საფრანგეთის თასის 1/2-ფინალი

თამაშამდე ჟურნალისტები ხაზს უსვამდნენ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო “ნიცასთავის” თასის გათამაშების ფინალში გასვლა, რადგან მსგავსი შანსი ამ კლუბს კიდევ დიდხანს არ მიეცემა. ქალაქში დაპირისპირებამ არნახული ინტერესი გამოიწვია. ამაზე ისიც მოწმობდა, რომ რეგიონის მაცხოვრებლებმა ჯერ კიდევ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე დაიტაცეს “სტად დუ რაიზე” მოსახვედრი 17 ათასივე ბილეთი. ნიცელთა აღტყინება გასაგები იყო. იმისთვის, რომ გუნდის ფანებს სტადიონამდე ადვილად მიეღწიათ, კლუბმა ქალაქის ცენტრიდან სპეციალური ავტობუსები დანიშნა. “ნიცას” ოფიციალური ვებგვერდი კი გულშემატკივარს მოუწოდებდა, სტადიონის ტრიბუნები ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე შეევსოთ. ასპარეზობა დაიწყო და გულშემატკივრებმა ამ სიტყვის ლამის პირდაპირი მნიშვნელობით გამაყრუებელი აპლოდისმენტებით დაასაჩუქრეს საკუთარი გუნდი.

“ლილის” დამრიგებელი რუდი გარსია ჯერ კიდევ მატჩამდე 24 საათით ადრე ამბობდა, რომ “ნიცასთან” სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენებდა თავის ლიდერებს, ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირს, 25 წლის მუსა სოვსა და 20 წლის ედენ აზარს. ფეხბურთელები ჯერ გახურებულნიც არ იყნენ, რომ სტუმრებმა ტერიტორიული უპირატესობა ჩაიგდეს ხელთ. ტრიბუნებს ამ ყველაფერზე ლოგიკური რეაქცია ჰქონდა - “სტად დუ რაი” კინაღამ დაიქცა. როგორც ჩანს, ჩემპიონატის ლიდერებს მწვრთნელის დარიგება კარგად ახსოვდათ და სულაც არ ერიდებოდნენ ტრიბუნების ობსტრუქციის ფონზე საკუთარ ნახევარზე ბურთის ერთმანეთისთვის გაგორება-გამოგორებას. სტუმართა იერიშები მოკლე, თუმცა მრავალსვლიანი კომბინაციებისგან შედგებოდა. მიუხედავად ბურთის ფლობისა, სახიფათო მომენტებამდე საქმე არა და არ მიდიოდა. “ნიცამ” ამით ისარგებლა და მე-14 წუთზე აქეთ დაემუქრა მოწინააღმდეგეს: 27 წლის გაბონელმა ერიკ მულუნგუიმ ტექნიკურად მოახერხა მეურვის ჩამოშორება და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მას დავიდ ბელიონი დახვდა. დარტყმა კარს სანტიმეტრებში აცდა.

მიუხედავად რიგ ეპიზოდებში გუნდების თავდადებული ბრძოლისა, საერთო ჯამში თამაშის ტემპი საშუალოზე ოდნავ დაბალი იყო. “ლილი” ძალიან ადვილად გადიოდა მოედნის ცენტრს, თუმცა რაც უფრო უახლოვდებოდა ვეტერანი ლიონელ ლეტიზის კარს, მით მეტად ჭირდა ზუსტი პასის გაკეთებაც კი. რეალურად “ძაღლების” ყოველი შეტევა მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან იფუშებოდა. ვინ იცის, ნანობდა თუ არა რუდი გარსია ამ მომენტში, რომ გუნდის ორივე ლიდერი სკამზე უჯდა. რაც შეეხებათ მასპინძელ “არწივებს”, ისინი იშვიათად გადადიოდნენ ბურთიანა მეტოქის ნახევარზე და როცა გადადიოდნენ, მაშინაც რეალურად ვერაფერს ქმნიდნენ.

პირველი სახიფათო მომენტი “ნიცას” კართან ნახევარი საათის მიწურულს შეიქმნა და ისიც 26 წლის ბრაზილიელ ტულიო დე მელოს შორეული დარტყმით. მალე რუდი გარსიას პირველი პრობლემა შეექმნა: ტრავმის გამო მინდორი 31 წლის ფლორან ბალმონმა დატოვა და მის ნაცვლად თამაშში ედენ აზარი ჩაერთო. “ძაღლების” დამრიგებელმა ამით მეტოქეს ისიც მიანიშნა, რომ ის მხოლოდ მოსაგებად იყო ჩამოსული და თამაშის დარჩენილ ნაწილში აქცენტის შეტევაზე გაკეთებას აპირებდა. პირველი ტაიმის მიწურულს ხიფათი ისევ სტუმართა კართან შეიქმნა. საჯარიმოდან 24 წლის საყრდენმა დიდიე დიგამ ბურთი პირდაპირ თავზე დაასვა დავიდ ბელიონს, ვისი დარტყმულიც პირდაპირ ხელებში მიუვიდა ვეტერან მიკაელ ლანდროს. ამ “თავხედობას” 44-ე წუთზე მოჰყვა ღირსეული პასუხი: ედენ აზარმა დე მელოსგან ზუსტი პასი მიიღო და ლეტიზის აუღებელი ბურთი დაურტყა 0:1.

ვინ იცის, რა გეგმები ჰქონდათ მეორე ტაიმის დასაწყისში ერიკ როის შეგირდებს, თუმცა... “ლილმა” 46-ე წუთზე ყველა შეკითხვას გასცა პასუხი. თანაგუნდელებმა 23 წლის კოტდივუარელი ჟერვინიო ლეტიზისთან ერთი-ერთზე დატოვეს, ამ უკანასკნელმა ადვილად მოატყუა მეკარე და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. “ნიცა” შეეცადა პასუხი მალევე გაეცა და მინდორსა თუ ტრიბუნებზე ცეცხლი არ გაენელებინა. მცდელობა რამდენჯერმე იყო, მაგრამ არაფერი გამოვიდა: 56-ე წუთზე 23 წლის ანტონი მუნიემ ფლანგზე გაინავარდა და საჯარიმოში მულუნგუის თავზე დაასვა, ამ უკანასკნელმა “ლილის” მცველი 28 წლის მატიო დებიუში დაჩაგრა და ბურთი კარში გადაგზავნა. ლანდროს ნაცვლად მას წინ ძელი გადაეღობა. სანახაობრივი თვალსაზრისით მეორე ტაიმი უკეთესი გამოდგა, “ნიცას” უკანდასახევი აღარსად ჰქონდა და “ლილს” ყრუ დაცვაში ჩაჯდომა არც უფიქრია. ყველაზე სახიფათოდ ისევ და ისევ მულუნგუი ირჯებოდა. 63-ე წუთზე მან მუნიეს პასის შემდეგ ძალიან ძლიერად დაარტყა კარში, თუმცა ხარიხას გადააცილა. “ნიცას” დრო თვალსა და ხელს შუა შემოადნა. “არწივებს” ანგარიშის შესამცირებლად მაინც ბოლო მცდელობა 83-ე წუთზე ჰქონდათ. მულუნგუი ისევ ადვილად გაექცა დებიუშის. აფრიკელი მიწაზე აღმოჩნდა. ყველაფერი საჯარიმოში ხდებოდა და მსაჯს პენალტის დანიშვნის სრული უფლება ჰქონდა, თუმცა მან ეს არ გააკეთა. მატჩის შემდგომ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც ორივე გუნდის მთავარი მწვრთნელი დაესწრო. აი, რა განაცხადა გამარჯვებულმა სპეციალისტმა.

რუდი გარსია: “პირველ რიგში მინდა ჩემი პატივისცემა გამოვხატო ლიონელ ლეტიზის მიმართ. ის დიდებული ადამიანი და მაღალი დონის პროფესიონალია. რაც შეეხება ჩემს გუნდს... ჩვენ უკვე ვდგავართ ისტორიის ზღურბლთან. უკანასკნელი ტიტული ამ გუნდმა შორეულ 1955 წელს მოიგო. სეზონის დარჩენილ ნაწილში გასამართი მატჩების მნიშვნელობა ყველას მშვენივრად ესმის – ფეხბურთელებს, ტექნიკურ პერსობალს, კლუბის პრეზიდენტს. ყველანი ერთად ვამაყობთ, რომ საპატიო ტიტულისთვის ბრძოლა “სტად დე ფრანსზე” მოგვიწევს. დღევანდელი მატჩი მშვენიერი პასუხია მათთვის, ვინც ფიქრობდა, რომ საბოლოოდ ამოვვარდით ფორმიდან. აშკარაა, ჩვენ კარგად ვითამაშეთ და დღევანდელი დაპირისპირება სწორედ ჩვენს სტილში მოვიგეთ. ერთადერთი რაზეც გული ძალიან გვწყდება, ეს ფლორან ბალმონის ტრავმაა. ექიმებმა პირველივე შეხედვისთანავე დაასკვნეს, რომ მას კუნთი აქვს გაწყვეტილი.

ხვალ დილიდან ჩვენ უკვე სხვა საზრუნავი გვექნება. ლიგა 1-ში “ლორიანთან” უმნიშვნელოვანესი შეხვედრა მოგვიწევს. მართალია მარსელის “ოლიმპიკმა” წელს ძალიან მოუმატა, მაგრამ პირველ ადგილზე ჯერ კიდევ ჩვენ ვართ და სანერვიულოც ბევრი არაფერია”.

გუშინ გვიან გავრცელებული ცნობებით ფლორან ბალმონს პირველადი დიაგნოზი დაუდასტურდა, მას კუნთი აქვს გაწვეტილი და ახლა მინიმუმ ოთხი კვირის გაცდენა მოუწევს.

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"