ჯანო ანანიძის გუნდის სავარაუდო თავკაცად 2006-2010 წლებში მოსკოვის "დინამოს" დამრიგებელი ანდრეი კობალევი სახელდება
მოსკოვის "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელი ვალერი კარპინი დაკავებული თანამდებობიდან დღეს გადადგა. მიუხედავად ამისა, კარპინი საქართველოს ნაკრების ნახევარმველის, ჯანო ანანიძის კლუბის გენერალური დირექტორის მოვალეობას ძველებურად შეასრულებს და თან გუნდს რუსეთის თასის 1./4 ფინალში "კრასნოდართან" მატჩისთვისაც მოამზადებს. ეს შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.

რუსულ ინტერნეტსაიტებზე გავრცელებული ცნობით, "სპარტაკის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანდრეი კობალევის კანდიდატურა სახელდება, რომელიც 2006-2010 წლებში მოსკოვის "დინამოს" წვრთნიდა. იტალიურ პრესაში კი გასულ კვირას გაჩნდა ცნობები, თითქოს "სპარტაკის" დამრიგებლის თანამდებობაზე "ჩელსის", "იუვენტუსისა" და "რომას" ყოფილი თავკაცის, კლაუდიო რანიერის კანდიდატურაც განიხილება.

ვალერი კარპინმა მოსკოვური გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტი 2009 წლის აპრილში დაიკავა. იმ წელს რუსეთის ჩემპიონატი "სპარტაკმა" მეორე ადგილზე დაასრულა, 2010 წელს კი მეოთხე იყო.

2011 წელს კარპინმა "სპარტაკი" ევროპის ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა, სადაც "პორტუსთან" დამარცხდა. რუსეთის პირველობაზე გუნდი წელს საკმაოდ წარუმატებლად გამოდის - მოსკოველებმა ხუთ ტურში მხოლოდ 4 ქულის მოგროვება შეძლეს და სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილს იკავებენ.

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა