სერბულ ნოვი სადში გრძელდება მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს შვიდი წარმომადგენელი მონაწილეობს. გუშინ საფარიკაო ბილიკები მოხმალავე ვაჟებს დაეთმოთ.

შესანიშნავად იასპარეზა რიოს ოლიმპიადის მონაწილემ, ახალგაზრდებში კონტინენტის პირველობების სამგზის გამარჯვებულმა და შარშანდელი ჩემპიონატის მესამეპრიზიორმა სანდრო ბაზაძემ, რომელმაც 2017 წლის შედეგი გაიმეორა, სანდრომ ჯგუფში ხუთი მეტოქე დაჯაბნა - სერბი ნიკოლა იოვანოვიჩი (5:0), ბრიტანელი ჯეიმს ჰონეიბონი (5:2), ბელორუსი კირილ კირპიჩოუ (5:1), რუმინელი ჯორჯ დრაგომირი (5:0), პოლონელი კაროლ ლადემანი (5:0) და მხოლოდ ერთი შეხვედრა დათმო (2:5) გერმანელ მაქს ჰარტუნგთან.

ალემანი მსოფლიოს ჩემპიონატების ერთი ოქროს და ორი ბრინჯაოს მედლის მფლობელია. ევროპის ჩემპიონატებზე შარშან თბილისში, ნახევარფინალში სანდრო ბაზაძეს სძლია და მერე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავიდა. მანამდე კი კონტინენტის პირველობებზე ერთი ვერცხლი და ოთხი ბრინჯაო ჰქონდა მოპოვებული. ვინ იფიქრებდა, რომ ჯგუფური ეტაპის მერე ფორტუნა გერმანელისა და ქართველის გზებს, შარშანდელის მსგავსად, ისევ ნახევარფინალში გადაკვეთდა.

მანამდე სანდრომ პლეი-ოფში ბოლად აპიტი (საფრანგეთი, 15:10), ტიბერიუ დოლნეჩეანუ (რუმინეთი, 15:12) და იტალიელი მსოფლიოს ჩემპიონი და ბრინჯაოსპრიზიორი, კონტინენტის პირველობების ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს (შარშან თბილისში) მფლობელი ლუკა კურატოლი დაამარცხა (15:14) და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ჰარტუნგს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა დაძაბულად და დრამატულად წარიმართა.

პაექრობის ბოლოს ბაზაძე ორი ქულით დაწინაურდა - 14:12 და მორიგ წარმატებამდე ქულაღა აკლდა, მაგრამ ალემანმა ჩვენებურს ზედიზედ სამი ჩხვლეტა მიაყენა, 15:14 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც რუს კამილ იბრაგიმოვსაც აჯობა (15:12) და ჩემპიონობა შეინარჩუნა. ქართველ მოფარიკავეს ბრინჯაოს მედალი ხვდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"საქართველოში ტაქსის მძღოლები მეუბნებოდნენ, ეს ყოველივე სამარცხვინოაო!" - უკრაინელი მოფარიკავე თბილისში გატარებულ პერიოდს იხსენებს
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!