"ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესდა
ხარკოვის "მეტალისტის" ბრაზილიელი თავდამსხმელი ჟაჟა კოელიო 2010 წელს თურქულმა "ტრაბზონმა" 5 მილიონ ევროდ შეიძინა. ეს იყო ბოლოს ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი, რომელიც სამენეჯერო სააგენტო "Prosport managmant international"-მა განახორციელა. ჩვენთვის კი საინტერესო ისაა, რომ ამ სააგენტოს პარტნიორული ურთიერთობა აქვს "ზესტაფონისა" და "გაგრას" პრეზიდენტებთან, ილია კოკაიასთან და ბესიკ ჩიხრაძესთან.

სააგენტოსთან ბევრი ქართველი ფეხბურთელი თანამშრომლობს: უჩა ლობჟანიძე ("დნიპრო"), მურთაზ დაუშვილი, გიორგი ხიდეშელი, ნიკოლოზ გელაშვილი (ყველა "ზესტაფონი") თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩივეცი", უკრაინა) გიორგი გაბედავა, ლევან შარიქაძე, აბაიომი ოვონიკოკო სეუნი, შალვა კვანტალიანი, ლაშა კალანდაძე (ყველა "გაგრა").

"ლელოსთვის" ცნობილია, რომ ბოლო დროს უცხოელი სელექციონერები განსაკუთრებით "ზესტაფონისა" და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველით, დაუშვილით დაინტერესდნენ. რამდენად რეალურია 21 წლის ფეხბურთელის უცხოეთში წასვლა? ამის თაობაზე სააგენტოს წარმომადგენელ მამუკა ამიროვს დავეკითხეთ.

"ჩვენი მიზანი მხოლოდ ფეხბურთელების გაყიდვა არ არის, მათთან ხანგრძლივი თანამშრომლობა გვსურს. უცხოეთში ბევრი მიდის და ან გარემოს ვერ ეგუება, ან გუნდს, ან ენის ბარიერს აწყდება და ვერ იხსნება. მენეჯერის ვალი ამ პრობლემების მოგვარებაც უნდა იყოს.

რაც შეეხება დაუშვილს, საქართველოს ნაკრებისა და "ზესტაფონში" ჩატარებული შეხვედრებით დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე შეუძლია თამაში. რადგან ჩვენი სააგენტო "ზესტაფონთან" თანამშრომლობს, ცხადია, დაუშვილის ტრანსფერზეც ვფიქრობთ. ახლა დაუშვილის ასაკიდან, მომზადებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე, უცხოეთში წასასვლელად სასურველი დრო დაუდგა. ბიჭი საქართველოს ნაკრებში თამაშობს და თუ კლუბი წინააღმდეგ არ წავა, კარიერა უკეთეს ლიგაში უნდა გააგრძელოს.

დაუშვილით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. თუმცა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რა მიზნები აქვს "ზესტაფონს". დარწმუნეული ვარ, ეს იქნება პირველი ქართული კლუბი, რომელიც უახლოეს პერიოდში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს და შესაძლოა, ასეთ კლუბში დროებით დარჩენა უკეთესიც იყოს - ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელი ძლიერ ლიგაში ადვილად მოხვდება", - ამბობს ამიროვი.

აღსანიშნავია, რომ გერმანული სააგენტო "ტრანსფერმარკეტის" ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაუშვილის სატრანსფერო ფასი 450 ათასი ევროდან 550 ათასამდე გაიზარდა. ცხადია, ეს ახალგაზრდა ფეხბურთელის ნაკრებში თამამი და დამაჯერებელი თამაშის შედეგია. ამგავარად, დაუშვილი საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ასევე 100 ათასი ევროთი გაიზარდა თბილისის "დინამოს" მეკარის, გიორგი ლორიას ფასი და ამ შემთხვევაშიც დაფასების მიზეზი ნაკრებში ღირსეული თამაში იყო.

საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სია კი ასე გამოიყურება:

1. მურთაზ დაუშვილი ("ზესტაფონი") - 550.000 ევრო

2-4.

გიორგი ლორია ("დინამო") - 450.000

გიორგი ხიდეშელი ("ზესტაფონი") - 450.000

ედნილსონი ("დინამო") - 450.000

5-7.

ნიკოლოზ გელაშვილი ("ზესტაფონი") - 400.000

პეტარ ელიჩი ("დინამო") - 400.000

როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი") - 400.000

me
ვაფსჰე ვინაა ეგ ამიროვი ვინმემ ტუ იცის?რა ფეხბურტი რის ფეხბურტი გაგებაში არაა ფეხბურტის ბელგიაში ცხოვრობს და დისკოტეკებს აკეტებს ხანდახან ორი კაპიკი იშოვოს ტბილისელი ქურტია და თბილისში გონიატ რო ბელგიელი საფეხბურთო აგენტია,მაგას ბურთი საზამტრო გონია,მაგის აგენტობა არ გაიშვას,
MM
ამიროვი თანამშრომლობს "ზესტაფონთან" და დაუშვილის თაობაზე ამიტომაც დავეკითხეთ.
ბესო
დაუშვილი არ თანამშრომლობს მაგ სააგენტოსთან და ამიტომ ვამბობ, ჟურნალისტმა უნდა გაარკვიოს ფეხბურთელისგან ვინ ჰყავს მას აგენტი და სმენია თუ არა საერთოდ მაგ სააგენტოს შესახებ? ეგეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ფეხბურთელს ჰყავდეს აგენტი (და არა სააგენტო) და არ იცოდეს ვინაა იგი!
gurjistan
მე როგორც ვიცი,ამიროვი Prosport managmant international"-ის წარმომადგენელია საქართველოში .თუ დაუშვილი მაგ სააგენტოსთან თანამშრომლობს,შეიდძლება არცაა აუცილებელი რომ უშვალოდ იცნობდეს.
ბესო
მერაბ, დაუშვილს დაურეკეთ და ჰკითხეთ ამიროვი მართლა შენი აგენტიაო? საერთოდ არ იცნობს ბუბა მაგ კაცს და არასერიოზულია თქვენი მხრიდან გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა