გიგა ჯანელიძის “ალმა ტრიესტე” იტალიის სერია A-ში გადავიდა
გიგა ჯანელიძის “ალმა ტრიესტე” იტალიის უმაღლეს ლიგაში – სერია A-ში გადავიდა. 23 წლის ქართველი ლეგიონერის გუნდმა რანგით მეორე ლიგა (სერია A2) მოიგო და ელიტის საგზური მოიპოვა.

ტრიესტელებმა ფინალური სერია “ნოვიპუ კასალეს” 3:0 მოუგეს. 16 ივნისს გამართულ გამარჯვების მომტან მატჩში ჯანელიძემ 17 წუთი ითამაშა და 2 ქულა მოაგროვა, თუმცა ის გაცილებით სარგებლიანი იყო სერიის მეორე შეხვედრაში, რომელიც “ალმა ტრიესტემ” 80:69 მოიგო. 20 წუთში ქართველმა ფორვარდმა 8 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.

ჯანელიძე “ალმა ტრიესტეში” მთელი სეზონია, თამაშობს და 39 შეხვედრაში (იხილეთ სტატისტიკა) ის მოედანზე საშუალოდ 15.8 წუთს ატარებდა, რის განმავლობაშიც 4.9 ქულას, 3.9 მოხსნას და 0.3 პასს ითვლიდა. ჯანელიძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 წლის წინ იგორ კოკოშკოვმა გამოიძახა, მაგრამ სლოვენიური შეკრების შემდეგ ის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა.

თუ გიგა ჯანელიძე “ტრიესტეში” დარჩება, მომავალ სეზონში იტალიის უმაღლეს ლიგაში – სერია A-ში ითამაშებს, სადაც გასული სეზონი მანუჩარ მარკოიშვილმა გაატარა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"ბარსელონა" გერმანიის ნაკრების მცველის შეძენას შეეცდება
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"როგორც იქნა, გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდა" - ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებზე ისაუბრა
"არსენალი" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე 2 შემტევის დამატებას გეგმავს
მესიმ არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელობასთან კავშირი გაწყვიტა
"ყველაზე მეტი ამ მწვრთნელისგან ვისწავლე, ის ჩემთვის მისაბაძი მაგალითი იყო" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
საბო: დავითაშვილს უნდა ვუმადლოდეთ - კითხვა მაქვს ქართველთა მეკარესთან
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
გიგა ჯანელიძის "ავრორა" სერია A-სკენ დაიძრა
გიგა ჯანელიძემ და "ავრორამ" ჩემპიონატის ორივე სასტარტო მატჩი დათმეს
თორნიკე შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" გიგა ჯანელიძის "ვენეცია" დაამარცხა
გიგა ჯანელიძე "ტრიესტედან" "ნაპოლიში" გადავიდა
გიგა ჯანელიძე: მე "პატარა ეარ ჯორჯია" შემარქვეს
იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებიდან სამი კალათბურთელი გაუშვა