დიდი მატჩი: რონალდო - ესპანეთი 3:3 [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ესპანეთისა და პორტუგალიის ნაკრებების ულამაზესი მატჩი 3:3 დასრულდა.

როგორც იქნა, ტურნირზე დიდი ფეხბურთი ვიხილეთ, დიდი და ძალიან ლამაზი.

შეხვედრა მართლაც საინტერესოდ დაიწყო, უკვე მე-3 წუთზე რონალდომ თავის მიერვე მონადირებული თერთმეტმეტრიანით (თამაშის წესები მისმა თანაგუნდელმა ნაჩომ დაარღვია) გახსნა ანგარიში. ის მეოთხე ფეხბურთელია, რომელმაც 4 მუნდიალზე გაიტანა გოლი. აქამდე ეს მხოლოდ უვე ზეელერმა, პელემ და მიროსლავ კლოზემ შეძლეს. მას აგრეთვე ევროპის 4 პირველობაზე აქვს მეტოქეთა კარი დალაშქრული, რაც დაგვეთანხმებით, უნიკალური მიღწევაა.

ამის შემდეგ ესპანეთმა შეუტია, დავიდ სილვამ კარის აღების ორი კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა, რასაც პორტუგალიელთა სწრაფი კონტრიერიში მოჰყვა და კრიშტიანოს კარგი პასი გუედეშმა ვერ გამოიყენა. საპასუხო

შეტევისას კი დიეგო კოშტამ შესანიშნავი გოლი გაიტანა. მერე ისკოს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, ინიესტამ ოდნავ ააცილა ბურთი კარს. ბოლოს კი რონალდომ ისარგებლა დე ხეას შეცდომით, 2:1 და პირველი ტაიმი პორტუგალიამ მოიგო.

არადა, ამ შეხვედრის წინ "მანჩესტერის" მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ამტკიცებდა, რომ რონალდო კლუბში და რონალდო ნაკრებში ეს ორი სხვადასხვა ფეხბურთელია.

მეორე ტაიმი ფურია როხას შეტევებით დაიწყო, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე მცველს ბუსკეტსმა დაასწრო, კარის წინ თავით ჩააგდო და დიეგო კოშტამ დასწრებაზე მეორედ დაამწუხრა რუი პატრისიუ. მორიგი იერიშისას კი ნაჩომ შორიდან ყუმბარისებრი დარტყმით წინ გაიყვანა ესპანეთი - მან თავისი შეცდომა გამოასწორა. სხვათა შორის, ეს ეროვნულ გუნდში გატანილი 28 წლის ნაჩოს პირველი გოლია.

ბოლოს ფერნანდო იეროს გუნდმა ბურთიც დაიჭირა, მაგრამ კონტრშეტევაზე პორტუგალიამ საჯარიმო მოიპოვა და კრიშტიანომ ცხრიანში ბრწყინვალე დარტყმით ჰეთ-თრიკი შეასრულა.

აღსანიშნავია, რომ ერთ ფეხბურთელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებისთვის ერთ მატჩში აქამდე 3 გოლი არ გაუტანია. რონალდოს აქამდე ესპანელთა კარში გოლი არასოდეს არ გაუტანია.

პარასკევი. 15 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი". 43 866 მაყურებელი

პორტუგალია - ესპანეთი 3:3

გოლები: 1:0 რონალდო (4, პენ), 1:1 დიეგო კოშტა (24), რონალდო (44), 2:2 დიეგო კოშტა (55), 2:3 ნაჩო (58), რონალდო (88)

პორტუგალია: რუი პატრისიუ, პეპე, ფონტე, სოარეში, გერეირო, მოუტინიო, კარვალიო, გუედეში (ა. სილვა 80), ფერნანდეში (ჟოაო მარიო 68), ბ. სილვა (კუარეჟმა 69), რონალდო

ესპანეთი: დე ხეა, სერხიო რამოსი, პიკე, ალბა, ნაჩო, ინიესტა (ალკანტარა 70), დავიდ სილვა (ვასკესი 86), ბუსკეტსი, ისკო, კოკე, დიეგო კოშტა (ასპასი 77)

დათო
რონალდო დღეს ---ეს #1 ფეხბურთელია. აძაგებენ,რომ თავის თავს იქებსო, ეკუთვნის და უნდა შეიქოს. დღეის -დღეობით არ მეგულება ფეხბურთელი ასე ზალიან უყვარდეს ფეხბურთი, ის თამაშობს მაშინაც კი როცა მთელი მისი გუნდი დგას.
vaxo
ბავშვობაში საღეჭი რეზინი "ფინალის" ნაკლეიკებს რო ვაგროვებდით, იმ აზროვნებიდან ჯერაც არ გამოსულხარ ))))
hmmm
ისე არ დასანიშნი პენალი, დეხეას დახმარება და ერთი გოლი. ესაა რონალდოს მონაგარი. რას აღმერთებთ ვერ გავიგე. რატომ არავინ წერთ იმას რომ დიეგო კოშტამ უალამაზესი გოლი გაიტანა? რონალდო რონალდო. ვაი რომ ფეხბურთელს ახლა მარტო გოლებით აფასებთ და არა საერთო თამაშით. ეგ რომ იყოს პელეს ვერავინ ვერასოდეს ვერ დაეწეოდა. მაგრამ მარადონამ მოახერხა და მეტი ქნა. ამიტომ არის ღმერთი ფეხბურთის და პელე მეფე. ცოტა თვალები გაახილეთ. დღეს ღმერთი ნადმვილად არის მესი და რონალდო კი მაინც უკან დგას ყოველთვის. ესაა სიმართლე. რონალდო ვერასოდეს ითამაშებს იმ ფეხბურთს რასაც მესი თამაშობს და პელეს მარტომ არ მოუგია მსოფლიო ჩემპიონატი როგორც მოახერხა მარადონამ. და ისე რონალდო ცენტრ ფორვარდია და მესი არის ცენტრ ფოვარდი?:D:D:D
საოცრება,ფანტასტიკა.
იუვესთან გატანილი სასწაული მაკრატელას შემდეგ როდესაც მოწინააღმდეგეს ფანებმა ოვაცია მოუწყო აღარ მეგონა თუ კიდევ გამაკვირვებდა.
კახაბერი
მარტო არა , დე ხეას სახით , მაგარი მეწყვილე ჰყავდა !))))
CR7
ძეგლი უკვე დიდიხანია დაუდგეს პორტუგალიაში
უნიკუმი
ეს კაცი 30 წლის მერე კი არ ბერდება პირიქით ახალგაზრდავდება.
zzz
რონალოდოს ძეგლი უნდა დაუდგან პორტუგალიაში.. ასეთი შედეგიანი ფეხბურთელი ნაკრებში პორტუგალიას არ ახსოვს ჯერ ევროპის ჩემპიონი გახდა ეხლა ესპანეთს მარტო ეთამაშა.. ვინა ეს ვაა
დომენტი
ესაა ფეხბურთი და არა გუშინდელი ცირკი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა