მსოფლიო ფეხბურთში "ბობოლა" და საშუალო დონის კლუბები ტალანტების ძიებითა და მათი განათხოვრებით არიან დაკავებულები. ამ დროს საქართველოს ჩემპიონატისთვის ეს საკმაოდ უცხო რაღაცაა.

ეროვნული ლიგის კლუბს ფეხბურთელის ტრანსფერის შესყიდვა ფინანსური მდგომარეობის გამო არ შეუძლია და თავისუფალ აგენტებს იმატებს, რომლების დონე ხშირ შემთხვევაში ჩვენი ლიგისთვის შეუსაბამოა.

საინტერესოა, რატომ არ მუშაობენ ადგილობრივი მენეჯერები იჯარებზე?

საქართველოს ეროვნული ლიგის დონის განსაზღვრა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე ხდება. ამ პერიოდში კლუბების უმეტესობა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალ გუნდს ქმნის.

ხოლო ის კლუბები, რომლებსაც ესეც არ შეუძლიათ, არსებული შემადგენლობით ცდილობენ წარმატების მიღწევას.

ახლაც იგივე ხდება. კლუბები ცდილობენ, თავისუფალი აგენტები მონახონ და ფეხბურთელები ხელფასით მოიზიდონ, ან ცდილობენ ფეხბურთელებს "ურთიერთშეთანხმებით" დაატოვებინონ კლუბი და ევროთასებზე მონაწილეობის პერსპექტივით გადმოიბირონ.

ამ პერიოდში კი ჩვენი კლუბების მეტოქეთა ბანაკში საუკეთესო მოთამაშეთა დიდი ნაწილი იჯარით გადმოყვანილ ფეხბურთელებზე მოდის.

დავიწყოთ "დინამოს" მეტოქით, "დუნაისკა სტრედათი", რომელსაც იჯარით ოთხი ფეხბურთელი ჰყავს. აღსანიშნავია ისიც, რომ სლოვაკეთის ყველა კლუბში მოიძებნება განათხოვრებული ფეხბურთელი. თუნდაც წინა სეზონში სლოვაკეთში ორი ქართველი იყო იჯარით: გიორგი ჩოჩიშვილი და გიორგი ბერიძე.

თბილისელთა მეტოქეს, "დუნაისკა სტრედას" იჯარის წესით ჰყავთ:

"ლაიპციგიდან" შემტევი ნახევარმცველი ზსოლტ კალმარი

"ვულვზიდან" ცენტრალური ნახევარმცველი ქრისტიან ჰერცი

"მლადა ბოლესლავიდან" მეკარე მარტინ იედლიცკა

"დიურგარდენსიდან" მცველი სულეიმან კონე

საჩხერის "ჩიხურას" მეტოქეს "ბეითარს" იჯარით ორი ფეხბურთელი ჰყავს:

"პაოკიდან" ცენტრალური ნახევარმცველი ერიკ საბო

თელ-ავივის "მაქაბიდან" მცველი სენ გოლდბერგი

ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "შერიფს" იჯარით ოთხი ფეხბურთელი ჰყავს:

"ტორინოდან" ფორვარდი ვიტალიე დამასკანი

"პაოკიდან" შემტევი ნახევარმცველი ჯაირო და სილვა

ციურიხის "გრაშოფერიდან" ნახევარმცველი რიფეთ კაპიჩი

"კორტრიკიდან" მცველი ვლადიმერ კოვაჩევიჩი

არავინ საუბრობს, რომ ქართულმა კლუბმა იჯარით ჩემპიონთა ლიგის დონის გუნდიდან აიყვანოს ფეხბურთელი, თუმცა არის უამრავი საშუალო დონის გუნდები, რომლებიც ფეხბურთელებს იჯარით გაუშვებენ, რათა მათ სათამაშო პრაქტიკა მიიღონ.

დღეს ჩვენი დონის ევროპულ ჩემპიონატებში ამაზე აქტიურად ზრუნავენ და ცდილობენ, რომ ერთი წლით მაინც ჰყავდეთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გუნდის თამაშსაც გააუმჯობესებს და ამავდროულად, თვითონაც გაიზრდება.

ჩვენთან ადგილობრივ მენეჯერებსა და კლუბებს აქტიურად მართებთ ამაზე მუშაობა, რადგან ეს არის ერთ-ერთი საშუალება, გუნდი რაღაც პერიოდით უკეთესი გახადო, თორემ კარგი თავისუფალი აგენტის პოვნა და მერე მის ხელფასზე გაჯიბრება რომელიმე მეზობლის კლუბთან, რომელსაც ჩვენი გუნდების სახელფასო ფონდზე 10-ჯერ მეტი ფული მაინც აქვთ ბიუჯეტში, რთულია.

ზურას
მემგონი ფედერაციას სულ ფეხებზე კიდია ბათუმის, ზუგდიდის თუ ხაშურის სტადიონები და იქ მოთამაშე ახალგაზრდობაც.შეცდომა არასწორი მართვაა და მიდგომაა ფეხბურთის მიართ და თუკი გუნდი ევროპაზე განწირულია წასაგებად, რომლის მერეც ნახევრად იშლებადა ყოველ წელს მწვრთნელს იცვლი სულაც არ უნდა გამოვიდეს სათამაშოდ! ლიხტენშტეინი ერთი გუნდით გამოდის ევროპაზე მაგრამ უეფას რეიტინგში 30-ე ადგილი უკავია! ამავე დროს ლიხტენშტეინში ცხოვრობს 200 000-ე ადამიანი და არც ტალანტებით არიან განებივრებული და არც ამდენ ფულს ყრიან ჰაერზე! როგორც მიუდგები საქმეს ისე გამოგივა!
ზურა
ჯერ სანამ დაწერ რამე კომენტარს, ჩაუღრმავდი მაგას.. 300 მილიონი გათვლილია 5 წელზე! და მაგ 300 მილიონში შედის ეროვნული ლიგა 1 და 2 ლიგების გუნდების დაფინანსება და არა მხოლოდ მათი.. უფრო ქვედა ლიგებშიც. კიდევ ეგ ფული ხმარდება ინფრასტრუქტურას! ზუგდიდში შენდება სტადიონი, ბათუმშიც შენდება და თანაც ძალიან სწრაფი ტემპით, მეც ბათუმელი ვარ და ვხედავ რაც კეთდება.. რეალურად ქართულ ფეხბურთს სახელმწიფო არც კი უნდა აფინანსებდეს, მაგრამ აფინანსებს..! თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნა 5 წელში 300 მილიონი თუ არის რამე თანხა.. არც არაფერია და ძალიან გთხოვთ ნუ შეგყავთ შეცდომაში ხალხი!
bacho
ფინანსების შესაბამისი გუნდები კი გვყავს მეგობარო.ეგ კი არა ფედერაციამ კერძო კლუბებს თავისი გულის დახარჯვა უნდა მოთხოვოს ესენი კი არ უნდა აფინანსებდნენ.ეს არის მანდ არასწორი
ჯიქი
300 მილიონი ლარი წლიურად ფეხბურთის ფედერაცია იღებს დასახარჯად! ამავე დროს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 380 მილიონია! ეხლა თქვით რა ეტყობა ჩვენ ფეხბურთსა და ნაკრებს 300 მილიონის!? ფიფას რეიტინგში 96 ადგილზე ვართ და უეფას რეიტინგში კიდევ 55 ქვეყნიდან 49 ადგილზე! ჩვენზე დაბლაღა არიან გიბრალტარი,ლუქსემბურგი,ფარერები,ანდორა,სან-მარინო და ახლად მიღებული კოსოვო! რაღაზეა აქ ლაპარაკი ერთი მითხარი გალაქტიონ!?
svan
ეხლა პროგნოზების კეთებას ჯობია დაველოდოთ ვნახოთ როგორ იმოქმედა ახალმა ჩემპიონატმა გუნდებზე გამოჩნდება ძალიან მალე
gio
და ყველაზე ცუდი ისა რო ეს ფული რაც ფეგბურტის ფედრაციას გამოეყო სად მიდის ვინემ იცის აგერ ევრო სარბელი გვხლოვდება და რა სამტრედია ბოლო ადგილით ხვდება ტურნირს ეს სრცხვილია არა დინამო ვაბშე ერვნულ ლიგაში თამაშობს ტუ უნე 19 ში მოვა დაწყება ტურნირები ვიგაც ფარჩაკ ფეგბუტელებს დაიმტებენ თან ისეთებს ტავის ქვყანაშიც რო არ ატამაშებენ და მერე წუწუნებენ იმაზე რო დაფნსება არ არის და იფრა სტრუქტურა არ გვაქვსო მგონი პრბლემა იმაშია რო ფულს ჩამთ ჯიბებს ისქებთ და მერე გამოდიხართ და ტავს იმარტლებთ იგვე ფეგბუღთის ფედრაცია მომტხვნი უნდა იყოს და ქართველი გულშემტკივარიც იმი რომ ეს ფული რაც ფონდიდან მიდის კლუბებში არჩანს და კარგი იქნებოდა ტუ ყურდგებას მიაქცევდით ამას ამოვიდა ყელში ეს უაზრო სირი ხალხის ხელში ქართული ფეგბურთის ჩაგდება
mamulo
ნამეტანი ოპტიმისტი ყოფილხართ მეგობარო. ვისი მომგებები არიან ტორბედოელები(ეს მკვდრები) ჩიხურასა და საბურთალოს ვერ უგებენ. სადამდე უნდა იყოთ ხალხნო ასე ოცნებაში?
dato
გრაშოფერი რა უბედურებაა, გრასჰოპერია ეგ გუნდი.)))
ჰაჰა
ეხლა წავიკითხე ვის შეხვდება ქუთაისი გამარჯვების შემთხვევაში. აფსუუს, შერიფს არ ვიცი და იმათგან ორივეს მოუგებენ.
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთის ჩემპიონატში საოცარი გოლი გაიტანა
გიორგი ბერიძის მორიგი გოლი თურქეთის სუპერლიგაში [VIDEO]
"სარაგოსაში" სინჯებზე წასული გიორგი ჩოჩიშვილი ფოთის "კოლხეთში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
[VIDEO] ბერიძემ უნგრეთში საოცარი გოლი გაიტანა!
"თელავი" 5 ფეხბურთელს დაემშვიდობა
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა
ქეცბაიას პირველი კომენტარი: მოედანზე თუ შევვარდებოდი და თამაშს ჩავშლიდი, თორემ...
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
ლორიას შეცვლის - თბილისის "დინამომ" ბრაზილიელი მეკარე დაიმატა
გიორგი ჩოჩიშვილი: შევეცდებით "ლოკომოტივთან" გამარჯვება მოვიპოვოთ
გიორგი ბერიძე "კოჯაელისპორში" გადავიდა
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
eldesmarque.com: "სარაგოსაში" სინჯებზე ორი ქართველი მარგალიტია
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
გია ცეცაძემ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
გიორგი ბერიძე "უიპეშტში" დაბრუნდა
სხირტლაძემ მეტოქეს სახეში დაარტყა და გააძევეს - ქართველების ჩხუბი თურქეთის ჩემპიონატში [VIDEO]
[VIDEO] 2:7. ისტორიული სირცხვილი - თბილისის "დინამო" "ჟალგირისთან" განადგურდა და კონფერენს ლიგიდან გამოვარდა
"ჟალგირისის" ფეხბურთელებს შვებულება გადაედოთ - კიდევ ერთი სენსაცია კვიპროსში მოხდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
გიორგი ჩოჩიშვილი "დილას" ღირსებას დაიცავს
"დინამოს" ეს ფეხბურთელი უღირსად მოიქცა, ქართველებმა ბოდიში მოგვიხადეს..." - "ჟალგირისის" პრეზიდენტი მიმართვას ავრცელებს
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!