"ტორპედომ" "ზესტაფონთან" დამსახურებულად გაიმარჯვა, თუმცა ფინალისტის ვინაობას საპასუხო შეხვედრა გაარკვევს
მატჩმა ქუთაისში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. "ტორპედოს" ხელმძღვანელობამ ეს გაითვალისწინა და დასწრება უფასო იყო. ადგილობრივებს "ზესტაფონის" ფანობაც დაემატა და სტადიონი, რომ იტყვიან გადაიჭედა. ასეთი ქომაგმრავლობა ამ სეზონში საქართველოს არც ერთ სტადიონზე არ ყოფილა.

"ტორპედო" და "ზესტაფონი" რამდენიმე დღის წინ ჩემპიონატში შეხვდნენ ერთმანეთს (0:0) და იმ მატჩისგან განსხვავებით, გუშინდელი სათასო დაპირისპირება გაცილებით დაძაბული და კარგი სანახავი გამოდგა. ქუთათურებმა გუშინ სეზონის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარეს და ჩემპიონატის ლიდერი თითქმის ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. ზესტაფონელებს გელაშვილი, ელიავა და აფციაური აკლდათ, თუმცა "ტორპედომ" გუშინ ისე ითამაშა, რომ მათი მოედანზე ყოფნაც ბევრს არაფერს შეცვლიდა.

ქუთაისელთაგან განსაკუთრებით დოლიძის, სეთურიძის, დიღმელაშვილისა და მეგრელაძის შესანიშნავი თამაშია გამოსარჩევი. პირველმა ორმა ფლანგებზე ინავარდა, დიღმელაშვილმა საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მეგრელეძეც ძალიან აქტიური იყო და, სხვა რომ არაფერი, გამარჯვების გოლი გაიტანა.

"ტორპედო" ევროთასებზე მოხვედრას უმიზნებს და თასზე მოტივირებული თამაშობს. ქუთათურებმა თავიდანვე სცადეს უპირატესობის მოპოვება და ზესტაფონელთა კართან მალევე შეიქმნა ხიფათი: ქუთაისელთა უწყინარი ჩაწოდებისას ქარმა ბურთს მიმართულება შეუცვალა და კვასხვაძე იძულებული გახდა, კუთხურზე მოეგერიებინა. მორიგი სახიფათო ეპიზოდიც მასპინძლებმა შექმნეს. მე-14 წუთზე სეთურიძის ჩაწოდებული ბურთი მცველებმა თავით გამოიტანეს, დამატებაზე მეგრელაძემ დაახლოებით 25 მეტრიდან დაარტყა, კვასხვაძემ შეძლო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ზესტაფონელებმა პირველი სახიფათო იერიში მე-20 წუთზე განახორციელეს. გრიგალაშვილისა და წინამძღვრიშვილის კომბინაციის შემდეგ ბურთი დვალს მიუვიდა, მან კი საჯარიმოს მისადგომებიდან არაზუსტად დაარტყა. ტაიმის მიწურულს მასპინძლებს ანგარიშის გახსნის კარგი შანსი ჰქონდათ, სეთურიძის ჩაწოდების შემდეგ კვარაცხელიას თავური კვასხვაძემ მოიგერია.

შესვენების შემდეგ "ტორპედო" უფრო უკეთ ათამაშდა. ქუთათურებმა განსაკუთრებით ფლანგებზე გაილაღეს, არადა, "ზესტაფონს" სწორედ ფლანგებზე აქტიური თამაში სჩვევია. დოლიძისა და სეთურიძის სწრაფ გარღვევებს სტუმრებმა ვერაფერი დაუპირისპირეს. 48-ე წუთზე დოლიძემ ძლიერად ჩააწოდა საჯარიმოში, მეკარეს ბურთი გაუვარდა, მაგრამ დათუნაიშვილმა ვერ დაამატა. 64-ე წუთზე დოლიძე მარჯვნიდან შეიჭრა საჯარიმოში, კობახიძე ჩამოიცილა და გამჭოლი გადაცემა გააკეთა, თუმცა ქუთაისელთაგან იქ არავინ აღმოჩნდა.

