კახეთში, ლაგოდეხში მდებარე სპორტულ ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სულ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მორიგი გრანდიოზული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.

საუბარია კახეთში, ლაგოდეხში მდებარე სპორტულ ბაზაზე, რომელსაც სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სამუშაოები რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, ვინაიდან ბაზა საკმაოდ სავალალო მდგომარეობაშია და საფუძვლიან სამუშაოებს საჭიროებს.

ლაგოდეხის სპორტული ბაზა 1973 წელს აშენდა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა, რაც, უპირველესად, მისი უნიკალური ადგილმდებარეობის დამსახურებაა. თუმცა, აშენების შემდეგ, შენობას სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებია, რასაც მისი დღევანდელი იერსახეც ცხადყოფს.

შენობა ოთხ სართულიანია, მთლიანად ბაზა კი, საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავს. ბაზაზე მდებარეობს სტანდარტული, ბუნებრივსაფარიანი სტადიონიც. არაჩვეულებრივი ბუნება და კლიმატური პირობები კი, ყველა პირობას ქმნის სრულყოფილი მოსამზადებელი და საწვრთნელი პროცესების ჩასატარებლად.

როგორც უკვე გითხარით, რეაბილიტაციის წინა, მოსამზადებელი სამუშაოები სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. სამუშაოზე, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. მზადების პროცესშია ბაზის რეაბილიტაციის პროექტი. მისი მომზადების შემდეგ კი, იგეგმება საცხოვრებელი კორპუსის კაპიტალური რემონტი, მთლიანად განახლდება ოთახები, კვების ბლოკი და სხვა დამხმარე შენობები. ასევე, განახლდება სტადიონის საფარი და არსებულ ტრიბუნებზე დამონტაჟდება ინდივიდუალური სკამები.

არსებული რესურსიდან გამომდინარე, გეგმაშია კიდევ ერთი დიდი და ორი მცირე ზომის მოედნის გაკეთებაც.

დღეს, სფფ-ს პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ლაგოდეხში იმყოფებოდა და კიდევ ერთხელ შეამოწმა მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოები.

ლაგოდეხის სპორტულ ბაზაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას ინტენსიურად შეიტყობთ ჩვენი საიტის მეშვეობით. ასევე, საშუალება გექნებათ, გაეცნოთ ფოტომასალას მშენებლობიდან.

დღევანდელი ფოტორეპორტაჟი კი, შეგიძლიათ უკვე იხილოთ საიტის ფოტოგალერეაში.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე