ინგლისის ნაკრები მუნდიალზე მეოთხედფინალში მეცხრედ გავიდა. არც შვედეთია მუნდიალის ამ ეტაპისთვის უცხო - მეოთხედ თამაშობს.

მიუხედავად ამისა, დიდი ხანია, რაც ეს გუნდები წარმატებულად ვეღარ გამოდიან მსოფლიოს ჩემპიონატებზე. შვედეთს მეოთხედფინალი 1994 წლის მერე არ უთამაშია, ხოლო თუ ინგლისი მოიგებს, ეს მისთვის პირველი ნახევარფინალი იქნება 20-წლიანი პაუზის შემდეგ.

მას მერე, რაც შვედეთის ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე გერმანიასთან წააგო, სკანდინავიურმა გუნდმა ერთობ მოუმატა - მერვედფინალში შვედებმა ფიფას რეიტინგში მე-6 ადგილზე მყოფი შვეიცარია დაამარცხეს. გუნდის საფირმო სიძლიერე დაცვის ხაზია - ანდრეას გრანკვისტის ლიდერობით, შვედი მცველები შესანიშნავად ირჯებიან და შედეგიც სახეზეა - ბოლო 7 მატჩიდან 6-ში ნაკრებს გოლი არ გაუშვია.

ინგლისის უპირატესობა კი შეტევაა - გარეთ საუთგეიტის ახალგაზრდულმა გუნდმა მუნდიალის 4 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა. კოლუმბიასთან მატჩში ერთი ისტორიული ფაქტი მოხდა - ინგლისელებმა ისტორიაში პირველად მოიგეს მსოფლიოს ჩემპიონატზე პენალტების სერია. ეს უდიდესი ფსიქოლოგიური წარმატებაა, თქმა არ უნდა.

"სამი ლომის" მარცხი ბელგიასთან ჯგუფურ ეტაპზე, თანაც მეორე შემადგენლობით, ამ გუნდის ერთადერთი წაგებაა ბოლო 14 თამაშში.

შვედეთისა და ინგლისის ნაკრებები მუნდიალზე ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. ორჯერვე ეს იყო ჯგუფური ეტაპის მატჩი და ორივე შემთხვევაში თამაში ფრედ დასრულდა.

მაშ ასე, ვნახოთ, როგორი დუელი შედგება ჰარი კეინსა და ანდრეას გრანკვისტს შორის. შვედების დაცვის ნამდვილი ლიდერი შეეცდება კეინის განეიტრალებას. შვედები ბოლოს საშუალოდ 0.16 გოლს უშვებენ, ეს ბრწყინვალე შედეგია, მაგრამ მათ წინააღმდეგ მუნდიალის ბომბარდირობის მთავარი კანდიდატი, ამჟამინდელი ლიდერი 6 გოლით, ჰარი კეინი ითამაშებს.

დისკვალიფიკაციის გამო შვედებს ლუსტიგი დააკლდებათ, ხოლო ინგლისელთა რიგებში საეჭვოა ჯეიმი ვარდის თამაში.

შვედებს სებასტიან ლარსონი უბრუნდებათ, რომელმაც ტრავმის გამო მერვედფინალი გამოტოვა. მცირე ტრავმები აწუხებთ, დურმაზსა და ეკდალს, მაგრამ მათი თამაში მოსალოდნელია. ეკდალი, სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაშიც იქნება.

ფაქტები

შვედეთის ნაკრებმა ბოლო 13 თამაშიდან მხოლოდ ერთში შეძლო ორი ან მეტი გოლის გატანა.

ინგლისის ნაკრების ბოლო 7 თამაშიდან 5-ში ორივე გუნდმა შეძლო გოლის გატანა.

შვედებისა და ინგლისელების ბოლო 12 მატჩში მცირე უპირატესობა სკანდინავიელების მხარესაა - 4 მოგება, 6 ფრე, 2 წაგება.

ბოლო ოფიციალური მატჩი ამ გუნდებს შორის, როცა შვედეთმა იმარჯვა 1998 წელს შედგა (2:1), ეს იყო ევრო 2000-ის საკვალიფიკაციო მატჩი.

ინგლისისა და შვედეთის ნაკრებების ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში 2.5 გოლზე მეტი გავიდა.

1/4-ფინალი. შაბათი. 7 ივლისი. სამარა. კოსმოს არენა

შვედეთი-ინგლისი 18:00

სავარაუდო შემადგენლობები

შვედეთი (4-4-2): ოლსენი - კრაფტი, ლინდელიოფი, გრანკვისტი, აუგუსტინსონი - კლაესონი, ლარსონი, ეკდალი, ფორსბერგი - ტოივონენი, ბერგი

ინგლისი (3-5-2): პიკფორდი - უოკერი, სტოუნსი, მაგუაიერი - ტრიპიერი, ლოფტუს-ჩიკი, ჰენდერსონი, ლინგარდი, როუზი - კეინი, სტერლინგი

არბიტრი: ბ. კუიპერსი (ჰოლანდია)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მსქროლავი ტროლი
მაშინ რუსეთი-ხორვატია გამოგისწორებს ხასიათს დატბორილ სოჭში...
სხვათა თუთაშხია
დაცვა შეტევის წინააღმდეგ? ინგლისის ნაკრების თამაში თუ შეტევაა არ ვიცი მაშინ. ერთიდა იგივე სტილის გუნდი ხვდება ერთმანეთს. იქნება ბევრი ჯარიმა და სტანდარტები. კომბინაციური თამაში შვედეტს უფრო გამოუვა ვიდრე ინგლისს. ჰენდერსონის გათამაშებული კომბინაცია არ გაიშვას და სტერლინგის დრიბლინგები კიდევ. შვედეთის მორიგი მსხვერპლი ინგლისი იქნება ჩემი აზრით და ვუქომაგებ კიდეც. ისე მაგარი სვარკა თამაში იქნება და შეილება ვერც ვუყურო,რადგან ბრაზილია ბელგია ვნახე გუშინ და არ მინდა გამიფუჭდეს ხასიათი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] საფრანგეთმა შვედეთი გააბითურა - ვინ შეაჩერებს დეშამის გუნდს?
მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველად მწვრთნელი პირველი ტურის შემდეგ გადააყენეს
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
[VIDEO] იამალმა გაიბრწყინა, ესპანეთმა ხორვატიას სძლია - ინგლისმა ჩეხეთი დაამარცხა
[VIDEOS] იაპონია ბრაზილიას, ნიდერლანდები კი მაროკოს დაუპირისპირდება - F ჯგუფის ბოლო ტური
[VIDEO] ბრობის და გაკპოს დუბლი - "მფრინავმა ჰოლანდიელებმა" შვედეთთან იფრინეს
საბო: უკრაინის ნაკრებში ჩლუნგები და საშინელი ზაბარნი არიან
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] წარმოშობით ტუნისელის ბენეფისი ტუნისთან - შვედეთმა მუნდიალის პირველ ტურში გაილაღა
ესპანეთმა "უემბლიზე" ინგლისს მოუგო - ხორვატიამ ჩეხეთს სძლია
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა