მუნდიალი 2018: შენც, რონალდო? - ლეო მესის დარად მსოფლიოს ჩემპიონატს კრიშტიანოც დაემშვიდობა [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ურუგვაიმ პორტუგალია 2:1 დაამარცხა და მეოთხედფინალს უწია.

ურუგვაის ნაკრები მართლაც ძალიან ორგანიზებული გუნდია და დებიუტშივე მოიპოვა ფორა, როდესაც კავანიმ ანგარიში გახსნა, შემდეგ კი საჯარიმოდან სუარესის დარტყმული ბურთი პატრისიუმ მოიგერია. ასეთი გუნდი კი მოპოვებულ უპირატესობას ასე ადვილად არ ანიავებს, მეტოქის და მისი ლიდერის, რონალდოს შეტევებიც გააუვნებელყო და პირველი ტაიმი მოიგო.

თუმცა, შესვენების შემდეგ პეპემ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ 62-ე წუთზე კავანიმ დუბლი შეასრულა. ამის მერე პორტუგალიელები იერიშზე გადავიდნენ და მუსლერას შეცდომით ბერნანდო სილვამ ვერ ისარგებლა, რომელმაც ბურთი ცარიელ კარში ვერ გადაგზავნა. ეგ იყო და ეგ, ლუზიტანთა მიერ ანგარიშის გათანაბრების მცდელობებს შედეგი აღარ მოჰყოლია და სამხრეთამერიკელები შემდეგ ეტაპზე გავიდნენ.

Video

30.06.18 ურუგვაი - პორტუგალია 2:1

შაბათი. 30 ივნისი. სოჭი. "ოლიმპიისკი". 44 873 მაყურებელი

ურუგვაი - პორტუგალია 2:1

გოლები: 1:0 კავანი (7), 1:1 პეპე (54), 2:1 კავანი (62)

ურუგვაი: მუსლერა, ხიმენესი, გოდინი, კასერესი, ბენტაკური (როდრიგესი 63), ნანდესი (სანჩესი 81), ტორეირა, ვესინო, ლაქსალტი, კავანი, სუარესი

პორტუგალია: პატრისიუ, პეპე, გერეირო, ფონტე, რიკარდო, ადრიენ სილვა (კვარეჟმა 65), ბერნარდო სილვა, ვილიამ კარვალიო, ჟოაუ მარიუ (ფერნანდეში 85), გედეში (ანდრე სილვა 74), რონალდო

tngh
სამწუხაროა, რომ ზოგიერთ ფეხბურთის მოყვარულს იუმორის გრძნობაში და აღთქმაში, დეფიციტი და ხარვეზები აქვს. ისე კი, მართლაც მაღალი დონის ჩემპიონატია. როგორც ორგანიზაციული, ასევე სპორტული თვალსაზრისით...
ანესთეზეოლოგი
ჩემს კომენტარებს "ანესთეზეოლოგის" სახელით, რატომ არ აქვეყნებთ? კომენტარის გაკეთების წესი არაფრით არ ირღვევა და ყველანაირ ნორმაში ჯდება, რაიმე პირადად თქვენთვისაა მიუღებელი?:)
tngh
მეგობარო მესმის არ მოგწონდეს ოკუპანტი რუსეთი ა მეც შენ მხარეს ვარ ამსაკითხში,მაგრამ რასაც აქწერ ეტყობა სხვარამეს უყურებ,რასუწუნებ სტადიონებს ან დანარჩენ რამეს?
დავითი
მსოფლიო ჩემპიონატი კი არა ღადაობაა რა)))

გენაცვალე 100 პროცენტიანი ხარ
ანდაზა
მშიერი მილიონერები ბურთს ხრიოკზე დასდევდნენო .
tngh
უსაშინლეს პირობებში მიმდინარეობს მსოფლიო ჩემპიონატი. ამდენი ძველი, დანგრეული, ცარიელი და ხრიოკ მინდვრიანი სტადიონი არც ერთ მსოფლიო პირველობაზე არ მინახავს. წარმომიდგენია როგორი უმძიმესი მდგომარეობაა იმ ქალაქებში, აეროპორტებში, რ/გ სადგურებში, ავტოტრასებზე, ქალაქებში, სპორტულ ბაზებზე, სასტუმროებში, კაფე-ბარ-რესტორნებში, თეატრებში, საკონცერტო დარბაზებში, პარკებში... რომლითაც ფეხბურთელები, მწვრთნელები, მსაჯები, სპეციალისტები, ჟურნალისტები... გულშემატკივრები სარგებლობენ. ფეხბურთელებს აშკარად ემჩნევათ, რომ მშიერები არიან. ძლივს "დალასლასებენ" მინდორზე. სწორედ ამიტომ არის ამდენი უგოლო და უფერული ფრე. იმედია, შემდეგ ეტაპზე ოდნავ მაინც გამოსწორდება ეს სავალალო მდგომარეობა.
bat
არგენტინა და პორტუგალია ჯგუფიდან მაინც გავიდნენ...აი გერმანია კი კორეამ ჩატოვა ჯგუფში სამარცხვინოდ!!! Dა საინტერესო ისაა რომ ლოვიც გუნდში დატოვეს იმის გამო რომ ის ერთადერთი მწვრთნელია ვინც შეძლო გერმანიის ჯგუფში ჩატოვება და ეს დაუფასეს ამას!!!
sormona
როგორ უხარიათ რონალდოს წასვლა :):):):) მესიმ მაგის საქმის ნახევარი გააკეთოს მესიმ სანაკრებო ან საკლუბო დონეზე :):):) ტიტულები მაინც დაითვალეთ, მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა:):):) 4 გოლი რო შეაგდო ესეც აღარ გახსოვთ :):):)
zuras
Mesim orjer kopas finali waago da erti msoplios finali,eg evropis chempionobaze metia, mesi bunebit lideri ar aris,tavmdabalia.Da erterti egaaa rac am or pexburtels ansxvavebs, mesi ar ityvis chempinta ligas chemi saxeli daarqvito da kidev bevr rames... Mesi jer adaminobit unda gerchiot ronaldus da mere fexburrtelobit...
ბარსელონა ანუ ერთი ფეხბურთელის კანტორა
მუნდიალი დაობლდა? საიდან მოგაქვთ ესეთი შეფასებები? არც მესის და არც რონალდუს არაფერი არ გაუკეთებიათ მსოფლიო ჩემპიონატებზე.თუ დაობლებაა,მაშინ იქ გერმანია უნდა ვახსენოთ. პლეისთეიშენის მოთამაშეების ეპოქა წავიდა და ეხლა ნამდვილ ფეხბურთს მიეცა გზა ფართო. ლევანტეს კარში გატანილი გოლებით მსოფლიოს ვერ მოიგებ,ეს ფაქტია. ურუგავიც და საფრანგეთიც გუნდურად თამაშობენ და დამსახურებულადაც გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.შეხედეთ ბრაზილიას,მათაც ხომ ყავთ ნეიმარი,მაგრამ ყველა პასი მისი მისამართით არ მიდის და ეტობათ კიდეც,რომ გუნდი ძლიერია. 4 წლის წინანდელ შეცდომებზე ისწავლეს ბრაზილიელებმა და გუნდურ თამაშზე აწყეს თამაში. მსოფლიო ჩემპიონატი ურთულესი ტურნირია და აქ გუნდურობა იმარჯვებს. მესი და რონალდუ გუნდური მოთამაშეები არ არიან. ართმევაზე არ თამაშბენ და ორივე მათგანი გუნდური სისტემიდან ამოვარდნილები იყვნენ. ერთი დასეირნობდა და მეორე იდგა სტოლბასავით. ამას ეძახით ფეხბურთს? ჩემთვის უფრო მოსაწონია გუნდური კომბინაციები,ერთიან სისტემაში მოთამაშე გუნდი და არა 10 კაცის მოტყება. ხორვატია,საფრანგეთი,ურუგვაი ამის მაგალითია. სუარესი მთელი თამაში გაცხოველებული დარბოდა და მან დაიმსახურა მეოთეთფინალში თამაში. არც რონალდუ და არც მესი მეოთხეთ ფინალს არ იმსახურებდა. დიდი ფეხბურთელები არიან,მაგრამ ფეხბურთში სხვა რამე ფასობს. ბრძოლა თითოეული მეტრისთვის თითოეული ფეხბურთელის მხრიდან,მაქსიმუმის ზღვარზე თამაში,თავანწირვა ეს არის სანაკრებო ტურნრების ხიბლი. შენი ქვეყნის დროშა გახატია გულზე და ფეხბურთელი ტრანვის არ მიღებაზე რო ფიქრობს ესაა ფეხბურთი. კავანიმ რა თამაში ჩაატარა,თავი არ დაზოგა და ტრანვაც მიიღო. ვის აინტერესებს ტრანვა,როცა მისი ნაკრები ისევ მუნდიალზეა. სუარესმა კბენით,ხელით თამაშით თავი შეაძულა მტელ მსოფლიოს,მარა ვის ადარდებს,მთავარი ხომ ღირსეულად ტარეება შენი ქვეყნის მაისურის. ვერავინ ვერასდროს ამ ფეხბურთელებს ვერ გააკრიტიკებს,რადგან მათ მაქსიმუმი დადეს მოედანზე. გულშემატკივრისთვის მთავარია ბრძოლა ნახონ და არა ის რაც არგენტინამ გუშინ ითამაშა.ფეხბურთელმა მოედანზე უნდა დაამტკიცოს თავის ლიდერობა და არა გასახდელში,ფეხბურთელი არ უნდა შეიჭრას მწვრთნელი კომპეტენციაში. გყავდეს დიბალა და პავონს ათამაშებდე ეს კიდე ერთხელ მეტყველებს,რომ არგენტინის ნაკრებში ბარდაგია. ამ მხრივ რონალდუ განსხვავდება მესისგან.რონალდუ არასდროს არ შეჭრილა მწვრთნელი კომპეტენციაში და ასეც უნდა იყოს. მესის და მასკერანოს დაყენებული გუნდი და ტაქტიკა არ გაიშვას.
გივი
ზაზა, ვინა გგონიათ თქვენ ურუგვაი???
გივი
ზურა, არ მოუგია არაფერი ევროპა არ მოუგია არ უთამაშია ფინალში შეიგნეთ ერთხელ და სამუდამოდ, როგორ ხართ ასეთი დაჰიპნოზებულები.
დიეგოები
“შენცა” რა, აბა ვინ გგონიათ ეგეც მწვანე კიტრი არ მყავდეს. მესი თუ ასე მწარედ იტანჯება და ასეთი ჩავარდნა აქვს მაგან უარესად უნდა ზღოს, იმიტომ რომ არავითარ შემთხვევაში არ არის მესიზე უკეთესი ან მისი ტოლი ფეხბურთელი. რაის რონალდუ... მესი იყო ფენომენი, ეგ რომ დაფრინავდა დაგავიწყდათ საიდან არის “ჩამოსული”. ფენომენს გაუთანაბრეთ ვიღაც ჭრიჭინა და ვითომ არაფერი.
ზურა
ყველას ნუ გვყვრი.. მოდი ასე გეტყვი.. სანახაობრივად მესი გაცილებით ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ვიდრე რონალდუ, მაგრამ აბა სხვა რამეებსაც გადახედე! რონალდუმ საკუთარი კონტინენტის პირველობა მოიგო სანაკრებო დონეზე(როცა მესის უფრო კვალიფიციური ფეხბურთელები უმაგრებს გვერდს არგენტინის ნაკრებში), თანაც რა კონტინენტის?! ევროპის, სადაც უძლიერესი ნაკრებები არიან და მართლა ლიდერია თავისი გუნდის, როგორც კაპიტანს შეჰფერის.. მესი კიდევ დააკვირდით როგორ თამაშობს, უბრალოდ დადის... ამხელა ფეხბურთელი უბრალოდ დადის მოედანზე! ასე არ უნდა ხდებოდეს, მარადონა ზუსტად მაგიტომაცაა მასზე დიდი ლიდერიც და ფეხბურთელიც და პატარები ნუ გამომიხტებით!.. მესი რათქმაუნდა მირჩევნია რონალდუს, მაგრამ რონალდუს დარი პროფესიონალი ფეხბურთში არ არსებობს და მისაბაძი!
aglagla
Dasanania ronaldus gamovrdnac, didi fexburtelia, esaa ronaldos fanebo gansxvaveba, mesis fanebi ronaldos pativs vcemt is dzzan dlieria, ubralod vambobt rom mesi sjobiatko, tqven ki mesis ubralod ver itanat da arafrad ar tvlit))))
777
მაშ ასეე...ცხენალდოც წავიდა შინ.
sport faza
ჯენტლმენია კაცი და მიტო დაგვტოვა!! მესი თუ არ იქნა მეც არ ვთამაშობო.....
ave
მუნდიალი დაობლდა, აგარც ლეო აგარც რონი, სამაგიეროდ გოლოვინი.დ.დ
ZAZA
რა თამაში იყო, წინა თამაში ჯობდა ორი თავით! საცოდაობაა არგენტინის გამოვარდნა და ურუგვაის თამაში მეოთხედფინალში. ცალი ფეხით გაივლის საფრანგეთი ურუგვაის, თან თუ კავანის არ იქნა ხო საერთოდ რა!
"ტუხელი გერმანიის ჯაშუშია?" - ინგლისში ნაკრების მწვრთნელით უკმაყოფილოები არიან
"იამალ, გვიხსენ რონალდოს ფანები მესის ჩემპიონობისა და კატასტროფისგან" - ამერიკელი მომღერალი
ოდიოზური მორგანი არგენტინის გამარჯვებამ გააღიზიანა და ახლა ესპანეთის იმედადღაა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"თუ მუნდიალს მოვიგებთ, ტატუდ მის სახეს დავიხატავ" - კუკურელიამ პირობა დადო
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"იმაზე უკეთესი ყოფილა, ვიდრე მეგონა" - გორდონი მესით აღფრთოვანებულია
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
[VIDEOS] ჰიუსტონში ისტორია დაიწერა - კაბო ვერდე პლეი-ოფში ითამაშებს!
[VIDEO] ლენინის მაგარი გოლი - კაბო ვერდე აღარ ხუმრობს - ურუგვაის ფრედ ეთამაშა
მიდის თუ არა ნაკრებიდან - რონალდომ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] ბიელსამ ჟურნალისტი მაგრად შეაშინა
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფეხბურთისგან ასე დავიტანჯებოდი. ბოდიშს ვიხდი" - მუსლერა
"პსჟ-ში სამი თავდამსხმელი ინდივიდუალურად წარმართავს თამაშს - სად არის ჩვენი საუკეთესო ნახევარდაცვა?" - აცხადებს პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი
[VIDEO] არაუხომ ურუგვაის ნაკრები საუდის არაბეთთან მარცხისგან იხსნა
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEO] 41 წლის რონალდომ თვალცრემლიანმა დატოვა მოედანი - პორტუგალიის ისტორიაში დიდი ეპოქა დასრულდა
ესპანეთთან წაგების შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი გადადგა
[VIDEO] ესპანეთმა მერინოს კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - რონალდოს პორტუგალია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა
"VAR-ი აღარ არის საჭირო, ის ფეხბურთს ანადგურებს" - ხორვატიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი