ევროპულმა საკალათბურთო გამოცემამ 12 კალათბურთელი ჩამოთვალა, რომლებსაც NBA-ში მოხვედრის პერსპექტივა აქვთ

ევროპულ საკალათბურთო გამოცემა Ballineurope-ზე გამოქვეყნდა 12 კალათბურთელის ჩამონათვალი, რომლებსაც NBA-ში მოხვედრის პერსპექტივა აქვთ.

სტატიის ავტორი აზრს დაეკითხა რამდენიმე ცნობილ სკაუტს, მათ შორის ალეხანდრო გონსალესს და სიმას ბარანაუსკასს. ჟურნალისტი იკვლევს, რამდენად სავარაუდოა, ქვემოთ ჩამოთვლილ 12 პერსპექტიულ კალათბურთელს ამერიკაში წასვლის შემდეგ იგივე ბედი ეწიოს, როგორიც სერბ დარკო მილიჩიჩს, რომელიც დრაფტზე მეორე ნომრად აიყვანეს, თუმცა მოლოდინი ვერ გაამართლა.

დანარჩენი თერთმეტის პარალელურად გიორგი შერმადინის მოკლე დახასიათებაცაა. თუმცა, მის გაცნობამდე თერთმეტივეს გვარს მოგახსენებთ: რობინ ბენზინგი ("ულმი", გერმანია), ბისმაკ ბიომბო ("ფუენლაბრადა", ესპანეთი), ბოიან ბოგდანოვიჩი ("ციბონა", ხორვატია), ნიჰად დედოვიჩი ("რომა", იტალია), აუგუსტო ცეზარ ლიმა ("გრანადა", ესპანეთი), მილან მაჩვანი ("მაქაბი", ისრაელი), ნიკოლა მიროტიჩი ("რეალი", ესპანეთი), დონატას მატიეიუნასი ("ბენეტონი", იტალია), ლეონ რადოსევიჩი ("ციბონა", ხორვატია), იონას ვალანჩიუნასი ("რიტასი", ლიტვა), იან ვესელი ("პარტიზანი", სერბეთი).

სხვათა შორის, ვესელი, რომელსაც დირკ ნოვიცკის ადარებენ, დღეს გიორგი შერმადინს ადრიატიკის ლიგის ფინალში დაუპირისპირდება.

Ballineurope-ზე შერმადინი ლეგენდარულ ვლადე დევაცთანაა შედარებული:

"ქართველ ცენტრს შეუძლია იყოს მეორე ვლადე დივაცი. შეიძლება არც იყოს... ძნელია შერმადინის შესახებ თამამად მსჯელობა მაშინ, როცა მას ადრიატიკის თასსა და ევროლიგაზე შეზღუდული სათამაშო დრო აქვს. მოკლე დროში არაერთხელ ვნახეთ ფარქვეშ კარგი დაცვა და სროლის სიზუსტე დამაგვირგვინებელ ფაზაში. მოკლედ, იგი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ოლიმპიელია. თუმცა მეტი რომ ვილაპარაკოთ, მეტი უნდა გვქონდეს ნანახი."

[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა