"ორლანდო"-"ატლანტას" მერვედფინალურ სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მესამე მატჩს კი ფაჩულიას გუნდი "პეპსი არენაზე" გამართავს
მიუხედავად იმისა, რომ "ატლანტამ" ორლანდოში "მეჯიქთან" NBA-ს მერვედფინალური სერიის პირველი მატჩი მოიგო, მეორე შეხვედრის წინ მისი გამარჯვებისა ბევრს არ სჯეროდა. არც ტოტალიზატორებს, რომლებმაც "ატლანტას" მოგებაზე 1 ლარში 5.25 ლარი დააწესეს. ეს მეტად მაღალი მაჩვენებელია.

თუმცა, ჯორჯიელებმა ყოველგვარი პროგნოზის გაბათილება სცადეს. პირველ ტაიმში ეს კარგადაც გამოუვიდათ: სროლას-სროლაზე აგდებდნენ, "მეჯიქს" კი დამაგვირგვინებელ ფაზაში უჭირდა.

პირველი პერიოდის ბოლო წამზე ჯამალ კროუფორდმა თითქმის მოედნის ცენტრიდან ისროლა, ბურთი კალათში ჩაეშვა და 22:16. ბადის გავლით ბურთი პირდაპირ ზაზას ხელებში ჩაეშვა. სტუმრები მიღწეულზე არ შეჩერდნენ, იმავე კროუფორდის ორქულიანის წყალობით მეორე პერიოდის დასაწყისში სხვაობა 10 ქულამდე გაზარდეს - 32:22. ძნელი სათქმელია, ამის შემდეგ ჯორჯიელები მოდუნდნენ, თუ მასპინძლები გამოფხიზლდნენ, მაგრამ ფაქტია - "ორლანდომ" 12:2 მოიგო და ანგარიში გაათანაბრა. 12-დან 10 ქულა ცენტრის, დუაით ჰოვარდის ანგარიშზეა.

თუ პირველ ტაიმში ორლანდოს პერიმეტრიდან თამაში არ გამოსდიოდა, მესამე თორმეტწუთეულში მდგომარეობა ამ მხრივაც გამოასწორა და ჰედო თურქოგლუს სამქულიანის შედეგად 11 ქულით გაიჭრა წინ.

მეოთხე პერიოდს "ატლანტა" 54:65 ჩამორჩენით შეხვდა. თითქოს, წამოუდგენლად მოჩანდა თამაშის შემოტრიალება, მაგრამ სტუმრებმა ეს შეძლეს. სასიამოვნია, რომ "ატლანტას" 10:0 გაქცევისას მოედანზე ზაზა ფაჩულიაც იყო და იგი მჭიდროდ მეურვეობდა გოლიათ დუაით ჰოვარდს. ამ ეპიზოდში ქართველმა ბურთიც არაერთხელ მოხსნა, ორქულიანიც ჩააგდო და პასიც შეარულა.

მოკლედ, სირენამდე 2:14 წუთით ადრე სხვაობა 2 ქულამდე შემცირდა - 76:78. თუმცა "ატლანტამ" მეტი ვერ შეძლო: ჯერ თურქოგლუმ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ რიჩარდსონმა სამიანი და 83:76. 7-ქულიანი დეფიციტის აღმოფხვრა "ჰოქსის" მწვრთნელმა, ლარი დრიუმ თამაშის მთლიანად პერიმეტრზე გადატანით სცადა - ფაჩულიას ნაცვლად მოედანზე სნაიპერი კროუფორდი დააბრუნა, მაგრამ...

"ორლანდოს" ცენტრმა დუაით ჰოვარდმა შეუცვლელად ითამაშა, 33 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა. ვიცე ბომბარდირი კროუფორდი გახდა - 25 ქულა. მრგვალი ორმაგი დუბლი შეასრულა ელ ჰორფორდმა - 10-10 ქულა-მოხსნა. ზაზას მთავარი ამოცანა ჰოვარდის წინააღმდეგ კარგად თამაში იყო. ქართველმა საბოლოოდ 2 ქულა და 8 მოხსნა მიითვალა. აქედან 6 მოხსნა მეოთხე პერიოდზე მოდის.

"გასული წლის პლეი ოფში "ორლანდომ" 4:0 მოგვიგო. ამჯერად უკეთ გამოვიყურებით, მეტოქეს პერიმეტრიდან თავისუფლად თამაშის საშუალებას არ ვაძლევთ. არადა, "ორლანდო" ის გუნდია, რომელიც პერიმეტრიდანაც ძალიან სახიფათოა", - განაცხადა "ჰოქსის" თავკაცმა ლარი დრიუმ.

1:1, სერიაში ანგარიში გათანაბრდა. მესამე მატჩი 22 აპრილს "ატლანტას" პეპსი არენაზე გაიმართება.

ორლანდო-ატლანტა 88:82

ზაზა ფაჩულია: 19:13 წუთი, 2 ქულა (3-დან 1 ორქულიანი), 8 მოხსნა, 1 პასი, 4 ფოლი

ქრონოლოგია

I პერიოდი

03:40 ზაზამ კოლინზი შეცვალა

03:26 მოხსნა: შეტ-0, დაც-1

03:00 ფოლი: 1

00:40 მოხსნა: შეტ-1, დაც-1

III პერიოდი

04:04 ზაზამ კოლინზი შეცვალა

00:55 ფოლი: 3

IV პერიოდი

11:12 პასი: 1 (ჰორფორდი 2ქ, 56:67)

10:41 ორქულიანი: არაზუსტი

09:39 მოხსნა: შეტ-1, დაც-2

08:34 მოხსნა: შეტ-1, დაც-3

08:11 ფოლი: 4

08:11 მოხსნა: შეტ-1, დაც-4

06:53 მოხსნა: შეტ-1, დაც-5

06:34 მოხსნა: შეტ-2, დაც-5

06:32 ორქულიანი: არაზუსტი

06:30 მოხსნა: შეტ-3, დაც-5

06:30 ორქულიანი: 2ქ (66:76)

01:08 კროუფორდმა ზაზა შეცვალა.

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"