პოსტზლატანური შვედეთის პირველი გამოცდა

შვედეთის ნაკრებში ახალი, უზლატანო ერა დაიწყო. სკანდინავიურმა გუნდმა იბრაჰიმოვიჩის გარეშე საკვალიფიკაციო ტურნირში მიზანს მიაღწია. ახლა ვნახოთ, რამდენად არის მზად ეს გუნდი მუნდიალისთვის.

შვედეთის ნაკრებში აღარ არის ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თუმცა მისი სახელი და გვარი ყველაზე მეტად ჟღერს. თავად ზლატანმა მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყების წინ თქვა - "შვედეთის ნაკრები თავისუფლად ითამაშებს, მასზე დიდი ზეწოლა არ იქნება, მე ხომ აღარ ვარ ნაკრებში". მოკლედ, ზლატანის სიტყვები მისსავე სტილშია.

მუნდიალის წინ შვედეთის ნაკრების ფანები გუნდს ყველაზე მეტად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ გუნდის ფორვარდებს იშვიათად გააქვთ. ბერგისა და ტოივონენის დუეტი ლამის ბავშვობიდან ერთად მოდის და კარგადაც შეთამაშებულია, თუმცა ფაქტი ჯიუტია, შვედეთს ცოტა გოლი გააქვს. ანდრეას გრანკვისტმა კორეელებთან მატჩის წინ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება - "ბოლო დღეებია, დიდ ყურადღებას ვუთმობთ შეტევაში თამაშის გაძლიერებას. სამხრეთკორეელებს რამდენიმე შესანიშნავი ფეხბურთელი ჰყავთ, ჩვენ ამ გუნდს პატივს ვცემთ".

არც იანე ანდერსონს და არც მის კორეელ კოლეგა ტაე-იუნ შინს აქვს საკადრო პრობლემები, ყველა მოწინავე ფეხბურთელი მწყობრშია.

ამ ორ ნაკრებს შორის დაძაბული სიტუაციაა, რისი მიზეზიც ავსტრიაში კორეელთა შეკრებაზე მომხდარი ინციდენტია - კორეელებმა თავიანთ დახურულ ვარჯიშზე აღმოაჩინეს უცხო პირი, რომელიც შვედეთის ნაკრების თავკაცის, იანე ანდერსონის ასისტენტი აღმოჩნდა, რომლის ფუნქციაც მეტოქეთა შესწავლაა. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ანდერსონს ბოდიშის მოხდა მოუწია: "ჩვენ დიდ პატივს ვცემთ მეტოქეს. ჩემს ასისტენტს კორეელთა ვარჯიში ღია ეგონა. დიდი ბოდიში ამ გაუგებრობისთვის".

ფაქტები

სამხრეთ კორეის ნაკრები ზედიზედ მე-9 მუნდიალზე თამაშობს, მაშინ, როცა შვედეთი მუნდიალზე 2006 წლის შემდეგ პირველადაა.

თუმცა მუნდიალზე მიღწევებით კორეა ახლოს ვერ მოვა შვედეთთან - სამხრეთ კორეამ 2002 წელს ნახევარფინალში ითამაშა, შვედეთი 1958 წლის ვიცე-ჩემპიონი გახდა, 1950 და 1994 წლებში კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

შვედეთმა ბოლო 9 მატჩში ერთხელაც ვერ მოახერხა 2-ზე მეტი გოლის გატანა.

ამ 9 მატჩიდან 8-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

სამხრეთ კორეამ მუნდიალებზე ბოლო 12 მატჩიდან მხოლოდ ერთში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მუნდიალის ბოლო 8 საკვალიფიკაციო მატჩიდან 5-ში სამხრეთ კორეამ 2 გოლზე მეტი გაიტანა.

ორშაბათი. 18 ივნისი. ნიჟნი ნოვგოროდი. ნიჟნი სთედიუმი

შვედეთი-სამხ. კორეა 16:00

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - ლუსტიგი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი

ს. კორეა (4-2-3-1): სეუნ-გიუ კიმი - იონ ლი, ჰიუნ სოო იანი, ჯეონ სეუნ-ჰიეონი, ჩულ ჰონი - ვოო-იუნ იუნი, სუნ-იუენ კი - ჯაე-სუნ ლი, ჰეუნ-მინ სონი, ჰეე-ჩან ჰვანი - შინ-ვოოკ კიმი

არბიტრი: ხ. აგილარი (სალვადორი)

როცა ინგლისი ფავორიტი აღარ არის

საქმეში ფეხბურთის დამაარსებლებიც ერთვებიან. ინგლისის ნაკრებს ფავორიტთა შორის აღარ იხსენიებენ. იქნებ ცდებიან ექსპერტები?

"სამი ლომი" ვოლგოგრადში მხოლოდ თამაშის წინა დღეს ჩავიდა, მანამდე კი რუსეთში შეკრებაზე იმყოფებოდა. გარეთ საუთგეიტმა ასე გადაწყვიტა. ვოლგოგრადში ინგლისელებს შესანიშნავი ამინდი დახვდათ. ასეთივე ამინდია მოსალოდნელი თამაშის დღეს.

ტუნისელები მუნდიალს 2006 წლის მერე უბრუნდებიან, არადა, აფრიკის კონტინენტზე ტუნისი ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა.

რატომ არ არის ინგლისის ნაკრები ფავორიტი? მარტივი პასუხი - გუნდში ერთი ფეხბურთელიც კი არ არის, რომელსაც მუნდიალზე ერთი მოგება მაინც აქვს აქტივში. ინგლისმა ბოლოს 2010 წლის მუნდიალზე მოიგო, სლოვენია 1:0 დაამარცხა.

პორტ ელიზაბეთის ამ გამარჯვებიდან ერთი მოთამაშეც არ არის შემორჩენილი ნაკრებში. მეტიც, საუთგეიტმა მხოლოდ 5 ისეთი ფეხბურთელი წაიყვანა რუსეთში, რომლებმაც 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე ითამაშეს - კეჰილი, ჯონსი, ჰენდერსონი, სტერლინგი და უელბეკი.

ამ გუნდებს ერთხელ უკვე უთამაშიათ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში - 1998 წელს "ველოდრომზე". ალან შირერისა და პოლ სქოულზის გოლებით ინგლისელებმა მაშინ 2:0 მოიგეს.

ფაქტები

ინგლისის ნაკრები მუნდიალის მონაწილეთა შორის ერთადერთია, რომელიც მთლიანად საკუთარ ქვეყანაში მოთამაშე ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული.

ინგლისს მუნდიალებზე 4 მატჩია, რაც ვერ მოუგია.

ინგლისის ნაკრები ბოლოს ზუსტად ერთი წლის წინათ დამარცხდა, პარიზში საფრანგეთის ნაკრებთან - 2:3.

ტუნისმა ამხანაგურ მატჩებში ესპანეთთან კი დათმო 0:1, მაგრამ ევროპის ჩემპიონ პორტუგალიასთან 2:2 ითამაშა.

ინგლისი აფრიკული გუნდების წინააღმდეგ ოფიციალურ მატჩებში - 2 მოგება, 3 ფრე, არცერთი წაგება.

ორშაბათი. 18 ივნისი. ვოლგოგრადი. ვოლგოგრად არენა

ტუნისი-ინგლისი 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

ტუნისი (4-2-3-1): ჰასენი - ბრონი, მერიაჰი, ს. ბენ იუსეფი, მაალული - სხირი, სესი - ბადრი, ხაუი, სლიტი - ფ. ბენ იუსეფი

ინგლისი (3-4-1-2): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი - ტრიპიერი, ჰენდერსონი, ალი, იანგი - ლინგარდი - სტერლინგი, კეინი

არბიტრი: ვ. როლდანი (კოლუმბია)

ნათლობა ფავორიტთან

პირველი ტურის წყვილებს შორის არცერთში არ არის, ერთი შეხედვით, უზარმაზარი სხვაობა ნაკრებებს შორის, როგორც ბელგიასა და პანამას შორისაა. "წითელ ეშმაკებს" ისეთი მეტოქე ჰყავთ, მუნდიალის რიხით დაწყება არ უნდა გაუჭირდეთ.

რობერტო მარტინესის გუნდს მთავარი ფავორიტების შემდეგ პირველებს მოიხსენიებენ და არცთუ უსაფუძვლოდ - ბელგიის ნაკრებში ტალანტების დიდი ჯგუფია, რომელთა უმრავლესობამ უკვე გამოიარა საბრძოლო ნათლობა (მათ შორის, ევრო 2016-ზე). ასე რომ, ბელგიისგან ბევრს ელიან.

ბელგიის ნაკრები ბრაზილიის მუნდიალზე მეოთხედფინალში გავიდა, ხოლო მისი მეტოქე პანამა მუნდიალის დებიუტანტია.

პანამის ნაკრების თავკაცმა ერნან დარიო გომესმა საკუთარი თვალით ნახა, თუ როგორ გაუსწორდა ბელგია ამხანაგურ მატჩში პანამელთა მეზობლებს და მათზე ბევრად გამოცდილ კოსტარიკელებს. ბელგიამ ის ამხანაგური 4:1 მოიგო. ასე რომ, გომესს პირველ რიგში დაცვის გაძლიერებაზე ზრუნვა მოუწევს.

მარტინესის გუნდში ერთი საკადრო პრობლემაა - გუნდის დაცვის ლიდერი ვენსან კომპანი ტრავმირებულია და პანამასთან ვერ ითამაშებს. სამწუხაროდ, კომპანი ხშირად შავდება ხოლმე. ამიტომაც ბელგიას მის გარეშე თამაშის გეგმაც მოფიქრებული აქვს და 3-კაციან დაცვის ტაქტიკას არ უღალატებს - კომპანის კი ბოიატა ჩაანაცვლებს. კომპანი ვერც მეორე ტურში იქნება.

პანამელთა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი გოლის ავტორი რომან ტორესია. მან 88-ე წუთზე გაუტანა კოსტა-რიკას, პანამამ 2:1 მოიგო და ისტორიაში პირველად გავიდა მუნდიალზე.

ერნან დარიო გომესი (პანამის მწვრთნელი): "ჩვენი ჯგუფის სამივე ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რომელიმესი გვეშინია. ჩვენ ვართ ახალბედები, ამბიციურები და გვსურს, პანამას ვემსახუროთ".

ფაქტები

ბელგიამ 1986 წელს "აცტეკაზე" დათმო მექსიკასთან. ამის შემდეგ მუნდიალებზე ბელგიის ნაკრებმა კონკაკაფის გუნდებთან 11 მატჩი ითამაშა და ერთიც არ წააგო.

ბელგიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ტურნირი შტურმით მოიგო - 9 მოგება და 1 ფრე, 43:6 ბურთები. მეორე ადგილზე გასულ საბერძნეთს ბელგიამ 9 ქულით გაუსწრო.

პანამამ კონკაკაფის ფინალურ საკვალიფიკაციო ტურნირში მე-3 ადგილი დაიკავა.

ამ გუნდებს ერთმანეთის წინააღმდეგ არასდროს უთამაშიათ.

ბელგიის ბოლო 13 მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

პანამამ ბოლო 6 მატჩიდან 4-ში გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ბელგიამ ბოლო 7 მატჩიდან 5-ში გოლი არ გაუშვა.

2018 წელს ბელგიამ 11 გოლი გაიტანა და 1 გაუშვა, პანამამ 1 გაიტანა და 8 გაუშვა.

ორშაბათი. 18 ივნისი. სოჭი. ფიშტი

ბელგია-პანამა 19:00

სავარაუდო შემადგენლობები

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, ბოიატა, ვერტონგენი - მონიე, დე ბრუინი, ვიტსელი, კარასკო - მერტენსი, ლუკაკუ, ე. აზარი

პანამა (5-4-1): პენედო - მურილიო, მაჩადო, რ. ტორესი, ესკობარი, ოვალიე - ავილა, გოდოი, გომესი, ბარსენასი - გ. ტორესი

არბიტრი: ჯ. სიკაზვე (ზამბია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ინფანტინო საჯაროდ გააკრიტიკა - "ეს ღალატია და სხვა არაფერი"
[PHOTO] ა, კაცი - კუკურელიას დე ლა ფუენტე უკვე ზედ ახატია
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
საფრანგეთი დამარცხდა - პლეი-ოფში ავსტრალიაც გავიდა [VIDEO]
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"წადი შენი წესების კარნახით - მხოლოდ იდიოტს შეუძლია ამაში შეურაცხყოფა დაინახოს" - ბრაზილიელთა გამკრიტიკებელ კინს უპასუხეს
[VIDEO] რეკორდების წვიმა - ბრინჯაოსთვის სახალისო მატჩში ინგლისმა საფრანგეთს სძლია
კეინმა მიმდინარე მუნდიალზე ტუხელის მუშაობა შეაფასა
[VIDEO] ბრობის და გაკპოს დუბლი - "მფრინავმა ჰოლანდიელებმა" შვედეთთან იფრინეს
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
დებიუტანტი პანამის სამუნდიალე შემადგენლობა
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
პირველი უგოლო მატჩი ტურნირზე - დანიამ და ტუნისმა ქულები გაიყვეს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
"ცეკვის გამო ბრაზილიელებს ვინმე გალახავს" - როი კინი "სელესაოს" ზეიმმა აღაშფოთა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ჩვენ ვიზეიმებთ, შენ კი უნიჭო და ბოღმიან ადამიანად დარჩები" - მორგანს არგენტინელმა მინისტრმა უპასუხა
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
"ბოლომდე ვიცეკვებთ და ჩემპიონები გავხდებით" - ბრაზილიელებმა პელეს მხარდაჭერა გამოუცხადეს