მუნდიალი 2018: ნიგერიამ ისლანდია დაამარცხა და არგენტინას პლეი-ოფში გასვლის შანსი შეუნარჩუნდა [VIDEO]

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ნიგერიამ ისლანდიას 2:0 სძლია.

ყველა იქიდან გამოდის, რისი შესაძლებლობაც აქვს, ისლანდიის ნაკრებს არ შეუძლია პირველ ნომრად თამაში, ამჯერადაც დაცვაში ჩადგა და კონტრშეტევაზე ააგო თამაში. შედეგად, პირველ ტაიმში მეტად უსახური ფეხბურთი ვიხილეთ. თითქმის უმომენტო და უგოლო.

შესვენების შემდეგ მუსამ ანგარიში გახსნა, თამაში გამოცოცხლდა. აფრიკული გუნდი ინიციატივას დაეუფლა, შორიდან ნდიდის მიერ დარტყმული რიკოშეტირებული ბურთი ჰალდორსონმა გაჭირვებით მოიგერია, 74-ეზე მუსამ ბურთი ხარიხას გაარტყა, შემდეგი იერიშისას კი მან დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე სიგურდსონმა პენალტი ვერ გამოიყენა და ყველაფერი დასრულდა.

ამ მოგებით ნიგერია ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდა და იმისათვის, რათა არგენტინა პლეი-ოფში გავიდეს, 26 მაისს ნიგერია უნდა დაამარცხოს, ხოლო პრაქტიკულად უმოტივაციო ხორვატიამ ისლანდიასთან არ უნდა წააგოს. ქულების ერთნაირი რაოდენობის დაგროვების შემთხვევაში, რეგლამენტის მიხედვით, შემდეგ ეტაპზე ის გუნდი გავა, რომელსაც ბურთების უკეთესი შეფარდება ექნება.

მოკლედ, ინტრიგა შენარჩუნდა და ეს უდავოდ კარგია.

Video

22.06.18 ნიგერია - ისლანდია 2:0

D ჯგუფი. პარასკევი. 22 ივნისი. ვოლგოგრადი. 40 904 მაყურებელი

ნიგერია - ისლანდია 2:0

გოლები: 1:0 მუსა (49), 2:0 მუსა (75)

გამოუყენებელი პენალტი: სიგურდარსონი (84)

ნიგერია: უზოჰო, ბალოგუნი, ომერუ, ტროსტ-ეკონგი, იდოვუ (ებუეჰი 46), ობი მიკელი, მოზესი, ნდიდი, ეტობო (ივობუ 90+2), მუსა, იჰენაჩო (იგალო 86)

ისლანდია: ჰალდორსონი, სიგურსონი, საევარსონი, მაგნუსონი, ბიარნასონი, არნასონი, გუნარსონი (სკულასონი 88), სიგურსონი (ინგასონი 65), გისლასონი, ფინგობასონი, ბედვარსონი (სიგურდარსონი 71)

givia
შენ კუნძულელები ეძახე და სულ რაღაც 20 წელიწადში ისეთი ეკონომიკა (და შესაბამისად ქვეყანაც) ააშენეს ჩვენ 2000 წელი რო მოვუნდებით. სულ რაღაც 10 წელიწადში ისეთი ნაკრები დააყენეს ჩვენ რომ 1000 წელიწადში ვერ დავაყენებთ. ისეთი ქომაგობა ისწავლეს ჩვენ რომ ვერასოდეს შევძლებთ (ვიღაც ვიღაცეებს მაგარ ქომაგობად ბოთლების სროლა და სკამების დაწვა ჰგონია) ისეთი თავდადება და ქვეყნის სიყვარული ისწავლეს ჩვენ რომ გვქონდა და დავკარგეთ. აი რატომ ხარ შენ მაჩანჩალა და ის ლიდერი. მაჩანჩალების საქმე კი მხოლოდ დაცინვა და ქილიკია. არც მე მომწონს მათი სტილი მაგრამ რაც შეუძლიათ იმას გულით სულით და თავდადებით აკეთებენ ზოგიერთებივით ფულზე კი არ იყიდებიან და ძმაკაცობით კი არ ხვდებიან ნაკრებში. ასე რომ ყველამ თავის ბოზ მამიდას მიხედოსო ნათქვამია.

ის არგენტინა შევარცხვინე მესი რომ ჰყავს და მისი ჯგუფიდან გასვლა ნიგერიაზე და ისლანდიაზე რომ არის დამოკიდებული !!! რომც გავიდეს, არ იმსახურებს ჩემპიონობას. ისე რა გარანტიაა, რომ ნიგერიას მოუგებს ? 3 მცველიდან ერთია 1.80 სიმაღლის და დანარჩენი ორი კი 1.70-ზე მეტის არ არის. ნიგერია ფიზიკურად რაც არის, მშვენივრად ვნახეთ
ნოდო
წადი კერლინგს უყურე ჯობია ისლანდიაში პოლიცია უიარაღოდ დადის და მხოლოდ 300000 კაცი ცხოვრობს და ასე ასაგდები არიან მასხრად? ისინი არასოდეს იზამენ იმასაც რაც შენმა იმმერლებმა ქნეს სკამები რო ააძვრეს სტადიონზე ჯერ შენს თვალში დაინახე დირე და მერე სხვის თვალში ბეწვი :)
mamulo
ამ კუნძულელებს ფიფას რეიტინგში 22 ადგილი უკავი და საქართველოს ნაკრები თუ 100-ში შევიდა ბედნიერები ხართ.თანაც ამ კუნძუნელების ნაკრები ევროპაზე და მსოფლიოზეც თამაშობს,საქართველოსი კი ალბათ ამ საუკუნეში მსოფლიოზე ვერ მოხვდება.თანაც ქვეყანა ხომ ჩვენზე უკეთესად აქვთ აწყობილი.ასე რომ ნუ დავცინებთ ისლანდიელებს.ისინი ძალიან მაგრები არიან.
imereli
მე არგენტინას ვგულშემატკივრობ 1998 წლიდან. მესის იმიტომ ვგულშემატკივრობ, რომ ის არგენტინელია. არგენტინას მესის გამო კიარ ვგულშემატკივრობ. შესაძლოა ორივეს შეფასებისას სუბიექტურიც ვარ, მაგრამ ბოლო ტურში თუ ნიგერიას არ ვუბალეშიკო უნამუსო ვიყო. ხომ აჩვენეს თავისი ადგილი ამ ამ კუნძულელებს ამათ.

ვერასოდეს წარმოვიდგენდი ნიგერიის მოგება თუ ასე გამაბედნიერებდა, მადლობა მესი....
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
საფრანგეთმა უკრაინას სძლია - დემბელემ ტრავმა მიიღო
უკრაინამ ისლანდიას სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გავიდა
9:0 რონალდოს გარეშე და 6 მოგებული მატჩი საერთო ანგარიშით 24:0 - პორტუგალია შეუჩერებელია
პორტუგალიამ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ნიგერიას მოუგო
ოსიმენის მოპოვებული პენალტი და ისევ გაუქმებული გოლი - ნიგერია მაინც გავიდა ფინალში [VIDEO]
ოსიმენს ნეაპოლში სასწრაფოდ აბრუნებენ - "ნაპოლი" შეცვლილი შემადგენლობით და ტაქტიკით ითამაშებს
საფრანგეთმა უკრაინა გაანადგურა და მსოფლიოს ჩემპიონატზე გავიდა
ოსიმენი აფრიკულ ოქროს ვერ შესწვდა - ჩემპიონი კოტ-დ’ივუარი გახდა [VIDEO]
ოსიმენის ჯანმრთელობის გამო ნიგერიელები ძალიან შეშინდნენ
სერიოზული პრობლემა - ტრავმირებულ და დაავადებულ ოსიმენს ნეაპოლში დაბრუნება უგვიანდება
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