შეფილდში კრუსიბლის თეატრში სნუკერის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც ამ სახეობის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ
შეფილდში კრუსიბლის თეატრში სნუკერის მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, რომელსაც ამ სახეობის მოყვარულები მოუთმენლად ელოდნენ.

პირველ წრეში დაძაბული მატჩები არ უნდა ყოფილიყო, გარდა ერთისა, სადაც დიდი სენსაცია მოხდა - პირველობას გამოეთიშა მოქმედი ჩემპიონი ნილ რობერტსონი. მისმა შეხვედრამ ნორჩ ჯად ტრამპთან მართლაც უდიდესი ინტერესი გამოიწვია. ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ კარიერაში პირველი სარეიტინგო ტიტული მოიგო და ამით დაიმსახურა საყოველთაო ყურადღება.

მატჩმა გაამართლა მოლოდინი. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ პირველი სესია, რომელიც 5:4 ტრამპმა მოიგო, განსაკუთრებულად ხარისხიანი თამაშით არ იყო გამორჩეული. ორივენი ძალიან ნერვიურობდნენ, მიუტევებელ შეცდომებს უშვებდნენ და ხშირად ერთმანეთს უყენებდნენ ბურთებს... უფრო წარმატებული ტრამპი აღმოჩნდა, მაგრამ ისე ჩანდა, რომ ერთ ფრეიმში უპირატესობა ბევრს არაფერს მისცემდა მას. მაგრამ საღამოს სესიამ გვიჩვენა, რომ ჯადი აშკარად უკეთეს ფორმაში იყო, ვიდრე ნილ რობერტსონი. ჩემპიონი ყველანაირად ინდომებდა, არაერთხელ გადაარჩინა ფრეიმი, რომელშიც 50-60 ქულას აგებდა... მაგრამ მაინც ჩამორჩა - 7:9. ტრამპს გამარჯვებამდე ერთი მოგება სჭირდებოდა, ავსტრალიელს - სამი.

ამის შემდეგ პირველივე ფრეიმში ტრამპმა 50-ქულიანი უპირატესობა მიიღო, მაგრამ მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა ვერ შეძლო. თუმცა მომდევნო პარტიაში ყველაფერი ლოგიკური შედეგით დასრულდა - კრუსიბლის დარბაზი ტრადიციულად არასტუმართმოყვარე აღმოჩნდა ჩემპიონისთვის.

"თამაში მართლაც რთული გამოვიდა. ჩინეთის ღია პირველობის მოგების შემდეგ ჯადი უფრო დამაჯერებელი გახდა. თუ ის ასეთ ტემპში გააგრძელებს, აუცილებლად გავა ნახევარფინალში. არ მგონია, რომ ის წელსვე მოიგებს ჩემპიონატს, მაგრამ ორ-სამ წელიწადში მოახერხებს ტიტულის მოგებას", - განაცხადა რობერტსონმა.

"სიმართლე გითხრათ, ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ ვერ უნდა მოვიგო ჩემპიონატი. არ მესმის, რატომ მიაჩნია რობერტსონს, რომ მზად არ ვარ საჩემპიონო ბატალიებისთვის, - უპასუხა 21 წლის ინგლისელმა ყოფილ ჩემპიონს. - ყოველი მორიგი მეტოქე მიხვდება, რა რთულია ჩემს წინააღმდეგ თამაში. ახლა ვგრძნობთ, რომ პროგრესის გზაზე ვარ და არ ვაპირებ ფინალამდე წაგებას".

ჩემპიონატის წინ საბუკმეიკერო კანტორა "უილიამ ჰილმა" ჩემპიონობაზე ფსონები გამოაქვეყნა. ბუკმეიკერთა აზრით შეფილდში გამარჯვების ყველაზე კარგი შანსი შემდეგ ხუთ მოთამაშეს აქვს: ჯონ ჰიგინსს (კოეფიციენტი 6.0), მარკ სელბის (7.0), რონი ო'სალივანს (7.0), დინ ჯუნჰუს (8.0) და მარკ უილიამსს (9.0). სხვათა შორის, ამ ჯგუფში იყო ნილ რობერტსონიც...

განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიპყრობილი სნუკერის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული მოთამაშის - რონი ო'სალივანის მიმართ. ახლა ამ მოთამაშეს კარიერაში კრიზისული პერიოდი უდგას. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს რეიტინგში მეათე ადგილზე დაეშვა და ბოლო ოთხი დიდი ტურნირის პირველი წრე ვერ დაძლია, ო'სალივანმა სპორტიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ, საბედნიეროდ, გადაიფიქრა და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ ცნობილ სპორტულ ფსიქოლოგს სტივ პიტერსს მიაკითხა.

"მას კარგი რეპუტაცია აქვს. დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემს მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის, მაგრამ რაღაც შანსი არსებობს", - ამბობს ო'სალივანი. მალე გამოჩნდება, რამდენად უშველა მას ფსიქოლოგთან ვიზიტმა.

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...