რვაფეხა იკერმა ამჯერად "რეალის" გამარჯვება იწინასწარმეტყველა
რვაფეხა იკერმა ესპანეთის თასის ფინალში "ბარსელონასთან" შეხვედრაში მადრიდის "რეალის" გამარჯვება იწინასწარმეტყველა.

იკერმა თავისი პროგნოზი იმავე გზით გააკეთა, როგორც სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატზე მატჩების შედეგებს ცნობილი რვაფეხა პაული წინასწარმეტყველებდა, რომელმაც ფეხები ოქტომბერში გაფშიკა.

რვაფეხას, რომელსაც იკერი "რეალის" მეკარის პატივსაცემად დაარქვეს, ორი კონტეინერიდან სარდინის არჩევა შესთავაზეს. ერთზე "რეალის" ემბლემა იყო გამოსახული, მეორეზე - "ბარსელონასი". იკერმა სარდინი "რეალის" კონტეინერიდან ამოირჩია, რითიც მადრიდული გუნდის მოგება იწინასწარმეტყველა.

სხვათა შორის, გასულ კვირას იკერმა "რეალსა" და "ბარსელონას" შორის ესპანეთის ჩემპიონატის მატჩის პროგნოზიც გააკეთა, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. 15 წუთის განმავლობაში რვაფეხამ სარდინი არც ერთი კონტეინერიდან არ აიღო.

ესპანეთის თასის ფინალი "ბარსელონასა" და "რეალს" შორის, 20 აპრილს საღამოს, ვალენსიაში გაიმართება.

აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი