რუსული მითი ალეკსანდრ გოლოვინის დიდი ფეხბურთელობის შესახებ - ანუ "იუვენტუსის" მაგივრად "ვიტესში"
რუსული სპორტული მედია პოსტსაბჭოთა სივრცეში საკმაოდ გავლენიანია და ბუნებრივია, თავის ფეხბურთელებს აპიარებს. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, იქ გავრცელებული ინფორმაციების ჩვენთანაც სჯერათ.

ასე მაგალითად, ერთი ამბავი ატყდა, როდესაც რუსულ საიტებზე დაიწერა, თითქოს ცსკა-სა და რუსეთის ნაკრების 22 წლის ნახევარმცველის, ალეკსანდრ გოლოვინის სამსახურით თვით ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული. ეს ინფორმაცია ბევრმა აიტაცა და მერე იუწყეს, რომ ამ ფეხბურთელს სხვა ევროგრანდებიც ახევენ კალთებს, ოღონდ მათთან სატრანსფერო ბრძოლაში "იუვეა" დაწინაურებული.

შემდეგ, როგორც გაირკვა, გოლოვინის შეძენა არც ბიანკონერის და არც რომელიმე სხვა დიდ ევროპულ გუნდს აზრადაც არ მოსვლია და ახლა უნდათ, "ჩელსის" პრეზიდენტს, რომან აბრამოვიჩს 27 მილიონ ფუნტად აყიდინონ, ხოლო თუ ეს ასე მოხდა, "არისტოკრატები" ალეკსანდრს ერთწლიანი იჯარით "ვიტესში" გაუშვებენ, რომელიც ბევრის მტკიცებით, "ჩელსის" ფარმ-კლუბია და ახლახან ცსკა-ს ყოფილი მწვრთნელი, ლეონიდ სლუცკი ჩაუდგა სათავეში.

ცნობისათვის, აბრამოვიჩის "რეკომენდაციით" სლუცკი 2017 წლის 5 აგვისტოს "ჰალის" მენეჯერად დაინიშნა, მაგრამ გუნდის არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო 3 დეკემბერს სამსახურიდან დაითხოვეს.

ბარემ იმასაც გეტყვით, რომ გოლოვინი დათანხმდა "ვიტესში" გადასვლას, ოღონდ იმ პირობით, თუ გაისად "ჩელსის" ძირითად შემადგენლობაში ადგილს დაპირდებიან. ეგაა და ეგ - ყველაფერს ნუ დაუჯერებთ რუსულ მედიას.

კახა ქირია
ჩვენ ჩვენი ვიკითხოთ და გოლოვინი მიხედავს თავის თავს.
euhh
თქვენ ზღაპრები და ბაქი ბუქი ვინმესი გიკვირთ?არაბიძე ცხრაჯერ გაყიდეთ და კიდე რამდენი?თან ეს ქილიკი არგიხდება უბრალო მიზეზის გამო(სპორტული ჟურნალისტის სახელი გაქვს დარქმეული საკუთარ თავზე)
Esteban Granero
არ გინდათ რა ეს ფსევდო პატრიოტიზმი, ეგ არაფერს მოიტანს კარგს.და რა გოლოვინი ცუდი ფეხბურთელია? ტიპი 20 მილიონი ღირს შედით ტრანსფერმარკეტზე და ნახეთ ეგ მაინც არ არის რუსული პრესა
იმერელი
ამას რა უნდა ინგლისში თან ჩელსიში? რა უნდა გააკეთოს იქ ხო დოპინგზე ამოწმებენნ
გოგი თოფაძე
თქვენი დაჯერება ხომ შეიძლება?! ისე წერთ ვითომ თქვენ არ გაგეზვიადებინოთ ქართველების სატრანსფერო ამბები...
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] საკუთარი თავის გარდა ყველას ადანაშაულებს - ვინისიუსი მოურინიოზე გაბრაზდა
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
საქართველო - კოსოვო | მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
"საქართველო კვარაცხელიასთან ერთად მოსკოვში გაგვარღვევს" - რუსი ექსპერტი
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ფრანგულმა გამოცემამ გოლოვინი წლის იმედგამაცრუებელ ტრანსფერთა სიაში შეიყვანა
გოლოვინი: საზღვარგარეთ რუსები არ უყვართ, განსაკუთრებით ფეხბურთელები
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
გოლოვინი აბრამოვიჩმა არ იყიდა და რიბოლოვლევს შეაძენინებენ
განელი შამანი: მთლად გულის სიღრმეში ძლიერ მიყვარს პუტინი - რუსეთისთვის დისკვალიფიკაციის მოხსნისათვის ყველაფერს გავაკეთებ
ინფანტინომ განაცხადა, რომ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებზე უნდა დაბრუნდეს