ფინალი ფინალამდე - ასე შერაცხეს საფრანგეთისა და ბელგიის ნაკრების დაპირისპირება მედიაში. ბევრის აზრით, სწორედ ბადის ამ ნახევარშია მსოფლიოს მომავალი ჩემპიონი და ახლა უბრალოდ უნდა დადგინდეს, რომელი? საფრანგეთი თუ ბელგია...

"ლურჯები" "წითელი ეშმაკების" წინააღმდეგ - ძალიან მაგარი დაპირისპირება გველის.

ქაღალდზე ბელგიაც და საფრანგეთიც უფრო ძლიერი გუნდები არიან, ვიდრე მეორე ნახევარფინალის მონაწილე ხორვატია და ინგლისი. ასე რომ, ამ წყვილის გამარჯვებულს ფინალში ფავორიტის სტატუსი გარანტირებული აქვს.

ბელგიის ნაკრები ამ მუნდიალზე ერთ-ერთ ყველაზე თვალსასეირო ფეხბურთს თამაშობს. ახლა "წითელ ეშმაკებსა" და მუნდიალის ფინალს შორის (რომლისთვისაც ბელგიას არასოდეს მიუღწევია) დიდიე დეშამის ახალგაზრდული (მუნდიალზე მეორე ყველაზე ახალგაზრდული გუნდი სწორედ საფრანგეთს ჰყავს) გუნდი დგას.

ბელგიის ამ თაობას უკვე კარგა ხანია უწოდებენ "ოქროს თაობას". როგორც იქნა, ნაკრებმა შესაფერისი შედეგიც დადო - მუნდიალის ნახევარფინალში გასვლა უკვე ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა რობერტო მარტინესის გუნდს აშკარად მეტი სწადია. სხვათა შორის, არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანელი თავკაცის ასისტენტი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდა ტიერი ანრია.

ამ ორი გუნდის ბოლო დაპირისპირება მუნდიალზე 1986 წელს მექსიკაში შედგა. ეს იყო მე-3 ადგილისთვის მატჩი. 90 წუთი 2:2 დასრულდა, ფრანგებმა მხოლოდ დამატებით დროში შეძლეს გამარჯვება - 4:2.

ორივე გუნდს მრავლად ჰყავს ლიდერი შეტევის ხაზში - ანტუან გრიზმანმა პლეი-ოფის ზედიზედ ორ მატჩში გაიტანა, ბელგიაში კი ვირტუოზულად თამაშობს ედენ აზარი, მის ანგარიშზე 2 გოლი და 2 საგოლე პასია. ბრწყინვალეა რომელუ ლუკაკუც, რომელიც ბომბარდირობისთვის იბრძვის, ისევე, როგორც ფრანგთა თინეიჯერი ლიდერი კილიან მბაპე. ფრანგებს ჰყავთ ოლივიე ჟირუ, რომლის წყალობითაც ყოველი ჩაწოდება მეტოქის საჯარიმოში სახიფათოა. სამაგიეროდ, ბელგიას კევინ დე ბრუინი ჰყავს, რომელმაც ცრუცენტრფორვარდის პოზიციაზე დიდებულად ითამაშა და ბრაზილიასთან მატჩში კარგი გოლიც გაიტანა.

ბელგიელებს არ ეყოლებათ მარჯვენაფლანგელი თომას მონიე, პსჟ-ის ფეხბურთელი დისკვალიფიცირებულია. მის ფუნქციებს ძირითადად ნასერ შადლი შეითავსებს. მონიეს გამო, შესაძლოა, 3-4-3 სისტემა 4-3-3-ად გადაკეთდეს და შადლიმ მარჯვენამცველობა შეითავსოს. ამ შემთხვევაში გუნდის ძირითადში შეიძლება მუსა დემბელე გამოჩნდეს და არა კარასკო.

ცხადია, შუა ხაზში ვიტსელისა და ფელაინის ტანდემს არაფერი ემუქრება. ამ დუეტმა წინა მატჩში კარგად იმუშავა. შეტევის სამეული იგივე დარჩება, რომელუ ლუკაკუ ისევ მარჯვნიდან შეუტევს და ცენტრში დე ბრუინი იმოქმედებს.

ფრანგთა ბანაკში ეჭვობენ, რომ ჯიბრილ სიდიბე და სამუელ უმტიტი თამაშს ვერ შეძლებენ. სიდიბე ისედაც არ განიხილება სასტარტოში, მას მერე, რაც ბენჟამენ პავარმა თავი კარგი თამაშით გამოიჩინა. საყრდენ ხაზზე პოგბასა და კანტეს წყვილი შეუცვლელია. ბლეზ მატუიდი დისკვალიფიკაციის მოხდის მერე ბრუნდება. მეტი ცვლილება "ლე ბლოს" შემადგენლობაში მოსალოდნელი არ არის.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გუნდი წინა მუნდიალზე საკმაოდ ახლოს მივიდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის გამოცდილება ამ გუნდების არც ერთ ფეხბურთელს არ აქვს.

დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი): "ჩვენ მზად ვიქნებით ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშისთვის, როგორიც უნდა იყოს მისი შემადგენლობა. თომას მონიე არ იქნება, მაგრამ ბელგია აქ შემთხვევით არ მოხვდა. ჩემს ფეხბურთელებს რამდენიმე ვარიანტისთვის ვამზადებ და არც ერთი ეს ვარიანტი არ არის დაკავშირებული ბელგიელთა შემადგენლობასთან. მე კონცენტრირებული ვარ ჩემი გუნდის თამაშზე. ტიერი ანრის ძალიან დიდ პატივს ვცემ.