ქუთაისელთა აქტიურობამ საბოლოოდ შედეგიც მოიტანა: 65-ე წუთზე მასპინძელთა სწრაფი კონტრშეტევა სეთურიძემ ფლანგზე გააგრძელა, მეურვე ჩამოიცილა და მეგრელაძეს ბურთი მეკარის ბაქანთან ჩააწოდა, გიამ მცველებს დაასწრო და გამარჯვების გოლი გაიტანა - 1:0.

ქუთაისელ გულშემატკივართა სიხარული უზომო იყო, ფანებისგან გამხნევებული "ტორპედო" კი შეტევებს განაგრძობდა. 74-ე წუთზე ფარულავა რამდენიმე მეტოქეს გასცდა და მეგრელაძეს აწოდებდა ბურთს, მაგრამ კარისკენ დარტყმა გამოუვიდა - ბურთი მცირედით ასცდა მიზანს.

ზესტაფონელებმა მდგომარეობის გამოსწორება სცადეს და სახიფათოდ შეუტიეს. 77-ე წუთზე გრიგალაშვილის პასის შემდეგ დვალმა მცველი ჩამოიცილა და საჯარიმოში შესულმა მეკარესთვის ბურთის თავზე გადაგდება მოინდომა, მაგრამ არ გამოუვიდა. ორიოდე წუთში კი მან საჯარიმოში ორ ტორპედოელს აჯობა, მაგრამ მიგინეიშვილმა სიტუაცია განმუხტა.

გია გიგატაძის შეგირდებს შეეძლოთ, საპასუხო შეხვედრას უკეთესი ანგარიშით შეხვედროდნენ. 83-ე წუთზე სეთურიძემ აუტიდან პირდაპირ საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, ქუთაისელთა ახალგაზრდა ფორვარდმა საბანაძემ შემობრუნებით ძლიერად დაარტყა და მცირედით ააცილა. "ტორპედომ" ლამაზი და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა, თუმცა ფინალისტის ვინაობას საპასუხო შეხვედრა გაარკვევს.

გია გეგუჩაძე (ზესტაფონი): "ვულოცავ "ტორპედოს" გამარჯვებას. ფაქტია, რომ საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ. ვფიქრობ, განმეორებითი შეხვედრა უკეთესი იქნება თუნდაც იმიტომ, რომ უკეთეს მოედანზე ვითამაშებთ. შანსები თანაბარია და ვეცდებით, შინ ეს შანსები მაქსიმალურად გამოვიყენოთ."

გია გიგატაძე (ტორპედო): "წინ ძალიან რთული 90 წუთი გველის. მძიმე თამაში იქნება. შანსები თანაბარია და კიდევ ერთხელ ვეცდებით ჩვენი გულშემატკივრების გახარებას."

ტორპედო-ზესტაფონი 1:0

ქუთაისი. სტადიონი, ცენტრალური: 15000 მაყურებელი

გოლი: 1:0 მეგრელაძე (65.სეთურიძის პასით)

ტორპედო ზესტაფონი

4-4-2 4-4-2

მიგინეიშვილი რ. კვასხვაძე

დ. ფოფხაძე ალადაშვილი

ფარულავა გ. ონიანი

თოდუა ხიდეშელი

ჩიკვილაძე კობახიძე

დოლიძე ბაბუნაშვილი

დიღმელაშვილი დაუშვილი

გ. დათუნაიშვილი ძარია

გ. სეთურიძე გრიგალაშვილი

ც. კვარაცხელია დვალი

მეგრელაძე წინამძღვრიშვილი

მწვრთნელი: მწვრთნელი:

გ.გიგატაძე გ.გეგუჩაძე

64. კვარაცხელია-საბანაძე

81. დოლიძე-თარხნიშვილი

სათადარიგოები: ქვილითაია, რ. გოცირიძე, მაჭავარიანი, გუგუჩია, ბაკურაძე

62. ძარია-გორგიაშვილი

73. წინამძღვრიშვილი-ლომია

86. ბაბუნაშვილი-ბენაშვილი

სათადარიგოები: მამალაძე, გ. ფოფხაძე, გრუიცა, ჭანკოტაძე

გაფრთხილება: ძარია (45), ფარულავა (50), ალადაშვილი (53)

არბიტრი: ლ.კვარაცხელია

chichka
თასი ჩვენია,ტორპედოოოოოოოოოოოოოო
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო