უეფა ეჭვობს, რომ "ბარსას" ჰავბეკმა "შახტართან" პირველ მატჩში გაფრთხილება განზრახ მიიღო
უეფამ "ბარსელონა"-"შახტარის" ჩემპიონთა ლიგის პირველ 1/4 ფინალურ მატჩში იმ ეპიზოდს მიაქცია ყურადღება, როდესაც კატალონიელთა ჰავბეკმა ანდრეს ინისეტამ ყვითელი ბარათი მიიღო. მოთამაშემ მეტოქეს სტანდარტული სიტუაციის გათამაშებაში შეუშალა ხელი.

დისციპლინარული კომიტეტი ეჭვობს, რომ ესპანელმა გაფრთხილება წინასწარგანზრახულად მიიღო, რათა საპასუხო შეხვედრა გამოეტოვებინა და ნახევარფინალურ მატჩებში დისკავლიფიკაციის საფრთხე აერიდებინა.

ახლა ფეხბურთელს მადრიდის "რეალთან" პირველი ნახევარფინალური მატჩის გამოტოვება ემუქრება. ამ საკითხზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მიიღებენ.

"ბარსელონა" ხსენებულ ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა და ინიესტას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება უარყო.

შეგახსენებთ, რომ დეკემბერში უეფამ ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით სერხიო რამოსი და ხაბი ალონსო დასაჯა იმის გამო, რომ მათ "აიაქსთან" მატჩში გაფრთხილებები განზრახ მიიღეს. ამას გარდა, ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციით მადრიდელთა თავკაცი ჟოზე მოურინიოც დასაჯეს.

თუ უეფა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, კატალონიური კლუბი მას გაასაჩივრებს.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე