი მწვრთნელის, სტანისლავ ჩერჩესოვის გადაწყვეტილებებით არის განპირობებული.

რუსეთის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ 3-ჯერ ითამაშა - 1994, 2002 და 2014 წლებში. ჯგუფიდან ერთხელაც არ გასულა, არადა, წილისყრაში ყოველთვის უმართლებდათ.

ამჟამად რუსეთის ნაკრები ფიფას რეიტინგში 70-ე ადგილზეა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია ტურნირის მონაწილე ნაკრებებს შორის.

ჩერჩესოვი რუსეთის ნაკრებს 2016 წლის შემდეგ წვრთნის. გუნდის კაპიტანი იგორ აკინფეევია. გუნდის საშუალო ასაკი 28.3 წელია.

რუსეთს ბოლო 7 ამხანაგურ მატჩში ვერ მოუგია. ბოლოს ჩერჩესოვის შეგირდებმა 2017 წლის ოქტომბერში მოიგეს, როცა სამხრეთი კორეა დაამარცხეს. კონფედერაციათა თასზე კი ახალ ზელანდიას მოუგეს, პორტუგალიასთან და მექსიკასთან დამარცხდნენ, ჯგუფიდან კვლავ ვერ გავიდნენ.

თუმცა მილანის "ინტერის" ყოფილი მცველი ხავიერ ძანეტი ფიქრობს, რომ რუსეთს შეუძლია მეტოქეებს სიურპრიზები შესთავაზოს.

"რუსეთის ნაკრები გუნდურობით არის ძლიერი და სიურპრიზების შეთავაზება შეუძლია. როგორც წესი, ასეთი გუნდები სერიოზულად ემზადებიან, რომ საკუთარი მაყურებლის წინაშე საუკეთესო ფეხბურთი აჩვენონ. ვფიქრობ, რუსეთის ნაკრები ჯგუფიდან გავა და შეეცდება, რაც შეიძლება შორს წავიდეს", - აღნიშნავს ძანეტი.

რუსეთის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), ვლადიმირ გაბულოვი ("ბრიუგე", ბელგია), სოსლან ჯანაევი ("რუბინი"), ანდრეი ლუნევი ("ზენიტი")

მცველები: ვლადიმი გრანატი ("რუბინი"), რუსლან კამბოლოვი ("რუბინი"), ფიოდორ კუდრიაშევი ("რუბინი"), ილია კუტეპოვი ("სპარტაკი"), რომან ნოიშტადტერი ("ფენერბახჩე", თურქეთი), კონსტანტინ რაუში ("დინამო"), ანდრეი სემენოვი ("ახმატი"), იგორ სმოლნიკოვი ("ზენიტი"), მარიო ფერნანდესი (ცსკა)

ნახევარმცველები: იური გაზინსკი ("კრასნოდარი"), ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა), ალან ძაგოევი (ცსკა), ალექსანდრ იეროხინი ("ზენიტი"), იური ჟირკოვი ("ზენიტი"), რომან ზობნინი ("სპარტაკი"), ალექსანდრ სამედოვი ("სპარტაკი"), ანტონ მირანჩუკი ("ლოკომოტივი"), ალექსანდრ ტაშაევი ("დინამო"), დენის ჩერიშევი ("ვილიარეალი", ესპანეთი)

თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა ("არსენალი"), ალექსეი მირანჩუკი ("ლოკომოტივი"), ფიოდორ სმოლოვი ("კრასნოდარი"), ფიოდორ ჩალოვი (ცსკა)

რაც შეეხება საუდის არაბეთს, ის ფიფას რეიტინგში 67-ე ადგილზეა.

აზიის შესარჩევი ეტაპი ორი ჯგუფური ეტაპისგან შედგება. საუდის არაბეთმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე პირველი ადგილი დაიკავა, სადაც 8 მატჩში 27 გოლი გაიტანა.

ხოლო შემდეგ იაპონიასთან და ავსტრალიასთან ჭიდილში მეორე ადგილი დაიკავა, ავსტრალია მესამე ადგილზე დატოვა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა.

საუდის არაბეთმა ამხანაგურ მატჩებში მოლდოვა გაანადგურა, მოუგო ალჟირს და საბერძნეთს, დამარცხდა იტალიასთან (1:2) და წააგო პერუსთან (0:3).

მთავარი მწვრთნელი - ხუან ანტონიო პიცი

მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა - 4-ჯერ

საუკეთესო მაჩვენებელი - 1994 წელს 1/8-ფინალი

გუნდის ვარსკვლავი - მუჰამედ ალ-საჰლავი (ალ-ნასრი)

ალ-საჰლავს ნაკრების ლამის ყოველ შეხვედრაში გააქვს გოლი. ამიტომ რუსების ყველაზე დიდი თავის ტკივილი სწორედ ის იქნება.

"მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ და შევეცადოთ, მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. ეს შეუძლებელი არაა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა ახლა პირველი მატჩი გველის, რომელიც მომავლის განწყობას შექმნის და განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ პირველად მასპინძლებთან გვიწევს თამაში.

დიდი ამბიციები გვაქვს, მუნდიალის ფინალში გვინდა გასვლა. ვფიქრობ, ჩვენი შრომა დაფასდება", - თქვა ნაკრების კაპიტანმა ოსამა ჰაუსაუიმ.

საუდის არაბეთის შემადგენლობა:

მეკარეები: ასაფ ალ-კარნი ("ალ-იტიჰადი") მოჰამედ ალ-ოვაისი ("ალ-აჰლი"), იასერ ალ-მოსაილემი ("ალ-აჰლი"), აბდულა ალ-მაიუფი ("ალ-ჰილალი").

მცველები: მანსურ ალ-ჰარბი, საიდ ალ-მოვალადი, მოთაზ ჰავსავი ( "ალ-აჰლი"), იასერ ალ-შაჰრანი, ოსამა ჰავსავი, მოჰამედ ალ-ბურაიკი, მოჰამედ ჯაჰფალი, ალი ალ-ბულაიჰი ("ალ-ჰილალი"), ომარ ჰავსავი ("ალ-ნასრი").

ნახევარმცველები: აბდულა ალ-ჰაიბარი ("ალ-შაბაბი"), ალი ალ-ჰაიბარი ("ალ-ეტიფაკი"), აბდულა ოტაიფი, სალმან ალ-ფარაჯი, ნავაფ ალ-აბედი "ალ-ჰილალი"), ტაისირ ალ-ჯასიმი ("ალ-აჰლი"), ჰუსეინ ალ-მაფჰავი, მოჰამედ კანო, ჰატან ბაჰებრი"ალ-შაბაბი"), მოჰამედ ალ-კოვაიკაბი, სალემ ალ-დოსარი ("ვილაირეალი"), იაჰია ალ-შერი ("ლეგანესი").

თავდამსხმელები: ფაჰად ალ-მუვალადი ("ლევანტე"), მოჰამედ ას-საჰლავი ("ნასრი"), მოჰანად ასერი ("ალ-აჰლი").

იგორ პანტელეიმონოვიჩის!
ვახ შენ გენაცვალე. საამაყო ქართველი ხარ
mix
ბუნებრივ წიაღში დასაბრუნებელი ნამდვილად ხარ, თუ მართლა მასე ფიქრობ. (ბუნებრივზე ვლაპარაკობ, შენს სანატრელ რუსეთზე კი არა)
samtredski
ხოო კაი ხუმრობაა ისე კი ჩვენს მიწაზე მსოფლიო თასია და იქ ვერ ჩავდივართ დამოუკიდებლობა კარგია მართლა რო ხარ და არა ასეთი არსად რო არ წერიხარ.
იგორ პანტელეიმონოვიჩი
მართლაც რომ ჭკუა-გონება და დაფიქრება ჭირდება ყველაფერს. წარმოიდგინეთ, დროზე რომ მივმხვდარიყავით 90-იანების სიბნელის შემდეგ ე.წ. "დამოუკიდებლობის" აბსოლუტურ უაზრობას და დავბრუნებოდით ბუნებრივ წიაღს - თბილ და ტკბილ რუსეთის იმპერიას. ახლა ვიქნებოდით ბედნიერები და მდიდრები. რუსეთის ნაკრები იქნებოდა ბევრად უფრო ანგარიშგასაწევი ძალა კვირკველია-ანანიძე-ოქრიაშვილის დამატებით. თბილისში კი ჩატარდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატის რამდენიმე მატჩი ულტრათანამედროვე, 70 ათასიან "პეტრე ბაგრატიონ არენაზე".
მსქტროლს
ისიც დაგემატებინა, რომ სამაჩაბლოს მაშინ ხუთის ნაცვლად ოთხი პენალტი დაარტყმევინეს - არაღიარებულებს მეტი არ ეკუთვნითო.
მსქროლავი ტროლი
რა თქმა უნდა, არა, - ხუმრობს საიტი - ნაურუ და სამაჩაბლო შეხვდნენ ფინალში და პენლებით მანაგუამ გაიმარჯვა...
bebeto
2014 წელს ნამნვილად გერმანია არგენტინა იყო ფინალისტი?
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
ქვიზი: როგორ გახსოვს მსოფლიო ჩემპიონატის სტადიონები?
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მეოთხე მატჩის წააგო. ხუთივე გოლი ბერძნებმა გაიტანეს - ორი საკუთარ კარში
[VIDEO] ახალგაზრდულმაც წააგო, თან მოლდოვასთან 3 გოლი გაუშვა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
ზაბარნი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს - უკრაინელით ყოფილი მწვრთნელი ინტერესდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი? - ამ ზაფხულს შესაძლოა, რეკორდი მოიხსნას
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
სხვაგან სად, თუ არა საუდის არაბეთში - გამაყრუებელი სტვენა წუთიერი დუმილის დროს [VIDEO]
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ჰოლანი ვინისიუსის ნაცვლად - ფლორენტინო პერესის გეგმა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?
საუდის არაბეთის ფეხბურთის ფედერაცია რუსეთთან დიდი ანგარიშით მარცხის გამო ნაკრების ფეხბურთელებს დასჯის
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს