ინგლისის ნაკრებს, თუ კოლუმბიას გასცდება, მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში საფეხბურთო გრანდებთან ბრძოლა არ მოუწევს. ეს კი შანსია ფეხბურთის სამშობლოსთვის.

თუმცა კოლუმბია ძლიერი მეტოქეა და ჯერ გარეთ საუთგეიტის გუნდი მას უნდა გასცდეს.

ზუსტად 20 წლის წინათ ეს გუნდები საფრანგეთში ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაშინ ინგლისის ნაკრებში დევიდ ბექჰემმა იყოჩაღა (2:0).

ტუნისისა და პანამის დამარცხების შემდეგ ინგლისის ნაკრებმა ბელგიასთან წაიბორძიკა, ადნან იანუზაის გოლის "წყალობით" 0:1 დამარცხდა და მეორე ადგილზე გავიდა. კოლუმბიის ნაკრები H ჯგუფის გამარჯვებულია, ჩახლართული ჯგუფის, რომლიდანაც პოლონეთის ნაკრები ვერ გავიდა. იერი მინას თავურის წყალობით, კოლუმბიამ ბოლო ტურში სენეგალი დაამარცხა.

სწორედ იმ თამაშში დაიმტვრა გუნდის ლიდერი ხამეს როდრიგესი, რომლის თამაშიც ინგლისის ნაკრებთან საეჭვოა. სამხრეთამერიკელთა ბანაკში გახარებულები არიან. ექიმის თქმით, ხამესის ტრავმა სერიოზული არ არის და მას შეუძლია ინგლისის ნაკრებთან თამაშისთვის მწყობრში იყოს.

ჩვენ მაინც ვფიქრობთ, მაქსიმუმ, იგი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს. კოლუმბიელთა რიგებში შეიძლება ვერც აგილარი ვიხილოთ.

როდრიგესს, ბარიოსსა და მოხიკას დისკვალიფიკაციამდე თითო ყვითელი ბარათი აკლიათ.

ინგლისელთა რიგებში საეჭვოა სტოუნზის თამაში, თუმცა მცველი, ალბათ, თამაშს შეძლებს. ინგლისელთა ბანაკში უნდა გაფრთხილდნენ უოკერი და ლოფტუს-ჩიკი.

დელე ალი (ინგლისის ნაკრები): "მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მაღალი დონეა. აქ პლანეტის საუკეთესო გუნდები და მოთამაშეები ეჯიბრებიან ერთმანეთს. როგორც გუნდი, ჩვენ არავისი არ გვეშინია, არავის დავემალებით. კოლუმბიასთან მოსაგებად გამოვალთ. აქ მსოფლიოს ჩემპიონატის მოსაგებად ჩამოვედით".

ფაქტები

მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ორივე გუნდს ერთნაირი შედეგი აქვს - 2 მოგება, 1 წაგება.

მაგრამ თუ ბოლო 10 თამაშს გავითვალისწინებთ, ინგლისელთა უპირატესობა აშკარაა - 6 მოგება (კოლუმბიის 4 მოგება).

კოლუმბიის ნაკრებმა ბოლო 5 თამაშიდან 4-ში კარი მშრალად შეინახა.

ინგლისის ნაკრებმა კოლუმბიას ორივე მატჩი მოუგო - 1998 წლის მუნდიალზე 2:0 და 2005 წელს ამხანაგურში 3:2.

Galleria Italiana- უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს და მიირთვი საფერავში მოხარშული და დამარინადებული საფირმო კანჭი + 6 კათხა ლუდი!

Point Terrasse - უყურეთ მსოფლიო ჩემპიონატს დიდ ეკრანზე და მიირთვით გრილზე შემწვარი ხორცის დაფა + 4 კათხა ლუდი "აისი" 4 პერსონისთვის.

1/8-ფინალი. სამშაბათი. 3 ივლისი. მოსკოვი. ოტკრიტიე არენა

კოლუმბია-ინგლისი 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

კოლუმბია (4-2-3-1): ოსპინა - არიასი, მინა, დ. სანჩესი, მოხიკა - კ. სანჩესი, ურიბე - კუადრადო, კინტერო, მურიელი - ფალკაო

ინგლისი (3-4-2-1): პიკფორდი - უოკერი, სტოუნზი, მაგუაიერი - ტრიპიერი, ლოფტუს-ჩიკი, ჰენდერსონი, იანგი - სტერლინგი, ლინგარდი - კეინი

არბიტრი: მ. გაიგერი (აშშ)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
ინგლისი ფიფადან გასვლას აპირებდა თუ გახსოვთ. გასულიყვნენ და ისე მიეხედათ ამ თამაშისათვის უკეთესი იქნებოდა.რეგრესი აშკარაა
ქუთაისელი
ეჰ, მე მინდოდა ეს დამეწერა ;დ
Neymar
წიწილა არ უნდათ ნიორწყალში?
მსქროლავი ტროლი
არავისი გვეშინია და არავის დავემალებითო?!... უყურე, როგორ გაყოყოჩებულან... ისე, მაგას ერთი ნაკრებიც იძახის ასე 30 წელი იქნება, მაგრამ ჯგუფიდან გასასვლელად სულ რაღაც 4-5 გუნდი უშლის ხოლმე ხელს...
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
WU17 | საქართველო 3:1 ჩრდილოეთ მაკედონია
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] დუეს დუბლი - საფრანგეთმა კოლუმბიასაც სძლია
[VIDEO] კოლუმბიამ განა დაამარცხა და შვეიცარიას დაუპირისპირდება
[VIDEO] შვეიცარიამ პენალტების სერიაში კოლუმბიას სძლია და მეოთხედფინალში არგენტინას დაუპირისპირდება
[VIDEO] კოლუმბიამ უზბეკეთი დამაჯერებლად დაამარცხა
[VIDEO] მუნიოსმა კოლუმბიას პლეი-ოფის საგზური მოუტანა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა