მოურინიომ "რეალში" მოღვაწეობის პირველსავე სეზონში შეძლო ტიტულის - ესპანეთის სამეფო თასის მოპოვება
ჟოზე მოურინიომ "რეალში" მოღვაწეობის პირველსავე სეზონში შეძლო ტიტულის მოპოვება, თან ეს მან უპრინციპულესი მეტოქის, "ბარსელონას" დამარცხებით შეძლო - "კოპა დელ რეის" ფინალის პირველი დამატებითი ტაიმის მუწურულს ანხელ დი მარიას ჩამოწოდებულს პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო თავით გამოეხმაურა და ხოსე პინტოს გაუტანა - ეს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა ამ შეხვედრაში, რომელიც "ელ კლასიკოების" საგაზაფხულო კვარტეტის მეორე სერია იყო.

პირველი სისხლიც ამ თამაშში დაიღვარა - მართალია, მოურინიომ თითქმის წააგო ერთი ტიტული (პრიმერადივიზიონის ჩემპიონობა) ხოსეპ გვარდიოლასთან, მაგრამ მეორე (სამეფო თასი) კი მოუგო, ჯერი მესამე ტიტულისთვის ბრძოლაზეა - ერთ კვირაში ეს გუნდები ისევ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ამჯერად ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში.

გადაჭედილი "მესტალია" ორ ბანაკად იყო გაყოფილი, ჩრდილოეთის ტრიბუნაზე "ბარსას" ფანები ისხდნენ სამხრეთში კი - "რეალის". შემადგენლობებში სიურპრიზები არ ყოფილა, როგორც დავწერეთ ზუსტად ისე გამოვიდნენ გუნდები სათამაშოდ, არ იყო მხოლოდ კარლეს პუიოლი, რომელმაც, როგორც ჩანს, მაინც ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება, მის ნაცვლად დაცვაში ხავიერ მასკერანომ ითამაშა.

თუკი პირველი ტაიმი თანაბარი იყო და "სამეფო კლუბი" უფრო მწვავედ "იკბინებოდა" ("ლოს ბლანკოსმა" ერთხელ ძელსაც გაარტყა ბურთი), მეორეში "ბარსელონას" სათამაშო უპირატესობა აშკარა იყო. იმ დღეს ბრწყინვალედ მოთამაშე პედრომ გოლიც კი გაიტანა, მაგრამ მსაჯმა საკმაოდ საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

"რეალს" კიდევ ერთხელ პირველი დამატებითი ტაიმის ბოლოს გაუჭირდა, როცა ანგარიში წაიყვანა, "ბარსელონამ" ნამდვილი შტურმი მოაწყო, რასაც ვერ ვიტყვით მეორე დამეტებით ტაიმზე, რომელშიც რონალდოს კიდევ ერთი გოლის გატანა მართებდა.

რონალდო (რეალი): "ჩვენთვის ეს ძალზე მნიშვნელოვანი ტიტულია. მიხარია, რომ გოლი, რომელსაც ასე შევნატროდით, მე გავიტანე, თანაც "ბარსას" კარში, რომელმაც ასე მაგრად ითამაშა მეორე ტაიმში. ამ მოგებამ დიდი სამსახური გაგვიწია, ჩვენ ახლა ის გუნდი ვართ, რომელსაც გამარჯვებულის ხასიათი აქვს."

ესპანეთი. კოპა დელ რეი. ფინალი

ბარსელონა-რეალი 0:0 (0:1 დ.დ.)

ბარსელონა (4-3-3): პინტო - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, ადრიანო (120. მაქსველი) - ჩავი, ბუსკეტსი (108. კეიტა), ინიესტა - პედრო, მესი, ვილია (106. აფელაი).

რეალი (4-3-3): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო (120. გარაი), მარსელო - ხედირა (104. გრანერო), პეპე, ჩაბი ალონსო - იოზილი (70. ადებაიორი), რონალდო, დი მარია.

გოლი: 0:1 რონალდო (103)

გაფრთხილება: ადრიანო, მესი, პედრო - ალონსო, დი მარია, პეპე, ადებაიორი

გაძევება: დი მარია (120)

კუთხური: 12-3; ჯარიმა: 24-26; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 10-12 (4-6); ბურთის ფლობა: 64%-36%.

მაყურებელი: 55 000.

Shota
რიალს უბრალოდ გაუმართლა. იმ დღეს გვერდითი არბიტრი და ფორტუნა ორივე მაგათ მხარეზე იყო
gio
ბატონო ნიკოლოზ, თამაშს უყურეთ?:D
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია