ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

პატიოსანი ლოვენკრანდსი და ერნანდესი

პატიოსანი ლოვენკრანდსი და ერნანდესი

ნიუკასლში "კაჭკაჭებთან" ნათამაშები ფრეს გამო „მანჩესტერ იუნაიტედმა" ცხრილში 9 ქულით დაწინაურების შანსი ხელიდან გაუშვა
ნიუკასლში, „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“, „კაჭკაჭებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:0 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმართა გუნდმა ცხრილში 9 ქულით დაწინაურების შანსი გაუშვა ხელიდან.

მათი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაში მსაჯი შეცდა - „იუნაიტედის“ სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ იმავეს ამბობს ნიუკასლელთა თავკაცი ალან პედრიუც, ოღონდ - თავის სასარგებლოდ. მასპინძლები მიიჩნევვენ, რომ მსაჯი ლი პობერტი ვალდებული იყო ანდერსონის მიერ პიტერ ლოვენკრანდსის წაქცევა შეემჩნია. სტუმრები ამტკიცებენ, რომ არბიტრს შეხვედრის მიწურულს, დამატებულ დროში, უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი, როდესაც ჩიჩარიტოს ანუ ხავიერ ერნანდესის წინააღმდეგ დენი სიმპსონმა დაარღვია თამაშის წესი. სხვათა შორის, ამ ეპიზოდზე „იუნაიტედის“ ხალხს სულ სხვა შეხედულება აქვს. ისინი მაშინვე მიცვივდნენ მექსიკელ თავდამსხმელს და სიმულანტობაში დასდეს ბრალი.

მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა თქვა: „არ მოგვცა პენალტი? ჯანდაბას, ნუ მოგვცა, მაგრამ ერნანდესის გაფრთხილება შეურაცხმყოფელი გახლდათ. ჩანაწერიც ვნახე და ჩანს, რომ კონტაქტი აშკარად იყო. ჩიჩარიტო ის კაცი არ არის, მოედანზე განზრახ რომ წამოგორდება. მათ პენლტზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ არ მინახავს. ვნახავ და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს. ვფიქრობ, ჯამში, მსაჯმა თამაშს თავი ჩინებულად გაართვა, მაგრამ გაფრთხილებებით გადააჭარბა“.

პერდიუ: „გული გადამიქანდა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხომ ბოლოწამს დანიშნული პენალტების მდიდარი ისტორია აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომელ კლუბზე ვლაპარაკობთ და მისი მწვრთნელი რამხელა ფიგურაა, მეგონა მსაჯი პენატლის არ დანიშვნას ვერ გაბედავდა, მაგრამ მსაჯი ყველაფერზე მაღლა დადგა და ამისათვის ტაში ეკუთვნის. დენის ფეხი გაწეული ჰქონდა, მაგრამ ბოლოწამს მოასწრო უკან გამოწევა.

გასახდელში დრო ვიხელთე და პრეს-კონფერენციაზე ამოსვლამდე ორივე საეჭვო ეპიზოდი ვნახე. ვფიქრობ, პიტერის შემთხვევაში პენალტი უნდა დანიშნულიყო. ის იმდებად პატიოსანი ადამიანია, რომ შეხების გარეშე არ დაეცემოდა“.

მატჩის შემდეგ აზრი დენი სომპსონსაც ჰკითხეს. მან უპასუხა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ერნანდესთან კონტაქტი არ მიგრძვნია. შესაძლოა ის თავად მოძრაობდა ძალიან რბილად. ჩანაწერი უნდა ვნახო. მიხარია, რომ მსაჯმა ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა“.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელსაც მიმდინარე სეზონში ხუთი თამაშიღა დარჩა - მათ შორისაა შეხვედრები „არსენალსა“ (1 მაისს) და „ჩელსისთან“ (8 მაისს) - ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, თუმცა ცხრილში მაინც პირველ ადგილზეა.

„ძნელია იმის თქმა ნიუკასლში ორი ქულა მოვიპოვეთ თუ დავკარგეთ, - განაგრძო ფერგიუსონმა. - ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა წინ გვაქვს და ყველაფერი შემდგომ ტურებში გადაწყდება“.

კითხვაზე, ფრე ნიუკასლში ხომ არ იყო შაბათს, „უემბლიზე“, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტისთან“ ბრძოლისა და დაღლის („სიტიმ“ მოიგო 1:0) შედეგი, ფერგიმ უპასუხა:

„ჩვენ, ამ დღეებში, ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა ძალები აღგვედგინა. „უემბლის“ გრუნტი აშკარად დამღლელია, მაგრამ „ნიუკასლის“ ფეხბურთელებიც უნდა შევაქო. ისინი ენერგიით აღსავსენი იყვნენ“.

მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ამ შეხვედრასაც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს - მას ხომ ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი. თუმცა დისკვალიფიკაციის „ვადა“ დასრულდა და შაბათს, 23 აპრილს, „ოლდ ტრეფორდზე“, „ევერტონთან“ სერ ალექსი მოედნის კიდესთან ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება. ამასთან დაკავშირებით ფერგიუსონმა იხუმრა:

„მგონი, ჩემს ასისტენტებს ძალიან წყდებათ გული ხუთი თამაში უკვე რომ გავიდა და მე დაბლა ვბრუნდები“.

„იუნაიტედთან“ ფრემ „ნიუკასლს“ კარგი საქმე გაუკეთა. „კაჭკაჭები“ ცხრილში 40 ქულით მეცხრე ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 7 ქულით აღემატებიან, თუმცა პერდიუ, რომელიც გუნდს სათავეში დეკემბერში, კრის ჰაუტონის გაგდების შემდეგ ჩაუდგა, ფეხბურთელებს დამშვიდებას არ ურჩევს:

„წესით 40 ქულა საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ შაბათს რთული მატჩი გველის, ბლექპულში მივდივართ. ვფიქრობ, იქაც ისეთივე ფეხბურთის თამაში გვმართებს, „იუნაიტედთან“ რომ ვითამაშეთ და ცხრილის 8 უძლიერეს გუნდში უნდა შევიდეთ“.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"

სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას

ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა

[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე

U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა

რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..

უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..

[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა

[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა

ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...

"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"