ერთადაც გვითამაშია, როცა მე კარიერას ვასრულებდი, ის კი გაცილებით ახალგაზრდა იყო. ახლა ანრი რთულ სიტუაციაშია, ფეხბურთში კი ეს ხშირად ხდება. ის ახლა უნდა დაჯდეს სათადარიგოთა სკამზე საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ თამაშში. ანრიმ კარგად იცოდა, როცა ბელგიელთა წინადადებას თანხმდებოდა, რომ ეს დრო შეიძლება დამდგარიყო. თუმცა პირადად ძალიან მიხარია, რომ ტიერის ხვალ ვნახავ".

უგო ლორისი (საფრანგეთი): "ბედნიერი ვარ, რომ ტიერი ანრისთან ერთად თამაში მომიწია ორი სეზონის განმავლობაში საფრანგეთის გუნდში. ის დიდი ფეხბურთელი და ნამდვილი ჯენტლმენია. ცოტა უცნაური იქნება მისი მოწინააღმდეგის ბანაკში ხილვა. დარწმუნებული ვარ, ხვალ მისი გული ორად იქნება გაყოფილი, რადგან ის ყოველთვის ფრანგად რჩება".

ფაქტები

მუნდიალზე ბელგიამ, ერთის გარდა, ყველა თამაშში მოახერხა მინიმუმ 2 გოლის გატანა.

ბელგიის 5 მატჩიდან ამ მუნდიალზე 4-ში 2.5 გოლი და მეტი გავიდა.

საფრანგეთის ნაკრების 9 გოლიდან ამ მუნდიალზე 6 კილიან მბაპემ და ანტუან გრიზმანმა გაიტანეს.

საფრანგეთისა და ბელგიის ბოლო 4 ურთიერთდაპირისპირებიდან 3-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

ორივე გუნდმა შეძლო ამ მუნდიალზე ისეთი თამაშის შემოტრიალება, რომელსაც თავიდან აგებდა.

1/2-ფინალი. სანკტ პეტერბურგი. კრესტოვსკი

საფრანგეთი-ბელგია

სავარაუდო შემადგენლობები

საფრანგეთი (4-2-3-1): ლორისი - პავარი, ვარანი, უმტიტი, ლ. ერნანდესი - კანტე, პოგბა - მბაპე, გრიზმანი, მატუიდი - ჟირუ

ბელგია (3-4-3): კურტუა - ალდერვეირელდი, კომპანი, ვერტონგენი - შადლი, ფელაინი, ვიტსელი, კარასკო - ლუკაკუ, დე ბრუინი, აზარი

არბიტრი: ანდრეს კუნია (ურუგვაი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Lasha
ინგლისი ჩემპიონია
irakli
არგენტინასთა? (((((((
zaza
ფინალი იქნება ბელგია ინგლისი და ინგლისი გახდება მსოფლიოს ჩემპიონი.
aburjga
ფინალი, ბელგია-ხორვატია!
ლევანი
ბელგია გახდება მსოფლიოს ჩემპიონი!
BELGIUM CHAMPION
ვისთან აგებდა საფრანგეთი ამ ჩემპიონატზე და ვის შემოუტრიალა თამაში - იქნებ გაგვახსენო გაზეთო "ლელო" :))))))))
euhh
ბელგიას თუ მანდ რაუნდა ეგ დღეს გამოჩნდება და მერე კიდე ფინალში,დღეს ფრანგებს მოუგებს 1:3 და მერე ინგლისს მოუგებს ფინალში
123
ბელგიას აქ რაუნდა? გუნდი არ არის, ჯერ კიდევ იაპონიას უნდა გაეგდო და საფრანგეთი-ბრაზილია უფრო საინტერესო იქნებოდა ვიდრე ბელგია-საფრაგეთი. ცხადია საფრანგეთი ამოტენის.
dav
საფრანგეთი ჩემპიონია
toka
ბელგია ფინალში, ბაყაყიჭამიებისთვის საკმარისია
დათო
საფრანგეთი მგონია, რომ გავა ფინალში
ლაშა
რა გჭირთ თქვენ ))) საფრანგეთი - ინგლისი არაა ) საფრანგეთი - ბელგია ))
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
"ეს ბევრმა ვერ შეამჩნია, მაგრამ..." - იამალი "დამსახურებების" ჩამოთვლას აგრძელებს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ოლისეს და დუეს შოუ. საფრანგეთმა ბელგიას საოცარი თამაში შემოუტრიალა - იტალიამ თურქეთს მოუგო
მშვიდობით თუ ნახვამდის? - კურტუამ კომენტარი გააკეთა
[VIDEO] იტალიის საშველი არ არის - ბელგიამ მოუგო და გოდტსმაც გაიტანა
საფრანგეთი და იტალია დაზავდნენ, ბელგიამ თურქეთი დაამარცხა
[VIDEO] ზიდანმა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელის რანგში პირველი გამარჯვება მოიპოვა - თურქეთთან
L'Équipe: ოლისემ ინგლისთან მატჩის შემდეგ გასახდელში იტირა
რუდი გარსიამ ბელგიის ნაკრები დატოვა
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი