ავსტრალიის ნაკრებმა სამი ერის გათამაშების პირველ, ბრისბენულ შეხვედრაში ბრწყინვალე სტილით მოუგო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს...

ავსტრალიის ნაკრებმა სამი ერის გათამაშების პირველ, ბრისბენულ შეხვედრაში ბრწყინვალე სტილით მოუგო მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, სამხრეთ აფრიკის ნაკრებს და ახლა გამალებით ემზადება მორიგი მატჩისთვის, რომელიც მელბურნში ახალ ზელანდიასთან გაიმართება.

"ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. აქედან ერთი იძულებითია. ბრისბენში განზრახ უხეშობისთვის შესანიშნავ ფორმაში მყოფი მგეზავი ქუადე კუპერი ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. დინსი იძულებული გახდა, მგეზავის პოზიციაზე დაებრუნებინა მეთ გიტო, რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში შუამარბად ითამაშა.

ამ პოზიციაზე კი, დინსის გადაწყვეტილებით, ბერიკ ბარნსი ითამაშებს. კუპერის ოვალურ სამყაროში გამოჩენამდე ავსტრალიის ნაკრებში მგეზავისა და შუამარბის, ანუ როგორც 12 ნომრად მოთამაშე მორაგბეს სხვაგვარად ეძახიან - შიდა სამმეოთხედელის წყვილს სწორედ გიტო-ბარნსი შეადგენდნენ. მათ ერთად ავსტრალიის ნაკრების ბოლო 33 ტესტიდან 15-ში ითამაშეს ერთად. ბოლოს კი, გიტო-ბარნსი შარშან, ნოემბერში ველინგტონში ახალი ზელანდიის ნაკრებს უქმნიდნენ პრობლემებს.

ასეა თუ ისე, დინსს სხვა გზა არ აქვს, თუმცა ავსტრალიელებისთვის ეს სათამაშო რგოლი პრობლემას არ წარმოადგენს. "ვოლაბების" აქილევსის ქუსლი საყოველთაოდაა ცნობილი - პირველი ხაზი. თუმცა გარკვეული სასიკეთო ცვლილებები აქაც შეინიშნება. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა სტივენ მური, რომელსაც ნაკრებში რამდენიმე თამაში ყბის მოტეხილობის გამო გაუცდა. საია ფაინგაამ კი სათადარიგოთა საკამზე გადაინაცვლა.

სათადრიგოთა შორისაა მისი ძმაც გარემარბი ენტონი ფაინგაა. თუ გაუმართლათ და დინსმა ორივეს თამაშის საშუალება მისცა, ფაინგაანი ძმათა მეორმეცე წყვილი იქნება, ვისაც ავსტრალიის ნაკრებში მხარდამხარ უთამაშია.

აღსანიშნავია, რომ ნათან შარპი, რომელსაც დებიუტი რვა წლის წინ ავსტრალიის ნაკრებში სწორედ მელბურნში ჰქონდა, თავის 84-ე ტესტს გამართავს.

ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დრიუ მიტჩელი, 10. მეთ გიტო, 9. ვილი გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი; 16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ქართლი ბეილი.

სპორტსმენის პირობაზე მე ვფიქრობ,რომ მსუქანია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა