ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი გამოეხმაურა გერმანიის გრან-პრიზე მომხდარ სკანდალს

ფორმულა 1-ის მთავარი პრომოუტერი ბერნი ექლსტოუნი გამოეხმაურა გერმანიის გრან-პრიზე მომხდარ სკანდალს, რომელიც "ფერარის" გუნდურ ტაქტიკას უკავშირდება. ბრიტანელის აზრით, გუნდებს უფლება უნდა ჰქონდეთ რაც სურთ, ის უბრძანონ რადიოთი საკუთარ პილოტებს.

ასეთი რეაქცია ჰქონდა ექლსტოუნს ჰოკენჰაიმში მომხდარ სკანდალზე, როცა "ფერარის" პილოტმა ფელიპე მასამ გუნდის ბრძანებით თანაგუნდელი ფერნანდო ალონსო გაატარა და განაღდებული გამარჯვება დაკარგა. გუნდური ტაქტიკის გამოყენებისთვის გერმანიის გრან-პრის სტიაურდებმა იტალიური გუნდი 100 ათასი დოლარით დააჯარიმეს. მიაჩნიათ, რომ რადგან "ფერარი" დამნაშავედ აღიარეს, სასჯელი მხოლოდ ჯარიმით არ შემოიფარგლება. "ფერარის" საქმეს ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საბჭოზე განიხილავენ და სწორედ აქ შეიძლება მოითხოვონ დამატებითი სანქციები.

ექლსტოუნი მსოფლიოს საბჭოს ერთ-ერთი წევრია, ამიტომაც არ აქვს უფლება ვადაზე ადრე გაუკეთოს კომენტარი კონკრეტულ ინციდენტს. მიუხედავად ამისა, მან მთლიანად პრობლემაზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება და დაეთანხმა ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტ დევიდ ქულთარდს, რომელიც გუნდური ტაქტიკის გაუქმების წინადადებით გამოვიდა.

"უნდა ვაღიარო, რომ ვეთანხმები ყველას, ვინც ასე ფიქრობს, - ამბობს ექლსტოუნი სააგენტო AP-სთვის მიცემულ ინტერვიუში. - ორი მრბოლელი აბსოლუტურად ერთნაირი მანქანით გამოდის, ერთნაირი კომბინეზონები აცვიათ... მოკლედ ეს არის ერთიანი გუნდი და ჩემი აზრით, რასაც ისინი საკუთარი საჯინიბოს შიგნით გადაწყვეტენ, ეს მათი პირადი საქმეა".

თუ გავითვალისწინებთ ექლსტოუნის გავლენას, სავსებით სავარაუდოა, რომ რეგლამენტში შესაბამისი ცვლილება შეიტანონ.

"რთული სათქმელია რა მოხდება სხდომაზე. ჯერ საკითხი კარგად უნდა შევისწავლოთ, - განაცხადა ბერნიმ. - რამდენადაც მესმის, გუნდი მისმა ხელმძღვანელობამ ისე უნდა მართოს, როგორც მას სურს. და არავინ არ უნდა ჩაერიოს ამ პროცესში. მათი დასჯა საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათგან ტრასაზე რაიმე ხიფათი შეიქმნება".

ლელო

ჯუანშერი
ამას რად უნდა კომენტარიიიიიი
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს