<p>პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესაებ, რომ კლარენს ზეედორფი “მილანს” დატოვებს და კარიერას ბრაზილიაში <br></p><p>პრესაში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესაებ, რომ კლარენს ზეედორფი “მილანს” დატოვებს და კარიერას ბრაზილიაში, კერძოდ კი "კორინთიანსში" გააგრძელებს. მართალია, ჰოლანდიელს ღიად არასდროს დაუფიქსირებია ლომბარდიიდან აბარგების სურვილი, თუმცა ერთი კი თქვა: თუ მხარეები მოილაპარაკებენ, საწინააღდეგო არაფერი მექნება, რადგან ყველამ იცის, როგორ მიყვარს ბრაზილიაო. ზემ ისიც აღნიშნა, რომ მეუღლე ჰყავს ბრაზილიელი, რომელიც დიდი ხანია ლამობს ქმართან ერთად სამშობლოში გადასახლდეს. იქვე დასძინა, რომ რონალდოს დიდი მეგობარია, რომელიც ამჟამად სწორედ "კორინთიანსის" დირექტორთა საბჭოს წევრია. თუმცა, კლარენსის ბოლოდროინდელმა წარმატებულმა ასპარეზობამ "მილანის" მესვეურები სერიოზულად დააფიქრა და თუ "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ვენდობით, ჰოლანდიელისთვის ახალი, ორწლიანი ხელშეკრულება მზადდება. ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ფეხბურთელს შემდეგი პოზიცია აქვს.</p><p>“სიმართლე გითხრათ, “მილანიდან” წასვლაზე სერიოზულად არც კი მიფიქრია და ყოველთვის მიკვირდა, როდესაც ამის შესახებ პრესაში ვკითხულობდი. მხოლოდ ის აღვნიშნე, რომ ბრაზილია ძალიან მიყვარს და თუ ერთ არც თუ მშვენიერ დღეს, "როსონერიში" ჩემი ადგილი არ მოიძებნა, სიამოვნებით გადავალ სამხრეთამერიკაში. ჯერჯერობით, ნამდვილად არ მიგრძვნია, რომ "მილანში" ზედმეტი ვარ და შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ. ჩემთვის ახალი კონტრაქტი მზადდება? - ძალიან კარგი, სიამოვნებით მოვაწერ ხელს”.</p>
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა