26-30 ივნისს თბილისში, სპორტკომპლექს "ახალ თბილისსა" და ვერის საკალათბურთო დარბაზში გაიმართა საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალური ეტაპი, სადაც გოგონებსა და ვაჟებში ოლიმპიადის გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ.

მაგიდის ჩოგბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. არაგვის საჯარო სკოლისა და ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება სოფ. არაგვის საჯარო სკოლას ხვდა წილად (63:58).

რაც შეეხება გოგონათა ფინალს, აქ ერთმანეთს ქ. თბილისის N 161 საჯარო სკოლისა და რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 63:14 დასრულდა.

ბადმინტონის ფინალში, როგორც გოგონებში, ისე ვაჟებში, ერთმანეთის წინააღმდეგ ქ. თბილისის N 98 და ქ. ქუთაისის N 21 საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ.

ორივე შემთხვევაში გამარჯვება წილად ხვდა ქ. თბილისის N 98 საჯარო სკოლას.

ვაჟთა ფინალი ანგარიშით 63:53, ხოლო გოგონათა ფინალი - ანგარიშით 63:7 დასრულდა.

ფინალური თამაშები შედგა 3X3 კალათბურთში. ვაჟთა ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ ქ. თბილისის N147 და აკ. ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდები. გამარჯვება ქ. ხონის N2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ანგარიშით 8:5.

გოგონათა ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქ. თბილისის N100 და ქ. აბაშის N2 საჯარო სკოლის გუნდები. გაიმარჯვა ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლამ, ანგარიშით 9:7.

ხელბურთის ვაჟთა ფინალი შედგა ილ. ჭავჭავაძის სახელობის ქ. ყვარლის N1 და ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლების გუნდებს შორის. გამარჯვება ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდმა მოიპოვა, ანგარიშით 14:12.

გოგონათა ფინალში ერთმანეთს ყვარლის N2 და ნიკო ნიკოლაძის სახელობის ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 18:7 დასრულდა.

ფრენბურთის ვაჟთა ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუისა და მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლის გუნდები იბრძოდნენ. გაიმარჯვა სოფ. ჭუბერის საჯარო სკოლამ, ანგარიშით 2:1.

ფინალური გარბენი შედგა გეზრბენში. ვაჟების გარბენში ერთმანეთს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა და ქ. ქუთაისის გენერალ გ. კვინიტაძის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი შეეჯიბრნენ. ქულათა რაოდენობით პირველ ადგილზე ქ. ქუთაისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმი გავიდა.

გოგონებს შორის ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშისა და ქ. ვანის N2 საჯარო სკოლის გუნდები. გოგონათა დაპირისპირება სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლის გუნდის გამარჯვებით დასრულდა.

მინი-ფეხბურთის ფინალი შედგა ქ. ახალციხის N5 და ნ. დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ვაჟთა გუნდებს შორის. დაპირისპირება ქ. ოზურგეთის სკოლის გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულმა ფედერაციამ ოლიმპიადის გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფარგლებში გამოვლინდნენ საუკეთესო მოთამაშე ვაჟები და გოგონები:

ბადმინტონში

ქ. თბილისის N98 საჯარო სკოლა, ანა ტყებუჩავა

ქ. თბილისის N98 საჯარო სკოლა, პავლიკ პილტოიანი

კალათბურთში

ქ. თბილისის N100 საჯარო სკოლა, ეკა წივწივაძე

აკაკი ჩხენკელის სახ. ქ. ხონის N2 საჯარო სკოლა, საბა ჯიშკარიანი

ხელბურთში

ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა, ლანა გოგია

ნიკო ნიკოლაძის სახ. ქ. ფოთის N2 საჯარო სკოლა, დავით ფანცულია

მაგიდის ჩოგბურთში

რუსლან მელაძის სახ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლა, თამარ რიჟვაძე

ქ. აბაშის N1 საჯარო სკოლა, გიორგი ლიპარტია

ფრენბურთში

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. საბუის საჯარო სკოლა, ზურაბ ბოკერია

გეზრბენში

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფ. ტოლოშის საჯარო სკოლა, ქეთი გვარამაძე

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. დუისის საჯარო სკოლა, იბრაჰიმ ლანიშაშვილი

მინი-ფეხბურთში

ნოდარ დუმბაძის სახ. ქ. ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა, ნოდარ ლომინაძე

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის საუკეთესო მოთამაშეებს სამახსოვრო სიგელები გადაეცათ.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის ფინალურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო 2002-03-04 წლებში დაბადებულმა 156 მოსწავლემ (გოგონებმა, ვაჟებმა) მთელი საქართველოდან.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სკოლები ავტომატურად გახდნენ 2020 წლის მსოფლიოს სასკოლო ჩემპიონატების მონაწილეობის კანდიდატები.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018-ის დასკვნითი ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. თბილისის მერია.

საქართველოს სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"