რუსეთის პირველი დივიზიონის "ხიმკიმ", რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, "გაზოვიკი" დაამარცხა
რუსეთის პირველი დივიზიონის "ხიმკიმ", რომელშიც სამი ქართველი ფეხბურთელი ვლადიმერ გოგბერიშვილი, ედიკ საჯაია და გიორგი ნავალოვსკი თამაშობს, ჩემპიონატის 4-ე ტურის მატჩში "გაზოვიკი" დაამარცხა, ანგარიშით 2:1.

”ხიმკი” 4 ტურის შემდეგ მოპოვებული 9 ქულით, რუსეთის პირველი დივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება. გოგბერიშვილი, რომელიც ამ დღეს იუბილარი იყო, ამ გამარჯვებაზე საუბრობს.

- პირველ რიგში დაბადების დღეს გილოცავთ, მოგვიანებით! გუნდმა ღირსეული საჩუქარი გაგიკეთათ?

- გმადლობთ! დიახ, შესანიშნავი საჩუქარი იყო, მართლაც გახარებული ვარ. ძალიან მიხარია, რომ მოვიგეთ! მადლობა ბიჭებს, რომ ორი საშინაო თამაში მოიგეს.

- რატომ გამოდგა "ხიმკისთვის" პირველი ტაიმი ასე არეული?

- იმიტომ რომ სწრაფი გოლი გავუშვით. "გაზოვიკმა" დროის გაყვანა დაიწყო, დაცვიდან თამაშობდა. მოენტები გვქონდა, ბურთს ვაკონტროლებდით, გატანა შეგვეძლო, მაგრამ არ გამოგვდიოდა. მატჩის ბოლოსკენ მეტოქე "გავტეხეთ" და ვიგრძენით, რომ მოგება შეგვეძლო. ამას ტყუილად არ ჩაუვლია. მოვიგეთ და ეს ბრწყინვალეა!

- ანგარიში თამაშის მიმდინარეობას ასახავს?

- მოვიგეთ, რაც ნიშნავს, რომ ძლიერები ვიყავით.

- ორი გატანილი გოლის გარდა, საგოლე მომენტები კიდევ გქონდათ?

- როდესაც ანგარიში გავათანაბრეთ, ყველას ძალიან გვინდოდა, მეორეც გაგვეტანა. დარწმუნებულნი ვიყავით, რომ მოგება შეგვეძლო. ეს გამოგვივიდა კიდეც.

- ვინმეს შექება ხომ არ გსურთ?

- ყველასი, ექიმიდან დაწყებული ხელმძღვანელობამდე. და, რათქმა უნდა, გულშემატკივრების, მათ ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს.

მომზადებულია fckhimki.ru-ს მიხედვით

მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა