კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ მას, „ჩელსიდან“ გააგდებენ. მიზეზი?
კარლო ანჩელოტი ფიქრობს, რომ მას, „ჩელსიდან“ გააგდებენ. მიზეზი? მისი გუნდი საკმარისად ძლიერი არ არის.

მწვრთნელის ასეთი განცხადება კლუბის მეპატრონე რომან აბრემოვიჩს, ალბათ, განარისხებს. საქმე ის არის, რომ „ლურჯების“ დღევანდელი შემადგენლობა, ფეხბურთელების სატრანსფერო თანხები რომ შევკრიბოთ, 271,65 მილიონი ფუნტის ტოლია. არადა, იტალიელს დაუჩემებია, შემოდგომაზე, კრიზისი რომ დაგვეწყო, შემადგენლობის გადახალისების საშუალება არ მქონდაო.

„ვფიქრობ, ამ სეზონში „ჩელსის“ შემადგენლობა საკმარისად ძლიერი არ იყო. სეზონის დასაწყისში ვერც წარმოვიდგენდით, რომ დადგებოდა დღე და ერთბაშად რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გამოგვაკლდებოდა. ჩვენ სწორედ მაშინ გაგვიჭირდა, როდესაც ფრენკ ლემპარდი, დიდიე დროგბა, მიკაელ ესიენი, ჯონ ტერი და ალექსი დაგვაკლდნენ. საქმე იქამდე მიგვივიდა, რომ იძულებულები გავხდით მარჯვენა მცველი პაოლო ფერეირა შუაში დაგვეყენებინა, რადგან იქ არავინ გვყავდა. ამას თავიდანვე როგორ წარმოვიდგენდით? არადა, რამდენიმე ქულა სწორედ მაშინ დავკარგეთ. თან, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ამ ფეხბურთელების არყოფნაში მხოლოდ მათი ოსტატობა კი არ დაგვაკლდა, არამედ მათი პიროვნული თვისებებიც“ — განაცხადა ანჩელოტიმ.

ბოლოხანს გამოქვეყნებულ მონაცემთა თანახმად „ჩელსიმ“ ხუთი წლის განმავლობაში ფეხბურთელების ყიდვაში 185 მილიონი ფუნტი დახარჯა. სატრანსფერო ბაზარზე „ლურჯებზე“ მეტად ხელგაშლილები იყვნენ „მანჩესტერ სიტი“, „ტოტენჰემ ჰოთსპური“ და „ლივერპული“. სეზონის დასაწყისში „ჩელსიმ“ პრემიერლიგაში მხოლოდ 21 კაციანი განაცხადი შეიტანა და ამ ფეხბურთელებს შორის სამი მეკარე იყო. თვალშისაცემია ისიც, რომ დასავლეთლონდონელთა გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებიდან ძირითად შემადგენლობაში რეგულარურად ერთიც ვერ ხვდება. თუმცა, ამ ყოველივეს მიუხედავად, ანჩელოტი ფიქრობს, რომ სწორედ მოიქცა, როდესაც აბრამოვიჩს არ შეეწინააღმდეგა და სეზონის შარშანდელი შემადგენლობით დაწყებას დაყაბულდა. შეგახსენებთ, რომ „ჩელსიმ“ გასულ სეზონში პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტული და ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიგო.

იტალიელი მწვრთნელი ამბობს, რომ მას არ წყდება გული იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც „ლურჯებმა“ სახელფასო ფონდის შემცირების გამო გაუშვეს. ლაპარაკია მიხაელ ბალაკზე, რიკარდო კარვალიოზე, ჯო კოულზე, დეკუსა და ჟულიანო ბელეტიზე.

„მე დავეთანხმე კლუბის პოლიტიკას, რომლის თანახმადაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელები ახალგაზრდებით უნდა შეგვეცვალა. სანამ კრიზისული პერიოდი დაგვიდგებოდა ჩვენ კაკუტას, სტარიჯსა და მაკეჩრანს ნაკლებად ვათამაშებდით. მეორე მხრივ კი გამოჩნდა, რომ გაჭირვების ჟამს ამ ბიჭებზე მთელი პასუხისმგებლობისა და სიმძიმის აკიდება არ შეიძლებოდა და ამიტომაც ვიყიდეთ იანვარში ფერნანდო ტორესი და დავიდ ლუიზი“.

„ჩელსის“ განსაკუთრებით ნოემბერსა და დეკემბერში გაუჭირდა, როდესაც 11 შეხვედრიდან 10 ქულაზე მეტი ვერ აიღო. ანჩელოტი განაგრძობს:

„ბოლო თვეებში საქმე ძლიერ გამოვასწორეთ და პრემიერლიგაში შესანიშნავად ვითამაშეთ, ბერი შეხვედრა მოვიგეთ. დღეს ჩვენ „არსენალთან“ ახლოს ვართ, „მანჩესტერ იუნაიტედისგან“ კი არც ისე შორს. დეკემბერში ამაზე ოცნებაც კი წარმოუდგენელი ჩანდა. სამწუხაროდ, ჩემპიონატის დამთავრებამდე ცოტა რჩება და ჩამორჩენის აღმოფხვრა ძალიან ძნელია. ამ სეზონში ჩემპიონის ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ. შესაძლოა მეორე ადგილზე გავიდეთ, თუმცა „ჩელსისთვის“ მეორე ადგილზე გავა თუU მესამეზე დიდი ნმიშვნელობა არ აქვს. სეზონის დაწყების წინ მე მხოლოდ პირველობაზე ვფიქრობ. მეორე ადგილზე ცხოვრებაში არ მიფიქრია.

დიახ, ჩვენთვის უმთავრესი მიზანი პირველი ადგილია. შემდეგ, მნიშვნელოვანია ისეთ ადგილზე გასვლა, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მოვხვდეთ“.

მიმომხილველები კი წერენ, რომ ანჩელოტის ხელმძღვანელობით „ჩელსიმ“ ყველა დარჩენილი შეხვედრა რომც მოიგოს, იტალიელი სპეციალისტი თანამდებობას მაინც ვერ შეინარჩუნებს. ამ საკითხზე ლაპარაკისგან ის თავს იკავებს და ამბობს, რომ თუ აბრამოვიჩი მის შეცვლას გადაწყვეტს, საწინააღმდეგო არაფერი ექნება.

„რასაკვირველია, მომავალი სეზონისთვის მაქვს გეგმები დასახული, მაგრამ მათზე ლაპარაკი დღეს ნაადრევი მგონია. მე ფეხბურთელებთან მომავალზე არ მილაპარაკია და არც მათი კონტრაქტების გაგრძელება მეხება. „ჩელსიში“ ნამდვილი პროფესიონალები თამაშობენ და იციან, რომ გუნდები მწვრთნელებს ცვლიან, ხოლმე. დღეს ისინი ჩემთან თამაშობენ შემდგომ სეზონში კი არ არის გამორიცხული სხვისი ხელმძღვანელობით მოუხდეთ მუშაობა“.

ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე