ხორხე სამპაოლიმ მესისა და არგენტინის ნაკრების წარუმატებელი თამაში ფეხბურთელებს დააბრალა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიასთან დამარცხების შემდეგ კომენტარი არგენტინის ნაკრების მწვრთნელმა ხორხე სამპაოლიმ გააკეთა.

"ჩემი გადასაწყვეტი იყო, ვის დავაყენებდი კარში. წაგებაში ნაწილობრივ მე ვარ დამნაშავე. რატომ შევცვალე შემადგენლობა? ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი ფეხბურთელებისთვის საუკეთესო პოზიციის მოძებნა. ხორვატებს მაგარი გუნდი ჰყავთ და გაშვებული გოლის შემდეგ ფსიქოოგიურად გავტყდით.

ცუდი გუნდური თავდადება დაკავშირებულია ფეხბურთელებთან, რომლებიც არ გვყოფნის - მათი სუსტი თავდადება შედეგის მიღწევაში ხელს გვიშლის. ბოლომდე უნდა ვეცადოთ ჯგუფიდან გასვლას. სირცხვილზე არ ვილაპარაკებ.

რონალდომ ტურნირზე უკვე 4 გოლი გაიტანა, მესიმ არც ერთი? ეს ლიონელზე არანაირად არ იმოქმედებს. რონალდო შესანიშნავია, შეხედეთ მის მიღწევებს კლუბსა და ნაკრებში. მესის და რონალდოს შედარება არ შეიძლება. საერთო გუნდური ნაკლოვანებები არ აძლევს მესის თავის წარმოჩენის საშუალებას".

ეგ ეგრე არაა
როცა არწივი დაჭრილია, ყვავ-ყორნები წამოიშლებიან... მესის და რონალდოს ფულზე გაგიჟებულობაში შედარება არ შეიძლება, ტიპი დღესაც მთელ მადრიდს აშანტაჟებს, წასვლით ემუქრება თუ ხელფასს არ მომიმატებთო. მესი კი იმ კლუბის ერთგულია,რომელმაც გაზარდა და კარიერის ბოლომდე მისი ერთგული იქნება... არგენტინის ნაკრებს რაც შეეხება - მწვრთნელებისა და ფედერაციის ხელმძღვანელობის სინდისზეა ეს ჩავარდნა. ყვავ-ყორნები კი მალე "პლასტინკას" შეატრიალებენ და მესის ფეხქვეშ გაეგებიან - ესაა მათი დანიშნულება ამ წუთისოფელში.
შაკო
დიბალა გყავდეს, იკარდი გყავდეს, იგუაინი, დი მარია, თუნდაც ლო სელსო გყავდეს, პასტორე და ათამაშებდეს ტალიაფიკოო, აკუნია, მესა :)) ღლინჯაფორო და ვიღაცეებს არ ვიცი 32 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ამათი გვარები პირველად გავიგე დედას ვფიცავარ
geno
რონალდოს კაცობისა და ადამიანურობის რა მოგახსენო?! :დდ
bb
და რატომაა მერე გაჩერებული?:) ეგ ხომ მაინც ისევ მესის მინუსია თუ გაჩერებულია
georgian
იმერელს: პირველად არ გინახავს მეგობარო, გაიხსენე იტალიის მწვრთნელი ვენტურა))))
ასეა ეს
გაიგეთ რომ კრიშტიანო ღმერთისგან რჩეულია ადამიანობაშიც,პატრიოტიზმშიც,კაცობაშიც სადაც ის არის იქ გამარჯვებაა.მესი კი ფულზე გაგიჟებული პატივმოყვარე კაცუნაა.
WTF
გასაგებია, რომ არგენტინის ასეთი ცუდი შედეგი მუნდიალზე მწრთვნელის ბრალია, მაგრამ როცა გუნდში არის მესი რომელსაც პლანტის საუკეთესო ფეხბურთელობაზე აქვს პრეტენზია ესე სამარცხვინოთ არ უნდა აგებდეს. არც პორტუგალია გამოირჩევა დიდი ტაქტიკოსი მწრთვნელით, მაგრამ იმდენად დიდია მთელი გუნდის და განსაკუთრებით რონალდუს მონდომება, რომ შედეგიც შესაბამისი აქვთ. რა თქმა უნდა ეს კომიკური სამპაოლი ტატუ სალონში თუ ივარგებს მენეჯერად და რაც მალე შეცვლიან მით უკეთესი არგენტინის ნაკრებისთვის.
hm
ისე მესიმ გაიყვანა არგენტინა მსოფლიოზე თორემ მესი რომ არა არგენტინა ვაფშე ვერ მოხვდებოდა მსიოფლიოზე. თუ არ გახსოვს ჩახედე გათამაშებას სამხრეთ ამერიკისას და ბოლო ტურებს დააკვირდი. ყველამ იციან რომ მესი გაჩერებულია გაჩერებულია არგენტინაც. აი პორტუგალიაზე რასაც ვერ ვიტყვი. გუნდმა რონადლოს გარეშე მოიგო ევროპა და ახლა რომც არ ითამაშოს რონალდომ მაინც კარგად ითამაშებენ ისევე როგორც რეალი აკეთებს. შეანაცვლეთ აბა რონალდო არგენტინაში და მესი პორტუგალიაში ახლა და ნახავთ რაც მოხდება. ამიტომ როდესაც საუბრობთ ნაკრებზე დააკვირდით გუნდს და მერე იმსჯელეთ. ვერ დაკეტეს ამერიკაში და კი იფრინა. ევროპელებმა დაკეტეს და გაჩერდა არგენტინა. ესაა სიმართლე.
გოგა
მესის ვეთანხმები 100000%-იანი!. ერთი პერიოდი ვიფიქრე არც მწვრთნელობა იცის და გემოვნებაც ტ..კში აქვს მეთქი, ის შავი პიჯაკი გაიხადოს მეთქი და .... ნეტა არ გაეხადა... :(
Iakobi
კლასიკური 4-4-2 - აი ასე თუ გავა არგენტინა ფონს, სხვა შემთხვევაში შანსი არა აქვს.. ფანტაზიორობენ რაღაცას..
Messi
ეს კაცი ძაან სასაცილო ტიპია, აი მარნეულში ჩვენი ძმები აზერები რომ ცხოვრობენ ცოტა ოდნავ სხვაზე მეტი ფული რომ აქვთ ბოტოტა თითზე პერსტენებით იმათ არ გავს:))
izi
რონალდოს ხსენება, როცა მოდრიჩმა თავმოყვარეობაზე გადაგირბინათ... ეს დიაგნოზია.
მერაბი გ.
მოთამაშის საუკეთესო პოზიცია მწვრთნელმა ჩემპიონატამდე უნდა გაარკვიოს! მსოფლიო ჩემპიონატი საექსპერიმენტო ადგილი არაა! ან დაცვა სწორად იყო დაყენებული? ერთი მწვრთნელი რა გახდა არგენტინისთვის, ეს სვირინგებიანი გორილა რად უნდოდათ
კახა ქირია
აი ეს ის შემთხვევაა როცა მწვრთნელია ყველაფერში დამნაშავე.ღირსები არიან.საუკეთესო სპეციალისტების ც ენაა აქვთ და ვინ ჰყავთ მთავარი მწვრთნელი
პაკი
დღესვე უნდა წაეთრეს და მოიყვანონ სასწრაფოდ თუნდაც სიმეონე (მგონია დათანხმდება) თუ გაუმართლებთ და გავლენ ჯგუფიდან უფრო მეტი შანსი ექნებათ ვიდრე ამის ხელში
imereli
ეს ფორმაცია თავად არ შეარჩია? მწრთვნელი ასე მტრობდეს საკუთარ ქვეყანას და ნაკრებს ძირს უთხრიდეს პირველად ვნახე. ვინღა თამაშობს 3-4-3 ფორმაციით? მგონი პირველ მსოფლიო ჩემპიონატზეც კი არ უთამაშიათ ასეთი ტაქტიკით არავის.
გგგ
ეს არის ტიპიური ტინგიცა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს იტალიელთა მწვრთნელს ჯანპიერო ვენტურას. მიზეზების პოვნის მაგივრად დამდგარა და ჭორაობს. დროზე მოაშორონ, თორემ მალე მარადონას მწვრთნელობა სანატრელი გაუხდება არგენტინას
euhh
ახალი მედიცინური ტერმინოლოგია:ნაკრებფობია რაც მესის სჭირს..სამწუხაროდ(((
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ხორხე სამპაოლი: "ოქროს ბურთი" ყოველ წელს მესის უნდა მისცენ
"მადლობა ღმერთო, რომ არგენტინელი ვარ" - მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
"არგენტინის ნაკრები წარმოადგენდა ამაზრზენი ფენის აგრესიულ ნაწილს" - ესპანელი მწერალი
"სევილიამ" მწვრთნელი ლოპეტეგი გადააყენა
"სევილიამ" მთავარი მწვრთნელი მიმდინარე სეზონში მეორედ გადააყენა
"სევილიას" მწვრთნელად სამპაოლი დანიშნეს
ფიოლერი: არგენტინის მსგავსად მოთამაშე გუნდი არ მჭირდება - ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
სამპაოლი: ისკომ იმედები ვერ გაამართლა
"ყველა თეთრია - ჩვენი ნაკრებისადმი სიძულივილი ამითაა გამოწვეული" - არგენტინელი პოლიტიკოსი
სკალონი არგენტინის ნაკრებთან კონტრაქტს გააგრძელებს
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ტელეკომპანიამ არგენტინის ნაკრების მოძულეთა სიმბოლური გუნდი შეადგინა
ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა