კალინინგრადში ჯგუფის ლიდერები მშვიდად დაელოდებიან H ჯგუფის ბატალიებს და მხოლოდ მერე გაარკვევენ, ვინ გავა პირველ ადგილზე და ვინ მეორეზე - ერთმანეთს ინგლისი და ბელგია ხვდებიან.

ორივე ნაკრებს ერთნაირი სატურნირო მდგომარეობა აქვს. საინტერესოა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ "სამი ლომი" და "წითელი ეშმაკები" ერთმანეთში ფრეს ითამაშებენ? "ფეარ პლეის" პრინციპის მიხედვით, თუ გუნდებს ყველა სპორტული მონაცემი (ქულები, ბურთების თანაფარდობა, ბურთების რაოდენობა, ურთიერთშეხვედრები) თანაბარი აქვთ, საქმეში ერთვება ბარათების რაოდენობა. რაც ნაკლები - უკეთესია. ინგლისს ორი ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, ბელგიას - სამი. თუ ეს მონაცემებიც გათანაბრდება, მაშინ საქმეში წილისყრა ჩაერთვება!

ინგლისი და ბელგია ერთმანეთს მუნდიალებზე მესამედ ხვდებიან. ბოლოს ამ გუნდებმა ერთმანეთში 28 წლის წინათ ითამაშეს, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე.

1990 წლის მუნდიალის მეოთხედფინალში, იტალიაში, დევიდ პლეტმა დამატებით დროში გაიტანა გამარჯვების გოლი და ინგლისი ნახევარფინალში გაიყვანა. უფრო შორეულ, 1954 წლის მუნდიალზე კი მათ 4:4 ითამაშეს.

ვინაიდან ორივე გუნდი მუნდიალის მერვედფინალში უკვე გასულია, არ უნდა ველოდოთ, რომ ისინი უძლიერესი შემადგენლობებით ითამაშებენ. ეს განსაკუთრებით ბელგიას ეხება, რომელსაც რომელუ ლუკაკუ ისედაც ტრავმირებული ჰყავს, თუმცა კურტუასა და ალდერვეირელდს თუ არ ჩავთვლით, ძირითადის სხვა ფეხბურთელებს მწვრთნელი დაასვენებს.

ბელგიელთა შემადგენლობაში ორ გამოჯანმრთელებულს, კომპანისა და ვერმალენს ველით.

გარეთ საუთგეიტის გუნდი უფრო შერეული შემადგენლობით გამოვა - წინ ვარდისა და რაშფორდს მიეცემათ შანსი, ხოლო კეინი სკამზე დაჯდება.

ხუთშაბათი. 28 ივნისი. კალინინგრადი. კალინინგრად სთედიუმი

ინგლისი-ბელგია 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - ჯონსი, სტოუნსი, კეჰილი - ალექსანდერ-არნოლდი, ალი, დაიერი, დელფი, როუზი - ვარდი, რაშფორდი

ბელგია (3-4-2-1): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერმალენი - იანუზაი, ფელაინი, მ. დემბელე, შადლი - ტილემანსი, თ. აზარი - ბატშუაი

არბიტრი: დ. სკომინა (სლოვენია)

მეორე თამაშზე რა ვთქვათ? ტუნისს შესანიშნავი შანსი ეძლევა, მუნდიალს გამარჯვებით დაემშვიდობოს. აფრიკელებს მხარამოვარდნილი ჰასენი დააკლდებათ, ამერიკელებს - დისკვალიფიცირებული კუპერი.

ხუთშაბათი. 28 ივნისი. სარანსკი. მორდოვ არენა

პანამა-ტუნისი 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

პანამა (4-3-3): პენედო - ესკობარი, ტორესი, ბელოი, დევისი - გოდოი, გომესი, ავილია - ბარსენასი, პერესი, როდრიგესი

ტუნისი (4-3-3): ბენ მუსტაფა - ნაგუეზი, ბენალუანი, მერიაჰი, მაალული - ხაუი, სხირი, სასი - ბენ იუსეფი, ხაზრი, სლიტი

არბიტრი: ნ. შუკრალა (ბაჰრეინი)

ფაქტები

მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე 8 გოლი ბელგიისთვის უკვე რეკორდია. არადა, გუნდს კიდევ ერთი თამაში რჩება.

ბელგიასა და ინგლისს ერთად 31-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ.

ბელგიამ მოიგო ბოლო 7 მატჩი მსოფლიოს თასზე (საკვალიფიკაციოების ჩათვლით), ინგლისმა - 6.

ტურნირზე ბელგიამ ბოლო 4 მატჩში, სულ მცირე, 3 გოლი მაინც გაიტანა.

პანამამ ბოლო 7 მატჩში მხოლოდ ორი გოლის გატანა მოახერხა.

ტუნისის ნაკრები ბოლო 5 თამაშია, რაც გოლს აუცილებლად უშვებს.

ტუნისის ნაკრებს ამ მუნდიალზე მხოლოდ 6 ზუსტი დარტყმა აქვს, პანამას კიდევ უფრო ცოტა - 4.

პანამელთა კარში უკვე დაინიშნა 2 პენალტი. ამ გუნდმა ყველაზე მეტი ყვითელი ბარათი მიიღო მუნდიალზე - 8.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

status quo
ცუდი თამაში იქნება,რადგან ორივეს მეორე ადგილზე გასვლა აწყობს და მოგება არც ერთის ინტერესში არაა.
status quo
ცუდი თამაში იქნება,რადგან ორივეს მეორე ადგილზე გასვლა აწყობს.....
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
[VIDEO] ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მუნდიალი 2018: ინგლისის ნაკრებმა პანამა გაანადგურა [VIDEO]
პორტუგალიამ რონალდოს გარეშე ტუნისს ვერ სძლია [VIDEO]
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
მუნდიალი 2018: ბელგიამ ნაკლებად საინტერესო მატჩში ინგლისი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა [VIDEO]
ხორვატიამ ბუდიმირის გოლით პანამა დაამარცხა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] განამ პანამა ბოლო წამებზე დაამარცხა
ისე დაოსდა ბრაზილია, რომ პანამას ვერ მოუგო [VIDEO]
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა