ყოფილი ინგლისელი მსაჯი, „დეილი მეილის“ მიმომხილველი გრემ პოლი ამჯერად „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერის საკითხით დაინტერესდა.

ყოფილი ინგლისელი მსაჯი, „დეილი მეილის“ მიმომხილველი გრემ პოლი ამჯერად „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერის საკითხით დაინტერესდა. პოლის თქმით ფრანგი სპეციალისტი, ბოლო დროს, მოედნის კიდესთან დატანჯული სახით დგას, მისი გუნდი ქულას ქულაზე კარგავს და, როგორც ჩანს, ვერც ამ სეზონში მოიპოვებს რაიმე ჯილდოს. „არსენალს“ ახალი მეპატრონე ჰყავს, მაგრამ ეს ვენგერს არ ახარებს. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს.

პოლი დარწმუნებულია, რომ კვირას, ვენგერის კონფლიქტი „ლივერპულის“ მწვრთნელ კელი დალგლიშთან და მსაჯ ენდრი მარინერთან ცალკეული ეპიზოდები არ იყო. ეს მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობის გამოხატულება გახლდათ.

„ვენგერს, როგორც მწვრთნელს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ხანდახან მასთან ურთიერთობა ძნელია. მას არ უნდა ეჩქარა გასახდელში მსაჯთან მისვლა და კამათი, მარტო იმიტომ, რომ მოეჩვენა, თითქოს ეს უკანასკნელი შეცდა. მან „ლივერპულთან“ ფრე არავის უნდა დააბრალოს ემანუელ ებუეს გარდა. სწორედ ებუე მივარდა თამაშის ბოლოს ლუკასს და წააქცია“ — წერს პოლი, რომელიც დასძენს, რომ ვენგერს ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს. მას წვრთნის ახალი მეთოდები აქვს მოგონებული და მისი იდეები სახეობის განვითარებას ძლიარ ადგება. ის, ფიფას ყოფილი არბიტრის აზრით, უდიდესი პედაგოგია, რის დასტურადაც ტიერი ანრის კარიერა მოჰყავს. პოლი დარწმუნებულია, რომ უბრალოდ სწრაფი და უთუოდ ნიჭიერი ბიჭი პრემიერლიგისდ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად ვენგერის პედაგოგიკის გარეშე ვერ ჩამოყალიბდებოდა. ფრანგის მეთოდების პროდუქტია ინგლისელი მცველი ტონი ადამსიც.

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
"ვარჯიშებზე არ იხარჯებოდა და თანაგუნდელებს ამას ეუბნებოდა" - ტენ ჰაგმა რონალდოს გაშვების მიზეზი ახსნა
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
პსჟ კვარაცხელიას შემცვლელის შეძენას გეგმავს
საზონოვი ისევ არ ათამაშეს - "ხეტაფემ" "ლუგანოსთან" 5 გოლი გაუშვა
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
გიორგი ცხოვრებაძის ბრწყინვალე მატჩი: "ზაგრებმა" პსჟ-ს სძლია
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
დანი ალვეში: არგენტინაში ქრისტეს საქადაგებლად ჩამოვედი
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი