მონტე კარლოს მასტერზე ტრიუმფის შემდეგ მსოფლიოს პირველი ჩოგანი დასვენებას არ აპირებს და სათამაშოდ ბარსელონაში მიემგზავრება

ამ კვირას გრუნტის სეზონს აგრძელებენ მამაკაცები. გარდა ამისა, ფედერაციის თასის შემდეგ განახლდება ქალთა პროფესიული ტურის ტურნირები - WTA-ში ორი შეჯიბრი იმართება.

ATP

Open Sabadell Atlantico

ბარსელონა (ესპანეთი). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 1 550 000 ევრო

მონაწილეთა შემადგენლობა: რაფაელ ნადალი, ენდი მიურეი, რობინ სიოდერლინგი, დავიდ ფერერი, ტომაშ ბერდიხი, იურგენ მელცერი, გაელ მონფილსი, ნიკოლას ალმაგრო...

მონტე კარლოს მასტერზე ტრიუმფის შემდეგ რაფაელ ნადალი დასვენებას არ აპირებს და ბარსელონაში მიემგზავრება სათამაშოდ.

ეს ტურნირი ბარსელონას სამეფო საჩოგბურთო კლუბის კორტებზე ჩაივლის. სხვათა შორის, ეს არენა 1899 წელს არის აშენებული. სულ კი ბარსელონას ჩემპიონატი აქ ორმოცდამეცხრამეტედ ტარდება, ასე რომ, მას უდიდესი ტრადიციები აქვს.

რაც შეეხება ნადალს, აქ მას ზედიზედ ხუთჯერ აქვს ტიტული მოგებული, ოღონდ შარშან ეს სერია შეწყდა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ რაფამ გამოტოვა Open

Sabadell Atlantico.

ვინ იქნება ბარსელონაში მისი მთავარი კონკურენტი? რა თქმა უნდა, ისინი, ვინც მონაკოში წინააღმდეგობა გაუწიეს მსოფლიოს პირველ ჩოგანს. მაგალითად, ენდი მიურეი, რომელმაც წინა კვირას გაიხსენა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. ბრიტანელი ერთადერთია, ვინც მონტე კარლოში სეტი მოუგო ნადალს. ასევე უნდა ვახსენოთ მონაკის მასტერსის ფინალისტი დავიდ ფერერი, რომელიც გრუნტზე შესანიშნავად გრძნობს თავს.

კარგი კვირა ჰქონდა იურგენ მელცერსაც - რაც არ უნდა იყოს, მან მასტერსზე თვით როჯერ ფედერერს მოუგო. თუმცა ეს საფარი სხვა ჩოგბურთელებსაც აძლევს თავის გამოჩენის შანსს, ძირითადად ესპანელებს. ასე რომ, მათი სათვალავიდან ამოგდება არ იქნებოდა მართებული.

WTA

Porsche Tennis Grand Prix

შტუტგარტი (გერმანია). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 721 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: კაროლინ ვოზნიაცკი, ვერა ზვონარევა, ფრანჩესკა სკიავონე, ვიქტორია აზარენკა, სამანტა სტოსური, ნა ლი, ელენა იანკოვიჩი, მარიონ ბარტოლი...

შტუტგარტის ტურნირმა ძალიან ძლიერი შემადგენლობა შეკრიბა. წელს ახალ ჩემპიონს ვნახავთ, რადგან შარშან გამარჯვება ბელგიელმა ჟუსტინ ანენმა მოიპოვა, რომელიც საბოლოოდ წავიდა დიდი სპორტიდან. სამაგიეროდ, აქ ვხედავთ შარშანდელ ფინალისტ სამანტა სტოსურს და ის შეეცდება სარეიტინგო ქულების დაცვას. სწორედ ამ მიზეზით არ ითამაშა მან ფედერაციის თასზე უკრაინის წინააღმდეგ და ავსტრალიამ ის შეხვედრა წააგო.

ტრადიციულად, სოლიდური ჰონორარის გარდა, გამარჯვებული ჩოგბურთელი პრიზად Porsche 911 Carrera GTS Cabriolet-ს მიიღებს.

რაც შეეხება ფავორიტებს, ასეთი ორია - კაროლინ ვოზნიაცკი და ვიქტორია აზარენკა, რომლებმაც სულ ცოტა ხნის წინ მოიგეს ინდიან უელსისა და მაიამის სუპერტურნირები. წინა კვირას ორივეს მოუწია ფედერაციის თასზე თამაში, თანაც ჰარდის კორტებზე და საინტერესოა, როგორ გადაეწყობიან გრუნტზე სათამაშოდ.

ასევე არ უნდა გამოვრიცხოთ ფავორიტთა სიიდან ვერა ზვონარევა, რომელმაც იმავე ფედერაციის თასზე რუსეთის ნაკრებს ორი ქულა მოუტანა და კარგი ფორმა დაადასტურა.

Grand Prix De SAR

ფესი (მაროკო). გრუნტი

საპრიზო ფონდი: 220 000 დოლარი

მონაწილეთა შემადგენლობა: არავან რეზაი, იაროსლავა შვედოვა, ლურდეს დომინგეს ლინო, გრეტა არნი, ანგელიკა კერბერი, ელენა დოკიჩი, სიმონა ჰალეპი, ალიზ კორნე...

მაროკოში სუსტი და არაპროგნოზირებადი შემადგენლობაა შეკრებილი და რთულია რომელიმე ჩოგბურთელისთვის უპირატესობის მინიჭება.

შარშან აქ გამარჯვება ივეტა ბენეშოვამ მოიპოვა, რომელმაც ფინალში სიმონა ჰალეპი დაამარცხა, თუმცა არც ის იცავს ტიტულს, რადგან გასულ უქმეებზე დიდი ძალები შეალია ფედერაციის თასის ნახევარფინალს - ბელგიის წინააღმდეგ გადამწყვეტი მატჩი მოიგო წყვილებში ბარბორა ზახვალოვასთან ერთად და თავისი გუნდი ფინალში გაიყვანა.

ასეთ სიტუაციაში ნომინალურ ფავორიტად არავან რეზაი უნდა მივიჩნიოთ, მაგრამ მას ბოლო დროს სტაბილურობა არ ჰყოფნის. ამ შემთხვევაში კი შანსი ეძლევათ გრუნტის სპეციალისტებს, მაგალითად, ლურდეს დომინგეს ლინოს, რომელიც ბევრით ვერაფრით გამოირჩევა, მაგრამ გრუნტზე დამაჯერებელია ხოლმე.

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...