პოლიციელებმა მიიჩნიეს, რომ გზავნილს ლენონისთვის სასიკვდილო დაზიანების მიყენება შეეძლო
შოტლანდიის საფეხბურთო კლუბის "სელტიკის" მთავარ მწვრთნელს ნილ ლენონს ფოსტით ბომბი გაუგზავნეს. ანალოგიური გზავნილები გაუგზავნეს "სელტიკის" ორ გავლენიან გულშემატკივარს - ლენონის ადვოკატ პოლ მაკბრაიდს და შოტლანდიის პარლამენტის წევრს ტრიშ გოდმანს. ლენონის და მაკბრაიდის გზავნილები დააკავეს, გოდმანის გზავნილმა კი ადრესატს მიაღწია, მაგრამ არ აფეთქდა.

გაზვნილები 2011 წლის მარტში გააგზავნეს. ბომბები სავარაუდოდ არაპროფესიონალმა დაამზადა. მიუხედავად ამისა, პოლიციელებმა მიიჩნიეს, რომ გზავნილს ადრესატისთვის სასიკვდილო დაზიანების მიყენება შეეძლო.

"სელტიკს" ტრადიციულად მხარს შოტლანდიელი კათოლიკეები უჭერენ, გლაზგოს მეორე კლუბის "რეინჯერსის" ფანატები კი ძირითადად პროტესტანტები არიან.

ლენონი კათოლიკეა, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში "სელტიკში" თამაშოდა და სასიკვდილო მუქარები წინათაც მიუღია. სწორედ გულშემატკივართა მხრიდან მუქარების გამო წავიდა ის 2002 წელს ჩრდილოეთ ირლანდიის თავკაცის პოსტიდან. 2008 წელს, როდესაც ის "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობდა, "რეინჯერსთან" მატჩის შემდეგ თავს დაესხნენ.

ლენონმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი 2010 წლის ზაფხულში დაიკავა. შოტლანდიის ჩემპიონატის 2010/11 წლის სეზონში "სელტიკს" 76 ქულა აქვს მოპოვებული და მეორე ადგილს იკავებს. ლიდერი "რეინჯერსია", რომელსაც 80 ქულა აქვს. ამასთან, "სელტიკს" ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა