ფრანგული ტრანსფერები - შეიძლება "ლიონმა" თავისი მთავარი ვარსკვლავი, 28 წლის არგენტინელი ვერ შეინარჩუნოს
“ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა განაცხადა, რომ შეიძლება ამ ზაფხულს ისე მოხდეს, რომ კლუბმა თავისი მთავარი ვარსკვლავი, 28 წლის არგენტინელი ლისანდრო ლოპესი ვერ შეინარჩუნოს.

“აუცილებელია, რეალობას თვალი გავუსწოროთ და ჩვენს გულშემატკივარს სიმართლე ვუთხრათ. სიმართლე კი ეს არის: თუკი ლისანდრო ლოპესი ინგლისიდან ან ესპანეთიდან სარფიან წინადადებას მიიღებს და მოისურვებს ჩვენს დატოვებას, ამაში ხელს ვერ შევუშლით. ჩვენ მის შენარჩუნებას ვერ მოვახერხებთ და ამისი უფლება არც გვექნება. არიან გუნდები, ვისთან კონკურენციაც ფინანსური თვალსაზრისით არ შეგვიძლია. გაუმართლებელი იქნება ისიც, თუკი გუნდში დავტოვებთ მოთამაშეს, რომელსაც წასვლა ენდომება,” - განუცხადა “ფრანს ფუტბოლს” გამოცდილმა მწვრთნელმა.

თუკი ლისანდრო საფრანგეთს დატოვებს, და როგორც ჩანს, ამის შანსები საკმაოდ მაღალია, კლუბი მისი შემცვლელის შეძენას უკრაინაში შეეცდება. ლაპარაკია დონეცკის “შახტარის” ცენტრალური თავდამსხმელის, 24 წლის ლუიშ ადრიანოს მიმართ ინტერესზე. თავად ფეხბურთელი მოვლენათა ამგვარი სცენარით განვითარების წინააღმდეგი არ არის. ამასწინათ მან ბრაზილიელ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ: “შახტარში” სიამოვნებით ვითამაშებდი 2-3 წელი. შემდეგ კი ნამდვილად მინდა ძალები ევროპის ელიტური ლიგებიდან რომელიმეში მოვსინჯო. საფრანგეთი? რატომაც არა?! მშვენიერი ადგილია ბურთის გემრიელად გასაგორებლად”. “შახტარის” ხელმძღვანელობა ჯერჯერობით უარს აცხადებს წამყვანი ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ კომენტარზე.

ეს ინფორმაცია ისევ და ისევ “ლიონს” ეხება... სწორედ რამდენიმე დღის წინ იყო, ფრანგულმა გაზეთებმა რომ დაწერეს, “სტად დე ჟერლანის” ლეგენდას, დამსახურებულ ვეტერანს, 36 წლის ჟუნინიო პერნამბუკანოს საყვარელ კლუბში დაბრუნება უნდაო. შეგახსენებთ, რომ 2009 წლის აგვისტოდან ის ყატარულ “ალ გარაფში” ასპარეზობს. აი, გუშინ კი სულ სხვა ინფორმაცია გავრცელდა. ბრაზილიის ნაკრების ყოფილ წევრს “ვასკო და გამა” იწვევს და ფეხბურთელს გულმა სამშობლოსკენ გაუწიაო. ეს ამბავი უკვე “გლობომ” დაწერა. ნახევარმცველის მიერ არაბებთან დადებულ კონტრაქტს ვადა ივნისში გასდის. ვისზე შეჩერდება მისი არჩევანი, ამას ალბათ მალევე შევიტყობთ. ფრანგული კლუბი ფეხბურთელს, ვინც “სტად დე ჟერლანზე” 8 წელიწადი გაატარა, მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ “ლიონის” ადმინისტრაციაში დასაქმებას ჰპირდება, ამ პირობამ შეიძლება გადაწონოს კიდეც “ვასკო და გამას” შეთავაზება. გეტყვით, რომ ჟუნინიოს ამ კლუბზეც დიდი ამაგი აქვს. 1994-დან 2001-მდე ის სწორედ “ვასკოში” ირიცხებოდა, სადაც 111 შეხვედრა გამართა და 24 გოლი გაიტანა.

რახან ჩვენს რუბრიკას სახელად “ფრანგული ტრანსფერები” შევუჩიეთ, ბუნებრივია, “ლიონის” გარდა სხვა სალაპარაკო თემაც უნდა გვქონდეს. ასეცაა. ორიოდე სიტყვით პსჟ-ს შევეხებით. “ფრანს ფუტბოლის” ცნობით, “არსენალს” პსჟ-ს 21 წლის ცენტრალური მცველის მამადუ სახოს შეძენა სურს და ამ მიზნით 15 მილიონი ევრო აქვს გამზადებული. იმავე გამოცემის მტკიცებით, არსენ ვენგერის გეგმა ცოტა გულუბრყვილოა, რადგან პარიზელები პერსპექტიულ ფეხბურთელში ამ თანხას ნადვილად არ დასჯერდებიან. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თუკი ფრანგულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ხელმძღვანელობა მოლაპარაკებათა მაგიდიდან უმალ ადგება და ფეხბურთელის ტრანსფერს ვეტოს დაადებს. სახოს მიერ პარიზელებთან დადებულ კონტრაქტს ვადა 2014 წელს გასდის.

“სენტ ეტიენისა” და საფრანგეთის ნაკრების 24 წლის საყრდენი ნახევარმცველის დიმიტრი პაიეს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ ამ ბოლო ხანს ბევრი იწერება. მათ შორის გავრცელდა ხმები, რომ მისით პსჟ იყო დაინტერესებული. გუშინ “პარკ დე პრენსის” მკვიდრებმა ოფიციალური განცხადება გააკეთეს, სადაც კატეგორიულად უარყვეს კლუბის დირექტორის ალენ როშის ფეხბურთელთან შეხვედრისა და მოლაპარაკების დაწყების ფაქტი.

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა