"რედინგის" ქართველი მცველის თქმით, მის კლუბს არ სჭირდება შეხსენება, რომ მისი მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა
"რედინგის" მცველის ზურაბ ხიზანიშვილის თქმით, მის თანაგუნდელებს არ სჭირდებათ იმის შეხსენება, რომ გუნდის მთავარი მიზანი პრემიერლიგაში გადასვლაა.

ბრიან მაკდერმოტის გუნდი ინგლისის ჩემპიონლიგაში ამჟამად მეოთხე ადგილზეა და იმ პოზიციას, რომელიც პრემიერლიგაში დაწინაურების საშუალებას იძლევა, სულ 3 ქულა აშორებს.

"გუნდის ყველა ფეხბურთელს ერთი მიზანი გვაქვს - მომავალ სეზონში პრემიერლიგაში თამაში. ჩვენთვის ამის შეხსენება ზედმეტია", - განაცხადა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა.

"რედინგი", რომელმაც ჩემპიონლიგის ბოლო 8 თამაში მოიგო, პარასკევს "ლიდსს" ესტუმრება. "ლიდს იუნაიტედი" მეექვსე ადგილზეა და "რედინგს" 7 ქულით ჩამორჩება.

"ნამდვილად რთული თამაში იქნება", - თქვა ხიზანიშვილმა, რომელიც "ბლექბერნიდან" იჯარითაა განათხოვრებული. - "ლიდსი" ცხრილის ზედა ექვსეულში იმყოფება და იქ დარჩენისთვის იბრძვის. ისინი შინ თამაშობენ და რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ. ჩვენ მათ პატივისცემით ვეკიდებით."

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა