მუნდიალი 2018: ბელგიამ ტუნისს ადვილად მოუგო და დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ფავორიტია [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ბელგიამ ტუნისი 5:2 დაამარცხა.

მატჩი მეტად ლამაზი სანახავი იყო. ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტთან ტუნისელებს ცოტა არც გაუმართლათ, დებიუტში მსაჯმა მათ კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, ედენ აზარმა ანგარიში გახსნა და ტრავმის გამო პირველ ტაიმში მოედანი ორმა ფეხბურთელმა დატოვა. ერთ-ერთმა მათგანმა, ს. ბენ იუსეფმა გოლიც გაიტანა. სამაგიეროდ ლუკაკუმ შესვენებამდე დუბლი გაიფორმა. შესვენების შემდეგ კი დუბლი ედენ აზარმა მიითვალა და შეხვედრამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. შეცვლაზე შესულმა ბატშუაიმ 90-ე წუთზე მეხუთედ მაინც დაამწუხრა ბენ მუსტაფა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი ჰაზრიმ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ერთი სიტყვით, ბელგია ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ვნახოთ, უფრო ძლიერ მეტოქეებთან როგორ ითამაშებს. შეგახსენებთ, 28 ივნისს, ჯგუფური ეტაპის უკანასკნელ ტურში ბელგია ინგლისს შეხვდება.

Video

23.06.18 ბელგია - ტუნისი 5:2

G ჯგუფი. შაბათი. 23 ივნისი. მოსკოვი. "ოტკრიტიე არენა". 44 190 მაყურებელი

ბელგია - ტუნისი 5:2

გოლები: 1:0 ე. აზარი (6, პენ), 2:0 ლუკაკუ (16), 2:1 ბრონი (18), 3:1 ლუკაკუ (45+3), 4:1 ე. აზარი (51), 5:1 ბატშუაი (90), 5:2 ჰაზრი (90+3)

ბელგია: კურტუა, ვერტონგენი, ალდერვეირელდი, მენე, ბოიატა, ვიტსელი, დე ბრიუნე, კარასკო, აზარი (ბატშუაი 68), მერტენსი (ტილემანსი 86), ლუკაკუ (ფელაინი 59)

ტუნისი: ბენ მუსტაფა, ს. ბენ იუსეფი (ბენალუნი 41), მალული, ბრონი (ნაგუეზი 24), სასი (ჰადადი 59), სჰირი, ჰაუი, მერია, ჰაზრი, ბადრი, ფ. ბენ იუსეფი

დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
საფრანგეთი დამარცხდა - პლეი-ოფში ავსტრალიაც გავიდა [VIDEO]
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
პირველი უგოლო მატჩი ტურნირზე - დანიამ და ტუნისმა ქულები გაიყვეს
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა