„ბორუსიას“ ექიმების ცნობით, თურქი ნახევარმცველი ლაზარეთში მინიმუმ ექვს კვირას გაატარებს
დორტმუნდის „ბორუსიამ“ კვირას, „ფრაიბურგის“ დამარცხებით (3:0), გერმანიის ჩემპიონობისკენ სავარაუდოდ ბოლო, გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა და ერთადერთი ამბავი, რამაც დორტმუნდელ ქომაგებს ხასიათი წაუხდინა, გუნდის ლიდერის, ნური შაჰინის ტრავმაა.

22 წლის თურქი ნახევარმცველი პირველივე ტაიმში დაშავდა, გუშინ კი მას დიაგნოზიც დაუსვეს: შაჰინისთვის ეს სეზონი დამთავრებულია. დორტმუნდელები ჩემპიონობას, სავარაუდოდ, მის გარეშეც მარტივად გაიფორმებენ და გულშემატკივრები დიდად არც ინაღვლებდნენ, რომ არა კიდევ ერთი ამბავი: გასულ უქმეებზე, გერმანიაში გავრცელდა დაუდასტურებელი, მაგრამ ძალიან რეალური ცნობები იმის შესახებ, რომ სეზონის დასრულების შემდეგ, ნური „ბორუსიას“ დატოვებს და მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი გახდება.

რაც შეეხება ტრავმას: „ბორუსიას“ ექიმების ცნობით, თურქი ნახევარმცველი ლაზარეთში მინიმუმ ექვს კვირას გაატარებს. შესაბამისად, BVB-ს მთავარი ექიბი მარკუს ბრაუნი ამბობს, ამ სეზონში ვერცერთ შეხვედრაში ვეღარ იასპარეზებსო.

ნური შაჰინი იდეალურ ფორმაშია და მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელიცაა. მის ანგარიშზე ექვსი გოლი, რვა საგოლე პასი და „კიკერის“ საშუალო შეფასება 2.64 ბალია, რითაც შაჰინი ამ დროისათვის, საუკეთესო ფეხბურთელებს შორის, ასევე ტრავმირებულ თანაგუნდელ შინჯი კაგავასთან ერთად, მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

შაჰინი რეალში? დორტმუნდში მხოლოდ გიუნდოგანს ადასტურებენ!

რაც შეეხება ნურის „რეალში“ გადასვლის პერსპექტივას - როგორც იცით, „ბილდმა“ გამოარკვია, რომ შაჰინს კონტრაქტში (ვადა 2013 წლამდე) უდევს პუნქტი, რომლის მიხედვითაც, ამ ზაფხულს „ბორუსიას“ დატოვება 6 მიოლიონ ევროდ შეუძლია. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, შაჰინის წასვლა გადაწყვეტილია და ეს „დორტმუნდის“ ხელმძღვანელებმაც იციან.

BVB-ს ბოსმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ კვირას „ბილდს“ ინტერვიუ მისცა, სადაც შაჰინის წასვლა არ დაადასტურა, სამაგიეროდ, აღნიშნა, რომ თუ ნურის „რეალის“ დარი გუნდი დაპატიჟებს, დორტმუნდელებს მისი შენარჩუნება გაუჭირდებათ, რაც აღიარებითი ჩვენების პირველი ნიშანია.

„ბარსელონას“ ან „რეალის“ სერიოზულად დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ ალბათ შანსი არ გვექნება. გვინდოდა, რომ შაჰინთან ახალი კონტრაქტი ახლავე გაგვეფორმებინა, მაგრამ ეს დღემდე ვერ შევძელით,“ - აცხადებს ვატცკე და როგორც ჩანს, მან შაჰინს არაერთხელ შესთავაზა ახალი ხელშეკრულების გაფორმება და უარი მიიღო.

სამაგიეროდ, ვატცკე სიამოვნებით ადასტურებს იმას, რომ „დორტმუნდს“ „ნიურნბერგიდან“ 20 წლის ნახევარმცველის, ილქაი გიუნდოგანის შეძენა უნდა. ეს უკანასკნელი კი სწორედ შაჰინის პოზიციაზე (კრეატიული ცენტრალური ნახევარმცველი) თამაშობს. გიუნდოგანს „ნიურნბერგთან“ კონტრაქტი 2012 წლამდე აქვს გაფორმებული და ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, ფრანკები მის სანაცვლოდ 6 მილიონ ევროს ითხოვენ.

კვირას, „ბორუსიას“ ფანებმა „ვესტფალენშტადიონის“ ტრიბუნაზე საკმაოდ საინტერესო ტრანსფარანტი კი გადმოფინეს (წარწერით: „ნურისთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში“), მაგრამ ლიდერის შენარჩუნების იმედი ფაქტობრივად ტყუილად აქვთ...

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა