ურუგვაელთა მძიმედ დაავადებული მწვრთნელი შეგირდებს რუსეთთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისაკენ მოუწოდებს
ურუგვაის ნაკრების თავკაცი ოსკარ ტაბარესი მსოფლიოს ჩემპიონატზე მონაწილე გუნდების მწვრთნელებიდან ყველაზე ხანდაზმულია, 71 წლისაა, მაგრამ გადაადგილება ასაკის გამო არ უჭირს. მას არამარტო ყავარჯენი, არამედ მუდმივი მეთვალყურეობა და დახმარება ესაჭიროება, რადგან უჭირს დამოუკიდებლად კიბეებზე ასვლა და თავის ავადმყოფობაზე ლაპარაკი არ უყვარს.

ოსკარს გიენა-ბარეს სინდრომი სჭირს, რის გამო დარღვეული აქვს სუნთქვის სისტემა, სისუსტეს გრძნობს კუნთებში, შეიძლება ფეხების პარალიჩი დაემართოს, ხელებზე გადაუვიდეს და გული გაუჩერდეს. თუმცა, გამოჯანმრთელების შანსი მეტი აქვს. ეს დაავადება დაამარცხეს ფეხბურთელებმა მორტენ ვიგჰორსტმა და მარკუს ბაბელმა, რომლებიც ტაბარესზე გაცილებით ახალგაზრდები არიან.

მისი ავადმყოფობის შესახებ შარშანწინ გახდა ცნობილი, თუმცა 2013 წლიდან ყავარჯნით გადაადგილდება. ის ამბობს, რომ "მექანიკური ტრავმა" მიიღო და ხერხემალზე გაკეთებული ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებლად დადიოდა. 2016 წელს ჩატარებულ ამერიკის თასზე ოსკარი ინვალიდის ელექტრონული ეტლით გადაადგილდებოდა.

ცდილობდა ჯანმრთელად გამოჩენილიყო, პრეს-კონფერენციებზე რიხიანად ლაპარაკობდა, ყველას კი ესმოდა, რომ მისთვის უჩვეულო მდგომარეობაში იყო მწვრთნელი, რომელსაც ვარჯიშებზე შეგირდებთან ერთად ბურთაობა უყვარდა. ავადმყოფობის გამო არასოდეს არ შეუწყვიტავს მუშაობა. ურუგვაიში ოსკარს მასწავლებელს ეძახიან, რადგან სკოლაში მასწავლებლად მუშაობდა, ახლაც ქვეყანაში ყველა ასაკობრივ ნაკრებს აკონტროლებს.

მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა, ურუგვაის ნაკრები ტაბარესის ხელმძღვანელობით პლეი-ოფში გავიდა და ახლა ისღაა გასარკვევი ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. რუსეთთან მომავალ მატჩზე მან თქვა - სიკვდილი ან გამარჯვება, კარგი თამაშით უნდა გავიმარჯვოთ.

baxt
გიენ-ბარე ქვია და არა გირნ-ბარე.
დათო
გია-11, მაგ რუსულ სიტყვას კი ეშველება, მარა ჩვენ კომენტატორების გამოთქმებს რა ეშველებათ აი მათი ზოგიერთი მარგალიტები: , ,,მუნდიალი გრძელდება>> და ა,შ. რომელი ერთი ჩამოვთვალო კიდევ ავიწყდებათ,რომ მათი ვალია რეპორტაჟის წაყვანა და არა თამაშის განხივა და თავიანთი აზრების უსისტემოდ ფრქვევა.
Anzz
გიენა-ბარე არა აფთარ-ბარე. გირნ-ბარე ქვია და რუსულიდან თქვენ თუ არ შეგიძლიათ გუგლს მაინც გადმოათარგმნინეთ. ტეხავს
თემო
"ჟურნალისტებს" ტყუილად კი არ ვეძახი
გიგა
ვაი თქვენ პატრონს!!!!! კი არ უნდა იბრძოლო უნდა ითამაშო განსაკუთრებით მაშინ როდესაც ადამიანი სტადიონზე სანახაობის და არა ე.წ. შედეგზე ორიენტირეული მარაზმის სანახავად არის მოსული და ამ ყველაფრისთვის ბილეთი აქვს ნაყიდი საიდანაც ეს "სვარშიკები" მსუყე ხელფასებს და ბონუსებს იღებენ!!!!!!!
გია-11
"პარალიჩი" რა უბედურებაა? რუსულიდან თარგმნეთ?
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
ოსკარ ტაბარესმა თავისი ქანდაკების შექმნაზე უარი განაცხადა
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
ოსკარ ტაბარესი - რუსეთთან მომავალ მატჩზე: სიკვდილი ან გამარჯვება
ავადმყოფობის მიუხედავად ურუგვაის ნაკრების მწვრთნელს ოსკარ ტაბარესს კონტრაქტი გაუგრძელეს
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
ტაბარესი და ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციის 400 თანამშრომელი სამუშაოდან დაითხოვეს
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
სუარესს სერიოზული ტრავმა არ მიუღია, არგენტინა ფრით იმედგაცრუებულია
ტაბარესი გადააყენეს - ურუგვაის ნაკრებში მისი 15-წლიანი მმართველობა დასრულდა