"ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა ინგლისის ჩემპიონატში "არსენალთან" დერბის წინ "მეთოფეთა" თავკაცი დაიცვა
მთავარმა მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ინგლისის ჩემპიონატში "არსენალთან" დერბის წინ "მეთოფეთა" თავკაცი არსენ ვენგერი დაიცვა.

"არ მესმის, რისთვის აკრიტიკებენ არსენ ვენგერს. "არსენალმა" ფანტასტიკურ წარმატებებს მიაღწია და ბრწყინვალე ფეხბურთს თამაშობს. ვენგერის ხელმძღვანელობით "მეთოფეებმა" ერთი სეზონი დაუმარცხებლად ჩაატარეს. ეს დიდი მიღწევაა. უბრალოდ დაუჯერებელია.

ვენგერმა "არსენალთან" ერთად უკვე საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო. მას კიდევ ერთის მოგება არ სჭირდება, რათა ვინმეს რამე დაუმტკიცოს. მისი ბიოგრაფია ამ მხრივ ისედაც შთამბეჭდავია.

ვენგერის მიმართ კრიტიკა არ მესმის, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი ასეთია. ვერც იმის გამო დავადანაშაულებ, რომ ასეთი დამოკიდებულება აღიზიანებს. მის ადგილზე მეც გავბრაზდებოდი. საკმარისია მწვრთნელმა რამდენიმე მატჩი წააგოს, რომ ყველა იდიოტი პირდაპირ ეთერში რეკავს და ამბობს: "მათ საზიზღრად ითამაშეს, ისინი სრული არარაობა იყვნენ". არადა, არც ყოფილან იმ მატჩზე, რომელზეც საუბრობენ და სინამდვილეში ან რადიორეპორტაჟი მოისმინეს, ან ცოლთან ერთად საყიდლებზე იყვნენ.

მე ასეთი აზრები არ მაინტერესებს. ვიღაც იდიოტების მოსმენა არ მსურს და მირჩევნია სხვა არხზე გადავრთო და მუსიკას მოვუსმინო", - თქვა რედნაპმა.

მომზადებულია Sky Sports-ის მიხედვით

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა